ნახიდურის ბრძოლა
ნახიდურის ბრძოლა 1599 — ბრძოლა ქართლისა და ოსმალეთის ლაშქარს შორის. ოსმალთაგან გორის ციხის გათავისუფლების შემდეგ (გორის ბრძოლა) თავრიზის ბეგლარბეგმა სულთნის ბრძანებით საქართველოში ილაშქრა. ჯარი ალგეთის ხეობაში, სოფ. ნახიდურთან დაბანაკდა. ქართლის მეფე სიმონ I მტერს მცირერიცხოვანი ლაშქრით მიეგება. ქართველთა ჯარის თავმოყრა დამთავრებული არ იყო, ამიტომ მეფეს ბრძოლის დაწყებას არ ურჩევდნენ, მაგრამ სიმონ I-მა რჩევა არ მიიღო და მტერს მედგრად შეუტია. თვით მეფე მამაცურად იბრძოდა ბრძოლის შუაგულში. დაახლოებით ხუთსაათიანი ბრძოლის შემდეგ ოსმალთა რიცხოვრივი უპირატესობის შედეგად ქართველები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. ოსმალებმა ბრძოლით მისდიეს ქართველთა ლაშქარს. სოფ. ფარცხისთან (ახლანდელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი), ვიწრო გზაზე, სიმონ I ცხენიანად ჩაეფლო და იძულებული გახდა დანებებოდა ოსმალთა სარდალს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ნარსია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 352.