ნახახულევისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ახალბედისეული, კონტუათი, საწულუკიძეო, უძლოური). მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 130 მეტრი, ხონიდან 4 კილომეტრი.

სოფელი
ნახახულევი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ხონის მუნიციპალიტეტი
თემი ნახახულევი
კოორდინატები 42°21′18″ ჩ. გ. 42°25′53″ ა. გ. / 42.35500° ჩ. გ. 42.43139° ა. გ. / 42.35500; 42.43139
ცენტრის სიმაღლე 130
მოსახლეობა 681[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,1 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ნახახულევი — საქართველო
ნახახულევი
ნახახულევი — იმერეთის მხარე
ნახახულევი

1926 წლისთვის შედგებოდა შვიდი სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 8101 ადამიანს, ხოლო ფართობი 82,9 კმ²-ს.[2] სოფლის ტერიტორიაზე ნაპოვნია განძი. სოფელში დგას წმინდა გიორგისა და წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიები (2005.). სოფელში არის საჯარო სკოლა და ბიბლიოთეკა. სოფელში გადის ხონი-მარტვილის საავტომობილო გზა.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 681 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 1001 482 519
2014[1]   681 342 339

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ქუთაისის მაზრის ადმინისტრაციული რუკა[მკვდარი ბმული] საქართველოს ეროვნული არქივი
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II