ნახიდური
ნახიდური[3] (ყოფ. არახლო[4][5]) — სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ნახიდურის თემის შემადგენლობაში.[1] მდებარეობს მდინარე ხრამის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 420 მეტრ სიმაღლეზე. ქალაქ ბოლნისიდან დაშორებულია 15 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელ ნახიდურის მოსახლეობა შეადგენს 3686 ადამიანს.
სოფელი | |
---|---|
ნახიდური აზერ. Arıxlı | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
თემი | ნახიდური |
კოორდინატები | 41°28′11″ ჩ. გ. 44°41′43″ ა. გ. / 41.46972° ჩ. გ. 44.69528° ა. გ. |
ადრეული სახელები | არუხლო |
ცენტრის სიმაღლე | 420 მ |
მოსახლეობა | 3686[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | აზერბაიჯანელები 99,8 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
საფოსტო ინდექსი | 1100[2] |
საავტომობილო კოდი | EEF |
სოფელში შემორჩენილია XVII-XVIII საუკუნეების გუმბათიანი „ყვითელი ეკლესია“, IX–X საუკუნეების ეკლესია, ციკლოპური ციხე. ნახიდურის მიდამოებშია აგრეთვე IX–X საუკუნეების ეკლესია.
ისტორია
რედაქტირება1118 წლის 7 აპრილს, ბზობა დღეს დავით აღმაშენებელი ნახიდურს მივიდა და ზატიკი გადაიხადა. დავითს აქ შეატყობინეს ჯავახეთში ბეშქენ II ჯაყელის შემოსეულ თურქ-სელჩუკებთან ბრძოლაში დაღუპვის შესახებ. დავითის თანხმლებ დიდებულებს სომხეთში ლაშქრობისას ზურგიდან სელჩუკების თავდასხმის ეშინოდათ და ლაშქრობის გადადებას სთხოვდნენ, მიუხედავად მათი წინააღმდეგობისა დავითმა მაინც ილაშქრა და თავს დაესხა არაქსის პირას მყოფ სელჩუკებს, მალევე კი ლორეს ციხე-ქალაქი აიღო და საქართველოს შემოუერთა.[6]
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2014[1] | 3 686 | 1873 | 1813 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 593.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ https://web.archive.org/web/20130921054834/http://ufps.org/index.php?option=com_content&task=view&id=35
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 126.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 17.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 20.
- ↑ სამუშია ჯ, დიდგორის ბრძოლა "ძლევაი საკვირველი" თბ., 2021, გვ. 72-73