ლასლო მოჰოი-ნადი
ლასლო მოჰოი-ნადი (უნგრ. Moholy-Nagy László, ნამდვილი სახელი — ლასლო ვაისი (უნგრ. Weisz László); დ. 20 ივლისი, 1895 — გ. 24 ნოემბერი, 1946) — უნგრელი მხატვარი და ფოტოგრაფი, ბაუჰაუზის სკოლის პროფესორი. გავლენა იქონია კონსტრუქტივიზმმა. პოპულარიზაციას უწევდა ხელოვნებაში ტექნოლოგიისა და მრეწველობის ინტეგრაციას.
ლასლო მოჰოი-ნადი | |
---|---|
დაიბადა | 20 ივლისი, 1895[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] |
დაბადების ადგილი | Bácsborsód[19] [16] |
გარდაიცვალა | 24 ნოემბერი, 1946[19] [2] [3] [4] [5] [7] [8] [9] [10] [12] [14] [15] [17] [18] (51 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ჩიკაგო[19] [17] |
ჟანრი | აბსტრაქციონიზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა სახელით ლასლო ვაისცი (Laszlo Weisz) ებრაულ-უნგრული წარმოშობის ოჯახში. გერმანულ-ებრაული სახელი ბიძის უნგრულ გვარზე შეიცვალა (Nagy). მოგვიანებით გვარს ფსევდონიმი Moholy დაუმატა, იმ ქალაქის სახელი, სადაც გაიზარდა. ბუდაბეშტში იურისპრუდენციის სწავლის შემდეგ პირველ მსოფლიო ომში იქნა გაწვეული. 1919 წელს ვენაში პირველად აღმოაჩინა კონსტრუქტივიზმი კაზიმირ მალევიჩის, ნაუმ გაბოსა და ელ ლისიცკის ნამუშევართა გამოფენაზე.
1923 წელს მან შეცვალა იოჰანეს იტენი ბაუჰაუზის საწყისი კურსის მასწავლებლის ადგილზე. ეს მომენტი გახდა სკოლაში ექსპრესიონისტული გადახრების დასასრული და დასაბამი დიზაინისა და ინდუსტრიის ინტეგრაციის ორიგინალური მცდელობისა. ბაუჰაუზი ცნობილი იყო მის ხელოვანთა მრავალმხრივი მიმართულებით და მოჰოლი-ნადიც გამონაკლისი არ ყოფილა. მისი კარიერის განმავლობაში ის იხვეწება და ინოვატორი ხდება ფოტოგრაფიაში, ტიპოგრაფიაში, ქანდაკებაში, მხატვრობასა და ინდუსტრიულ დიზაინში. მისი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ფოტოგრაფია იყო. მას ეკუთვნის ტერმინი „ახალი ხედვა“ (the New Vision"). მას სწამდა, რომ ფოტოგრაფიას შეეძლო შეექმნა გარე სამყაროს ხედვის ახალი გზა, რას მიუწვდომელი იყო ადამიანის თვალისთვის. ხელოვნებასა და სწავლებაში მისი თეორიები შეჯამებულია წიგნში „ახალი ხედვა, მატერიალურიდან არქიტექტურამდე“ (The New Vision, from Material to Architecture).
1928 წელს ბაუჰაუზიდან წასვლის შემდეგ ბერლინში გადადის და ექსპერიმენტულ თეატრებთან თანამშრომლობს (მათ შორის ე. პისკატორის პოლიტთეატრი). 1934 წელს ნაცისტების ცენზურით შევიწროებული ჯერ ამსტერდამში გადადის, 1935 წელს ლონდონში, ხოლო 1937 წელს აშშ-ში. ნაცისტურ გერმანიაში მისი ნამუშევრები 1937 წელს პროპაგანდისტულ გამოფენაზე „დეგენერატიული ხელოვნება“ გამოფინეს. ჩიკაგოში მოჰოი-ნადი ახალ ბაუჰაუზს შეუერთდა, თუმცა სკოლამ ფინანსური მხარდაჭერა ერთ წელიწადში დაკარგა და დაიხურა. მოჰოი-ნადი ადგილობრივი მეწარმის მხარდაჭერით საკუთარ დიზაინის სკოლას ქმნის, რომელსაც 1939 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა. 1944 წლიდან ეს სკოლა დიზაინის ინსტიტუტად გარდაიქმნა.
მოჰოლი-ნადი 1946 წელს გარდაიცვალა ჩიკაგოში ლეიკემიისგან. მის სახელს ატარებს ბუდაპეშტის ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტი. მისი ნამუშევრების მნიშვნელოვანი ნაწილი ამჟამად გამოფენილია კორკორანის ხელოვნების გალერეაში ვაშინგტონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Borchardt-Hume, Achim. Albers and Moholy-Nagy: From the Bauhaus to the New World. New Haven: Yale University Press, 2006.
- Chilvers, Ian & Glaves-Smith, John eds., Dictionary of Modern and Contemporary Art, Oxford: Oxford University Press, 2009.
- Hight, Eleanor. Picturing Modernity: Moholy-Nagy and Photography in Weimar Germany. Cambridge, Mass.: MIT Press, 1995.
- Lusk, Irene-Charlotte. Montagen ins Blaue: Laszlo Moholy-Nagy, Fotomontagen und -collagen 1922-1943. Gießen: Anabas, 1980.
- Margolin, Victor. The Struggle for Utopia: Rodchenko, Lissitzky, Moholy-Nagy, 1917-1946. Chicago: University of Chicago Press, 1997.
- Moholy-Nagy, Lázló. Painting Photography Film. 1925. Trans. Janet Seligman. Cambridge, Mass.: MIT Press, 1973.
- Passuth, Krisztina. Moholy-Nagy. Trans. London: Thames and Hudson, 1985.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ლასლო მოჰოი-ნადი“ ვიკისაწყობში.
- მოჰოი-ნადის ფონდის საიტი
- What kind of shape does the absence of light have?
- ფოტოსურათების გალერეა დაარქივებული 2005-03-06 საიტზე Wayback Machine.
- ელენა ჩერნევიჩ «ლასლო მოჰოი-ნადი» დაარქივებული 2007-09-02 საიტზე Wayback Machine.
- IMDB გვერდი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118583204 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 László Moholy-Nagy
- ↑ 4.0 4.1 Benezit Dictionary of Artists — OUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
- ↑ 5.0 5.1 SNAC — 2010.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ 7.0 7.1 Discogs — 2000.
- ↑ 8.0 8.1 filmportal.de — 2005.
- ↑ 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 10.0 10.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ Delarge J. Le Delarge — Paris: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
- ↑ 12.0 12.1 Senter T. A. Moholy-Nagy [Weisz], László // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T058830
- ↑ Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. Savoy — B: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088 — doi:10.1515/AKL
- ↑ 14.0 14.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 15.0 15.1 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 16.0 16.1 http://arch-pavouk.cz/index.php/architekti/1187-moholy-nagy-laszlo
- ↑ 17.0 17.1 17.2 The Other Interface
- ↑ 18.0 18.1 https://hdl.handle.net/10796/4197FA3B-31B1-4C40-8BEF-0427493BB82F
- ↑ 19.0 19.1 19.2 Мохой-Надь Ласло // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.