მარხვანი — ქრისტიანული საღვთისმსახურო წიგნი, რომელიც შეიცავს საეკლესიო წელიწადის მოძრავი პერიოდის — დიდი მარხვისათვის დაწესებულ საგალობლებს. მარხვანის ის რედაქცია, რომელიც ბერძნულია და, შესაბამისად, ქართულ ღვთისმსახურებაში იყო დამკვიდრებული, უკავშირდება კონსტანტინოპოლის სტუდიონის მონასტრის ჰიმნოგრაფიულ სკოლას და მიეწერება თეოდორე სტუდიტეს (IX ს., თუმცა მასში შესულია საბაწმიდელ ჰიმნოდთა — ანდრია კრეტელის, იოანე დამასკელის, კოზმა მგალობლის — საგალობლები.

ქართულ სინამდვილეში მარხვანი XI საუკუნიდან გაჩნდა. მისი თარგმნა ექვთიმე და გიორგი მთაწმიდლების სახელთა არის დაკავშირებული. ღვთისმსახურების განვითარების ადრეულ ეტაპზე დიდმარხვის საგალობლები შედიოდა ჯერ ქართულ ლექციონარში, შემდეგ ძველ და ახალ რედაქციის იადგარებში. მარხვანის, როგორც საგალობელთა კრებულის, სპეციფიკა ისაა, რომ სადა დღეებისათვის მასში შეტანილია მხოლოდ 3 გალობისაგან შემდგარი კანონები ანუ ხვედრნი, რის გამოც კრებულს ტრიოდიონსაც უწოდებენ. XV-XVI საუკუნეებში ქართულად ითარგმნა მარხვანის იერუსალიმური რედაქცია. XVIII საუკუნეში მარხვანი შესწორდა სლავური თარგმნის მიხედვით (დაიბეჭდა 1741).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
  • Карабинов И., Постная триодь, СПб., 1910;