გაგუთოს კოშკი

არქიტექტურული ძეგლი ფშავის არაგვის ხეობაში
(გადამისამართდა გვერდიდან გაგუთო)

გაგუთოს კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნეძიხის სამხრეთით, 1,5 კმ მდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა ნაპირას. თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით.

კოშკი ზურგიანია და სწორი კედლით ხეობისკენაა მიმართული. ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია, შემორჩენილია სამი სართული. I სართულის აღმოსავლეთ კედელში კარია, II სართულის აღმოსავლეთ კედელში - ერთი ნიში. III სართულის კარიც აღმოსავლეთ კედელშია გაჭრილი სამხრეთ კედლის ზედა ნაწილში ვიწრო სარკმელია. ჩრდილოეთ კედელში - მცირე ზომის ნიში. კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვლინდა გალავნისა და საწნახელის ნაწილები. აგრეთვე ქვევრებისა და მოჭიქული ჭურჭლის ფრაგმენტები. კოშკის აღმოსავლეთით, 150 მეტრზე, ეკლესიის საძირკვლის ნაშთი, რამდენიმე ჩანგრეული აკლდამა და ქვის სამარხია. კოშკის სამხრეთით, 10 მეტრზე, შემორჩენიია წრიული გალავნისა და ერთმანეთზე მიდგმულ ნაგებობათა ნანგრევები.

ლიტერატურა

რედაქტირება