საწულუკიძეო
სოფელი საქართველოში, ხონის მუნიციპალიტეტში.
საწულუკიძეო — სოფელი საქართველოში, ხონის მუნიციპალიტეტში, ნახახულევის თემში. მდებარეობს იმერეთის ვაკე-დაბლობზე, ზღვის დონიდან 125 მ, ხონიდან 3 კმ, სამტრედიიდან 22 კმ. სოფელში გადის მარტვილი-ხონის საავტომობილო გზა. საბჭოთა პერიოდში ეწოდებოდა წითელვარსკვლავი. განვითარებული იყო მეჩაიეობა, მესიმინდეობა, მევენახეობა, მეცხოველეობა, მებოსტნეობა. სოფელში შემორჩენილია კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის ნანგრევები (XIX საუკუნე). სოფელში არის საჯარო სკოლა.
სოფელი | |
---|---|
საწულუკიძეო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხონის მუნიციპალიტეტი |
თემი | ნახახულევი |
კოორდინატები | 42°20′28″ ჩ. გ. 42°26′35″ ა. გ. / 42.34111° ჩ. გ. 42.44306° ა. გ. |
ადრეული სახელები | წითელვარსკვლავი |
ცენტრის სიმაღლე | 125 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 866[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,9 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 866 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1220 | 591 | 629 |
2014[1] | 866 | 447 | 419 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 317.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II