ნატახტარი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)
ნატახტარი — სოფელი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მისაქციელის თემში.[1] მდებარეობს მდინარე არაგვის მარჯვენა მხარეს, საქართველოს სამხედრო გზაზე, მცხეთიდან 14 კილომეტრზე.
სოფელი | |
---|---|
ნატახტარი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | მისაქციელი |
კოორდინატები | 41°55′10″ ჩ. გ. 44°43′38″ ა. გ. / 41.91944° ჩ. გ. 44.72722° ა. გ. |
ადრეული სახელები | საფურცლე |
ცენტრის სიმაღლე | 510 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1234[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,7 % ოსები 0,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ისტორია
რედაქტირებასოფლის ძველი სახელწოდებაა საფურცლე.[2] ამ ადგილას გავრცელებული ყოფილა სააბრეშუმე თუთის ხის ჯიში. ისტორიულ წყაროებში II საუკუნიდან მოიხსენიება. II საუკუნეში ქართლის მეფე ამაზასპმა აქ დაამარცხა ალანთა ლაშქარი. გადმოცემით IV საუკუნეში ქართველთა განმანათლებელ ნინოს მცხეთის მოსახლეობასთან ერთად საფურცლელი მწყემსებიც მიეგებნენ. 1514 წელს კახეთის მეფემ გიორგი II-მ (ავგიორგი) საფურცლეში მოკლა მამამისი ალექსანდრე I. სოფელი სამუხრანბატონოს შექმნამდე სვეტიცხოვლის კუთვნილება იყო. XVII საუკუნის 20-იან წლებში ზურაბ არაგვის ერისთავმა „ხმლით აიღო“ სოფელი და სვეტიცხოველს დაუბრუნა. ნატახტარზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზები: ე. წ. საქალაქო გზა-ახალგორი-ოძისი-ქსოვრისი-დამპალა-წილკანი-ნატახტარი-საქართველოს სამხრეთ გზა-თბილისი; მეორე - მეჯვრისხევი-საამილახვრო-ოკამი-თეზი-აღაიანი-მუხრანი-წეროვნის სანახები-ნატახტარი-საქართველოს სამხრეთ გზა-თბილისი. 1560 წელს თბილისის ციხეში მყოფმა ყიზილბაშებმა საფურცლესთან გამართულ ბრძოლაში შეიპყრეს სიმონ I-ის ერთგული არჩილ მუხრანბატონის შვილი (ბაგრატ მუხრანბატონის ვაჟი). 1630 წელს თეიმურაზ I-მა საფურცლეში პურობაზე მიიწვია ზურაბ არაგვის ერისთავი და მოაკვლევინა.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1234 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002[3] | 1191 |
2014[1] | 1234 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჭყონია თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 302.
- ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ., ქართლის ცხოვრება. ს.ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 170.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.