ნაძვნარების ლორწოვანა
ნაძვნარების ლორწოვანა (ლათ. Gomphidius glutinosus) — საჭმელი სოკოს სახეობა ლორწოვანასებრთა ოჯახისა.[1]
ნაძვნარების ლორწოვანა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Gomphidius glutinosus (Schaeff.) Fr., 1838 | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 122090523 | |||||||||||||||
|
საჭმელად ვარგისია 15 წუთიანი ხარშვის შემდეგ, ასევე დამარილებული, დამარინადებული და დაკონსერვებული. გავრცელებულია ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. იზრდება ზაფხულ შემოდგომით.
სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა იაკობ კრისტიან შეფერმა 1774 წელს როგორც Agaricus glutinosus.[2] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება Gomphidius glutinosus მიანიჭა შვედმა მიკოლოგმა და ბოტანიკოსმა ელიას მაგნუს ფრისმა 1838 წელს.[3]
სამეცნიერო სინონიმები:[4]
აღწერა
რედაქტირებაქუდის დიამეტრი — 4-10 (13 სმ-მდე) სმ, ხორციანი, ნორჩობაში ნახევარსფეროსებრი, შემოკეცილი კიდეებით, შემდეგ — ჩაზნექილ-კონუსისებური, მოგვიანებით — გაშლილი ან ცენტრში ოდნავ ჩაზნექილი, შეუმჩნეველი ბორცვაკით. ზედაპირი გლუვი, ლორწოვანი, გაშრობის შემდეგ პრიალებს; რუხი, მორუხო-ლურჯი ან მორუხო-ყავისფერი, იისფერი შეფერილობის კიდეებითა და ღია შუაგულით. მომწიფებულ ეგზემპლარებს ახასიათებთ შავი წერტილები ან წინწკლები ქუდის მთლიან ზედაპირზე. კანი ადვილად სცილდება ქუდს. ნორჩობაში ქუდის კიდე და ფეხი შეერთებულია თეთრი აპკისებრი საბურველით, რომელიც ფირფიტებს ფარავს, შემდეგ სკდება და ფეხის ზედა ნაწილში ტოვებს საყელოს, რომელიც მალევე ქრება.[5]
რბილობი ხორცოვანი, მყიფე; თეთრი, ზოგჯერ მოვარდისფრო, გადაბერებულ სოკოებს მონაცრისფრო, ფეხის ძირში — მოყვითალო. გემოზე მოტკბო ან მომჟავოა, სოკოს დამახასიათებელი სუნით.
ფირფიტები დაშვებული, რკალისებრი, ძლიერ განტოტებული, მსხვილი, 3-6 მმ სისქის, მოთეთრო ან მონაცრისფრო, ასაკთან ერთად თავიდან მურა ფერამდე მუქდება, მაგრამ თეთრი კიდეებით, გადამწიფებული სოკოები — მეწამულ-ყავისფრამდე, თითქმის შავ ფერამდე. ნორჩობაში ფირფიტები დაფარულია ლორწოვანი საბურველით, რომელიც ზრდასთან ერთად შორდება სოკოს და რჩება ფეხზე.
ფეხი 5-11х1-2,5 სმ, მაღალი, მასიური, ნორჩობაში მსხვილი, გაბერილი, შემდეგ ცილინდრული ან ძირში ოდნავ გამსხვილებული, გლუვი, მოშავო ქერცლებით, ზედა მხარეს თეთრი-მონაცრისფრო, ძირში ლიმნისფერი ან ღია-ყვითელი, ხშირად ლორწოვანი. ხშირ შემთხვევაში ახასიათებს არაგამოხატული ლორწოვანი საყელო ფეხის ზედა მესამედში. მომწიფებული სოკოს ფეხი საყელოს ზემოდან მუქ ფერადაა შეფერილი. დაჭერისას მუქდება.
სპორების ფხვნილი — მუქი-ყავისფერი, თითქმის შავი, სპორები 17-23х5-6,5 მკმ, წაგრძელებული თითისტარისებრიდან თითქმის ცილინდრულამდე, გლუვი, მუქი ყავისფერი.
გავრცელება და ეკოლოგია
რედაქტირებაგავრცელებულია ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
იზრდება ნიადაგზე წიწვოვან (განსაკუთრებით ნაძვნარში) და შერეულ ნაძვიან ტყეებში, ხავსზე, ხშირად მანანის გარშემო, როგორც წესი, ჯგუფებად. მიკორიზას ქმნის ნაძვთან, იშვიათად ფიჭვთან.
სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.[6] მასიურად ხარობს აგვისტოს შუა პერიოდიდან სექტემბრის ბოლომდე. იშვიათად ჭიანდება.[7]
მსგავსი სახეობები
რედაქტირებამსგავსება არასაჭმელ ან შხამიან სოკებთან არ გააჩნია. თუმცა გამოუცდელ მესოკოვეს იგი შესაძლოა აერიოს სასიკვდილოდ შხამიან ღორის სოკოში.[8] წააგავს საჭმელად ვარგის ლორწოვანისებრთა რამდენიმე სახეობას (Chroogomphus rutilus,[9] Gomphídius maculátus). მუქი ფერის ქუდის მქონე ეგზემპლიარები გარკვეულწილად ემსგავსებიან ჩვეულებრივ დუმასოკოს (ლათ. Suillus luteus) — ამ უკანასკნელს ფირფიტების ნაცვლად გააჩნია ფორების შრე.[10]
კვებითი ღირებულება
რედაქტირებასაჭმელად ვარგისია 15 წუთიანი ხარშვის შემდეგ, ასევე დამარილებული, დამარინადებული და დაკონსერვებული. გასახმობად არ გამოიყენება. იხმარება სოუზებისა და გარნირების მოსამზადებლად. თერმულად დამუშავებამდე აუცილებელია ლორწოვანი გარსის მოცილება. სითბური დამუშავების შემდეგ სოკო ძლიერ მუქდება, თუმცა მის გემოსა და სასარგებლო თვისებებზე ეს არ აისახება.
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Мир растений : в 7 т. / Под ред. академика А. Л. Тахтаджяна. Т.2. Слизевики. Грибы — 2—е изд., перераб. — М.: Просвещение, 1991. — 475 с. (стр. 272).
- Аурел Дермек. Грибы. — Братислава: Словарт, 1989. — стр. 138—139.
- З. А. Клепина и Е. В. Клепина. Справочник грибника. — Москва: АСТ—ПРЕСС, 2006. — 256 с. (стр. 60)
- «Грибы. Справочник—определитель. Более 120 видов» / Автор—составитель Н. Е. Макарова — Москва: АСТ, Минск: Харвест, 2005—320 с. (стр. 198—199)
- «Грибы». Справочник. / пер. с итал. Ф.Двин — Москва: АСТ. Астрель, 2004. — 303 с. (стр. 199)
- Лессо, Томас. Грибы. Определитель. / пер. с англ. — Москва: АСТ, 2007. — 304 с. (стр. 38)
- Сержанина Г.И. (1984). Шляпочные грибы Белоруссии. Минск: Наука и техника.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ნაძვნარების ლორწოვანა“ ვიკისაწყობში.
- ნაძვნარების ლორწოვანა MycoBank-ზე (ინგლისური)
- ნაძვნარების ლორწოვანა Index Fungorum-ზე (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Gomphidius glutinosus. IndexFungorum. ციტირების თარიღი: 19 იანვარი, 2021.
- ↑ Schaeffer, J.C. (1774). Fungorum qui in Bavaria et Palatinatu Nascuntur Icones, Volume: 4.
- ↑ Fries, E. (1838). Epicrisis Systematis Mycologici.
- ↑ ტაქსონომია საიტზე Mycobank.org, წაკითხვის თარიღი 19 იანვარი, 2021
- ↑ ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 80, ISBN 99940-856-1-1.
- ↑ Ettore Bielli, Funghi. Conoscere, riconoscere e ricercare tutte le specie di funghi più diffuse, De Agostini, 2012, ISBN 8841876956.
- ↑ Zeitlmayr L (1976). Wild Mushrooms:An Illustrated Handbook. Garden City Press, Hertfordshire, გვ. 93–94. ISBN 978-0-584-10324-3.
- ↑ Linus Zeitlmayr: „Knaurs Pilzbuch”, Editura Droemer Knaur, München-Zürich 1976, p. 100, 102, ISBN 3-426-00312-0
- ↑ Gomphidius glutinosus (Schaeff.) Fr. - Slimy Spike. ციტირების თარიღი: 8 agosto 2014.
- ↑ Haas, Hans (1969). The Young Specialist looks at Fungi. Burke, გვ. 52. ISBN 978-0-222-79409-3.