გუდამაყრის ქედი
გუდამაყრის ქედი — კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთი შტოქედი, მდინარეების მთიულეთ-გუდამაყრის არაგვისა და ფშავ-ხევსურეთის არაგვის წყალგამყოფი. მთავარ ქედს გამოეყოფა მწვერვალი ჩრდილო ჭაუხთან (3842,5) და გრძელდება დაბა ჟინვალამდე. სიგრძე დაახლოებით 40 კმ. გუდამაყრის ქედზეა მწვერვალები: აღმოსავლეთი ჭაუხი (3644 მ), საჩალისმთა (2910 მ), ლაღისმთა (2601), ლუთხუბი (2787 მ), საფსიტისწვერი (2278 მ), სახარონისმთა (2345 მ), ხმალი (2141 მ) და უღელტეხილები: ფხიტური (2653 მ), უკანტბა (2334 მ) და სხვა.
გუდამაყრის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 42°41′ ჩ. გ. 44°58′ ა. გ. / 42.683° ჩ. გ. 44.967° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | გუდამაყარი |
უმაღლესი წერტილი | ჭაუხი |
სიმაღლე | 3842,5 მ |
ქედის უკიდურესი ჩრდილოეთი ნაწილი აგებულია შუაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით, შუა ნაწილი - ზედაიურული კარბონატული ფლიშით, სამხრეთი - ცარცული კირქვებითა და ქვიშაქვებით. გუდამაყრის ქედის თხემზე სუბალპური და ალპური მდელოებია, კალთებზე - შერეული ფოთლოვანი ტყეები (მუხა, რცხილა, წიფელი და სხვა).
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
ლიტერატურა რედაქტირება
- მარუაშვილი ლ, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 178.