ნეძიხი
ნეძიხი — სოფელი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში. ჟინვალის სადაბო თემი.[1] მდებარეობს გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 800 მ სიმაღლეზე. ქალაქ დუშეთიდან დაშორებულია 21 კილომეტრით.
სოფელი | |
---|---|
ნეძიხი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჟინვალი |
კოორდინატები | 42°11′25″ ჩ. გ. 44°48′25″ ა. გ. / 42.19028° ჩ. გ. 44.80694° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 800 მ |
მოსახლეობა | 32[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 32 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 48[2] |
2014 | 32 |
ისტორიული ძეგლები
რედაქტირებანეძიხში, ადგილ ბზიანაზე, მდებარეობს წმინდა გიორგის სამონასტრო კომპლექსი (ტოპონიმი „ბზიანა“ ბზის სიმრავლით ჩანს წარმოქმნილი). გათხარეს 1977 წელს (რ. რამიშვილი). კომპლექსი წარმოადგენს გალავნით შემოზღუდულ ეზოს, რომელშიც განლაგებულია 2 ეკლესია და რამდენიმე სამეურნეო და საცხოვრებელი სათავსი. ერთი ეკლესია განეკუთვნება ორნავიანი ბაზილიკის ტიპს, ნაგებია ნატეხი ქვის კლდით, კონსტრუქციულ ადგილებში შირიმის კვადრებია ჩართული, აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადებზე ჯვრის რელიეფურგამოსახულებიანი 2 ფილაა. ბაზილიკა VI-VII სს. განეკუთვნება. მეორე ნაგებობა ერთნავიანია, სამხრეთით და ჩრდილოეთით აქვს მინაშენები, რაც გეგმაში ჯვრის გამოსახულებას ქმნის. აგებული უნდა იყოს X საუკუნეში.
სოფლის მახლობლად, მის სამხრეთ-დასავლეთით, მდებარეობს განვითარებული შუა საუკუნეების საფორტიფიკაციო და სამეურნეო ნაგებობათა ნაშთები — გაგუთო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 400.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.