ნიკოლაი კაზანსკი
ნიკოლაი კაზანსკი (რუს. Никола́й Никола́евич Каза́нский, დ. 25 ივნისი, 1952, ლენინგრადი) — საბჭოთა და რუსი ლინგვისტი, ფილოლოგი, კლასიკური ფილოლოგიისა და ინდოევროპულ ენათა შედარებით-ისტორიული შესწავლის სპეციალისტი. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2006).
ნიკოლაი კაზანსკი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 25 ივნისი, 1952[1] (72 წლის) |
დაბ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
მოქალაქეობა |
სსრკ რუსეთი |
საქმიანობა | კლასიკური ფილოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი და ენათმეცნიერი[2] |
მუშაობის ადგილი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Institute for Linguistic Studies |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
მამა | Nikolai Aleksandrovich Kozyrev |
დედა | Tatyana Borisovna Kazanskaya |
სამეცნიერო და კვლევითი ინტერესები
რედაქტირებანიკოლაი კაზანსკის ლინგვისტური ინტერესების სფერო — ბერძნული ენის ადრეული ისტორია, კერძოდ, მიკენის ბერძნულის ურთიერთშეპირისპირება ჰომეროსის ენასთან და ჩვ. წელთაღრიცხვამდე პირველი ათასწლეულის დიალექტების მონაცემებთან; ძველი ბერძნული დიალექტოლოგია; პრაინდოევროპული ენობრივი მდგომარეობის რეკონსტრუქცია, კერძოდ, ონომასტიკისა და ზმნის სისტემები; ტროას დამწერლობა.
ნიკოლაი კაზანსკი დაკავებული იყო XX საუკუნის 60-იან წლებში აღმოჩენილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერძენი ლირიკოსის სტესიქორეს შემოქმედების კვლევით.
რიგი შრომებისა ნიკოლაი კაზანსკიმ მიუძღვნა ცალკეულ პოემათა რეკონსტრუქციას (განზოგადებულია მონოგრაფიაში (ინგლ. „Principles of the Reconstruction of a Fragmentary Text (New Stesichorean Papyri)“,. სანქტ პეტერბურგის ბიბლიოთეკაში, 1997), ეპიკური შემოქმედების თავისებურებებს, XX საუკუნის რუსული პოეტური ტექსტების ანალიზს.
წიგნები
რედაქტირებანიკოლაი კაზანსკი არის 150-ზე მეტი სამეცნიერო ბუბლიკაციის ავტორი.
- Диалекты древнегреческого языка /ძველბერძნული ენის დიალექტები/ (учебное пособие). Л., 1983. 100 с.
- Предметно-понятийный словарь греческого языка. Крито-микенский период. /ბერძნული ენის საგნობრივ-ცნებობრივი ლექსიკონი. კრეტულ-მიკენური პერიოდი/ (Очерк грамматики; составление совм. с В. П. Казанскене). Л., 1986.
- Principles of the Reconstruction of a Fragmentary Text (New Stesichorean Papyri). St. Petersburg, 1997. 154 p.
ფილოლოგიური თარგმანები
რედაქტირება- ლათინურიდან რუსულ ენაზე თარგმნა ტიტუს ლივიუსის ერთ-ერთი ისტორია, რომელიც 1989 წელს გამოიცა),
- ინგლისურიდან რუსულ ენაზე ა. იანკოვსკისთან ერთად თარგმნა (რუს. Донн Дж.: Поединок со смертью, /ჯონ დონის „სიკვდილთან შერკინება“/ გამოსცა (№ 8) გამომცემლობა „ზვეზდა“-მ 1999 წელს.)
- ფრანგულიდან რუსულ ენაზე იური სტეპანოვთან ერთად თარგმნა (რუს. Бенвенист Э.: Словарь индоевропейских социальных терминов, /ემილ ბენვენისტის „ინდოევროპული სოციალური ტერმინების ლექსიკონი“/, რომელიც 1995 წელს გამოსცა მოსკოვში, გამომცემლობა „პროგრეს“-მა).
სტატიები
რედაქტირება- К реконструкции категории падежа в праиндоевропейском /ბრუნვის კატეგორიის რეკონსტრუქციისათვის პრაინდოევროპული ენაში/ Актуальные вопросы сравнительного языкознания. Л., 1989;
- Диахронический аспект изучения эпической формулы /ეპიკური ფორმულის შესწავლის დიაქრონიული ასპექტი/ πολύτροπον. М., 1998;
- Праязыковая реконструкция: проблемы и перспективы /პრაენობრივი რეკონსტრუქცია: პრობლემები და და პერსპექტივები/ Труды Отделения историко-филологических наук РАН. 2003. Вып. 1;
- Пер•миссив в древнегреческом языке /პერმისივი ძველბერძნულ ენაში/ Славянское и балканское языкознание. Человек в пространстве Балкан. Поведенческие сценарии и культурные роли. М., 2003;
- Древнегреческо-древнеиндийский билингвизм /ძველბერძნულ-ძველინდური ბილინგვიზმი/ Scripta Gregoriana. М., 2003 (совм. с Е. Р. Крючковой).
გამოსვლები მედიაში
რედაქტირება- დეიქსისი პირის აღნიშვნის დროს ძველბერძნულ ენასა და კულტურაში
- კაცობრიობის ფანტასტიკური ნობათი
- ინდოევროპული პანთეონის ღმერთები
- ფილოლოგიური განათლების პრობლემები
- ფილოლოგია როგორც მეცნიერება
- „მიწა და ადამიანები“
- ინტერვიუ ნიკოლაი კაზანსკისთან (ნაწილი I)
- ინტერვიუ ნიკოლაი კაზანსკისთან (ნაწილი II)
- ინტერვიუ ნიკოლაი კაზანსკისთან (ნაწილი III)
- აკადემიკოსი ნიკოლაი კაზანსკი ვიაჩესლავ ივანოვზე
- აკადემიკოსი ნიკოლაი კაზანსკი ლიეტუველი პროზაიკოსისა და ლიტერატურათმცოდნის ბალის სრუოგას რუსულ ლიტერატურაზე
- ცხოველთა სამყარო მითოპოეტურ რაკურსში
- ნიკოლაი კაზანსკი, ვლადიმირ პლუნგიანი: კორპუსის ტექნოლოგიების თანამედროვე გამოყენება
- "ენეიდას" 2-ე წიგნის დასაწყისი (1–72). ნიკოლაი კაზანსკის კომენტარი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნიკოლაი კაზანსკის პროფილი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ოფიციალურ გვერდზე
- ნიკოლაი კაზანსკის პროფილი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ოფიციალურ გვერდზე
- ნიკოლაი კაზანსკის პროფილი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული სანქტ-პეტერბურგის სამეცნიერო ცენტრის გვერდზე
- ნიკოლაი კაზანსკის პროფილი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის საიტზე
- ნიკოლაი კაზანსკის სტატია სერიიდან „ლიტერატურული ძეგლები“
- რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის საიტზე ისტორიული ცნობა
- „მეცნიერება არის ის, რაც შეიძლება აუხსნა ბავშვებს“ (ინტერვიუ პორტალთან „პრავოსლავიე ი მირ“ *(მართლმდიდებლობა და მსოფლიო)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Czech National Authority Database