არსებითი სახელი ზატიკი შეიძლება ნიშნავდეს შემდეგს:

  • ზატიკი — მსხვერპლი, „ვნება“ იესოსი, დღესასწაული პურისა, - „ზატიკად ჩვენდა დაიკლა ქრისტე“ (1 კორინთ. 5, 7).
  • ზატიკის პერიოდი — პერიოდი აღდგომიდან ყოველთა წმინდათა კვირამდე (სულთმოფენობის შემდეგი კვირა).
  • ზატიკი — საეკლესიო წიგნი, რომელშიც მოთავსებულია აღდგომიდან სულთმოფენობამდე და ყოველთა წმინდანთა კვირამდე წარმოსათქმელი ლოცვები და საგალობლები. გაგრძელება დიდი მარხვის საგალობლებისა — მარხვანისა. ლიტურგიაში ზატიკი დამკვიდრდა XI საუკუნიდან. მანამდე მარხვანი და ზატიკი გაერთიანებული იყო ერთ წიგნში, რომელსაც „ხვედრნი“ ეწოდებოდა. კორნელი კეკელიძის აზრით, ტერმინი „ზატიკი“ წარმოსდგება „აზატისაგან“, რაც ნიშნავს „თავისუფალ“ დღეს, ე. ი. დღესასწაულს.[1]
  • ზატიკი მცირე — საეკლესიო წიგნი, რომელშიც მოთავსებულია ბრწყინვალე შვიდეულში წარმოსათქმელი ლოცვები და საგალობლები.
  • ზატიკი — ებრაული დღესასწაული, დაკავშირებული ებრაელების ეგვიპტიდან განთავისუფლებასთან.
  • ზატიკი — სომხური წარმართული დღესასწაული.

სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით: ზატიკი — გამოჴსნა, გინა განთავისუფლება (12, 4 საქმე[2]); ზატიკი არს შესაწირავი აღდგომა[3].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ. 1960.
  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 487.
  2.  
    „3. და ვითარცა იხილა, რამეთუ სათნო უჩნდა ჰურიათა მათ, შესძინა შეპყრობაჲ პეტრესიცა. ხოლო იყვნეს დღენი იგი უცომოებისანი. 4. და შე-რაჲ-იპყრა იგი, შესუა საპყრობილესა და მისცა იგი ოთხთა ოთხეულთა ერისაგანთა ცვად. ესრეთ ეგულებოდა, რაჲთა შემდგომად ზატიკისა აღიყვანოს იგი და მისცეს ერსა მას.“
    (საქმე მოც. 12, 3-4)
  3. სულხან-საბა ორბელიანი, ლქექსიკონი ქართული, ტ. 1, გვ. 277