უკანტბა
უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში
უკანტბა — უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გუდამაყრის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2334 მ. უღელტეხილის მიდამო აგებულია იურული და ცარცული ასაკის კირქვებით, მერგელებით, ქვიშაქვებითა და თიხებით. დამახასიათებელია სუბალპური ტყე-მდელოს ლანდშაფტი. მდინარე ფშავის არაგვის ხეობას აკავშირებს მდინარე გუდამაყრის არაგვის ხეობასთან საცალფეხო გზით.
უკანტბა | |
---|---|
კოორდინატები: 42°20′56″ ჩ. გ. 44°48′15″ ა. გ. / 42.34889° ჩ. გ. 44.80417° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2334 მ |
ქედი | გუდამაყრის ქედი |
გამავალი გზა | საცალფეხო |
აკავშირებს | ფშავის არაგვის ხეობას გუდამაყრის არაგვის ხეობა |
ამგებელი ქანები | იურული და ცარცული ასაკის კირქვა, მერგელი, ქვიშაქვა და თიხა |
ლანდშაფტი | სუბალპური ტყე-მდელო |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 120.