საჩალისმთა
მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
საჩალისმთა — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გუდამაყრის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2910 მ. აგებულია შუაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. კალთები ძლიერ დანაწევრებულია. ქვედა ნაწილი შემოსილია სუბალპური ბალახეულით, ზედაში აქა-იქ ალპური მდელოებია.
საჩალისმთა | |
---|---|
კოორდინატები: 42°27′17″ ჩ. გ. 44°51′31″ ა. გ. / 42.45472° ჩ. გ. 44.85861° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2910 მ |
ქედი | გუდამაყრის ქედი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ნემანიშვილი, ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 210.