ნოდარ კეკელიძე
ნოდარ კეკელიძე (დ. 15 აპრილი, 1930, ჩოხატაური — გ. 24 დეკემბერი, 2019) — ქართველი ფიზიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1984).
ნოდარ კეკელიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 8 სექტემბერი, 1930 |
დაბ. ადგილი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
გარდ. თარიღი | 24 დეკემბერი, 2019 (89 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ფიზიკოსი |
სამეცნიერო ხარისხი | ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი |
სამეცნიერო წოდება | პროფესორი |
ჯილდოები |
ბიოგრაფია
რედაქტირება1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.
1961 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა ლაბორატორიისა და კათედრის ხელმძღვანელად. 1984-1985 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ნაწილის გამგე. 1985-1993 წლებში პრორექტორი საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგში. თანამშრომლობდა სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის უნივერსიტეტთან, ფ. თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტთან და სხვა სამეცნიერო ცენტრებთან. 2009 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნივთიერებათა კვლევის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. მისი კვლევის ძირითადი სფეროა ნახევარგამტარებისა და მყარი სხეულების ფიზიკა, ტექნოლოგია, ელექტრონიკა, მასალათმცოდნეობა, რადიაციული ფიზიკა, ფიზიკის მეთოდები ეკოლოგიაში. მის მიერ აღმოჩენილია მესრის ორმოდიანი რხევის მოვლენა InP-InAS მყარ ხსნარებში, რომლებიც გამოიყენება მიკრო და ოპტოელექტრონიკაში. მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში.
მიღებული აქვს სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის უმაღლესი ჯილდო — საპატიო სიგელით, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით (1975, 1976, 1985), ლაიფციგის გამოფენის ოქროს მედალი და დიპლომი (1977), საქართველოს უმაღლესი განათლების რესპუბლიკური პრემია (1983), საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს პრემია (1996), საქართველოს პრეზიდენტის მადლობის წერილი (2000). არის 9 მონოგრაფიისა და 300-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.
ჯილდოები
რედაქტირება- 2013 — ღირსების ორდენი
- 2000 — ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
- 1999 — ღირსების ორდენი
- 1990 — პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია
- 1985 — საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
- 1970 — მედალი „შრომითი მამაცობისთვის“
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ელექტრონების ძვრადობის დაბალტემპერატურული ანომალია კომპენსირებული გერმანიუმის და სილიციუმის მონოკრისტალებში, თბილისი, უნივერსალი, 2006, გვ. 87 ISBN 9994061801
- ფოტოელემენტები და მათი გამოყენება, თბილისი, საბჭ. საქართველო, 1964, გვ. 32
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 616.
- წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი, თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი, თბ., 2002, გვ. 345