ალექსანდერ ლიბერმანი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალექსანდერ ლიბერმანი (Alexander Liberman; 4 სექტემბერი, 1912 - 19 ნოემბერი, 1999) — რუსი-ამერიკელი მხატვარი, მოქანდაკე, გამომცემელი.

"არია"

დაიბადა კიევში, განათლება მიიღო პარიზში, სადაც გამომცემლის კარიერას მიჰყო ხელი ჟურნალში Vu. 1941 წელს ნიუ-იორკში ემიგრირების შემდეგ დაიწყო მუშაობა გამომცემლობაში Conde Nast Publications, სადაც მალე რედკოლეგიის დირექტორი გახდა (1962-94).

ლიბერმანმა ხატვა მხოლოდ 1950-იან წლებში დაიწყო, მოგვიანებით კი ლითონის სკულპურასაც მიჰყო ხელი. მისი ადვილად ცნობადი ქანდაკებები აწყობილია ინდუსტრიული ობიექტებისგან (რკინის რელსების სეგმენტები, მილები, დოლები, მისთ...) და ხშირად ერთგაროვან კაშკაშა ფერებშია შეღებილი. გამორჩეული ნიმუშები მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის, სტორმ კინგის ხელოვნების ცენტრის, ჰირშჰორნის მუზეუმის, ტეიტის გალერეასა და გუგენჰაიმის მუზეუმის კოლექციების ნაწილია.