ნასიფ ალ-იაზიჯი
ნასიფ ალ-იაზიჯი (არაბ. ناصيف اليازجي; 25.03.1800 - 8.02. 1871)—არაბი პოეტი და ფილოლოგი, განმანათლებელი, პედაგოგი. მის მიერ შედგენილი მრავალი სახელმძღვანელო ფილოლოგიისა და არაბული ენის გრამატიკის შესახებ დაედო საფუძვლად სასკოლო სასწავლო პროგრამს. სირიაში პირველი საგანმანათლებლო საზოგადოების - სირიის მეცნიერებისა და ხელოვნების ასოციაცია- ერთ-ერთი ინიციატორი [1]
ბიოგრაფია
რედაქტირებანასიფ ალ-იაზიჯი, ბერძენი კათოლიკე, [2] იყო არაბული კულტურული აღორძინების ერთ-ერთი ლიდერი ლიბანსა და სირიაში. იყო ლიბანის ემირის ბაშირ II შიჰაბის კარის პოეტი, რის შემდეგაც 30 წლის განმავლობაში ასწავლიდა ბეირუთის სკოლებში. მან შეადგინა არაერთი სასკოლო სახელმძღვანელო არაბული ენის გრამატიკის, პოეტზიის, ლოგიკისა და რიტორიკის შესახებ. ცნობილია, როგორც ტრადიციონალისტი პოეტი . როდესაც იაზიჯი 1840 წელს ბეირუთში გადავიდა, ის არაბული ენის მასწავლებელი გახდა და სწორედ ამ პერიოდში გაცნო ამერიკელი და ბრიტანელ პროტესტანტი მისიონერები ელი სმითი და კორნელიუს ვან დიკი. მონაწილეობა მიიღო მისიონერებისა და ბუთრუს ალ ბუსთანის მიერ 1847 წელს დაწყებული ბიბლიის თარგმნაში არაბულ ენაზე, რომელიც გამოვიდა 1865 წელს. [3]
ამის შემდეგ ის ასწავლიდა სირიის პროტესტანტულ კოლეჯში (მოგვიანებით ეწოდა ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტი) და წერდა ლექსებს. მისი მცდელობა იყო კლასიკური არაბი მწერლების სტილის მიბაძვა და ამით არაბების ლიტერატურული მემკვიდრეობის ხელახლა აღმოჩენა.[2] ნასიფ ალ-იაზიჯიმ ბუთრუს ალ ბუსთანისთან და მიხეილ მიშაყასთან ერთად 1847 წელს ჩამოაყალიბა სირიის მეცნიერებისა და ხელოვნების ასოციაცია - პირველი ლიტერატურული საზოგადოება არაბულ სამყაროში. საზოგადოებამ შეისწავლა და გამოაქვეყნა დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორიცაა ქალთა უფლებები, ისტორია და ცრურწმენის წინააღმდეგ ბრძოლა[4].საზოგადოება 1852 წელს დაიშალა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ მისმა ახლო გარემოცვამ დააფუძნა სირიის სამეცნიერო ასოციაცია [4]. ასოციაცია გახდა ინტელექტუალთა ბევრად უფრო ფართო, მრავალფუნქციური საზოგადოება, რომლის წევრები დაჟინებით ითხოვდნენ არაბთა დამოუკიდებლობას ოსმალეთისაგან.
მის ნაშრომებს შორის არის ტრაქტატი მუქათა'-ს სისტემის შესახებ, რომელსაც ოსმალეთის იმპერია იყენებდა მთიანი ლიბანის საამიროს მართვისათვის. ეს მოიცავდა გადასახადების აკრეფის ან იკტა-ს უფლებების გადაცემას ადგილობრივი წამყვანი ოჯახებისათვის. ამ ოჯახებს გარკვეული რეგიონის მმართველობაში ჰქონდათ ავტონომია, აკონტროლებდნენ მიწებს, აგროვებდნენ გადასახადებს და იღებდნენ საგადასახადო შეღავათებს სტამბოლის ცენტრალური ხელისუფლებისათვის შემოსავლებითა და შეიარაღებული პირებით უზრუნველყოფის სანაცვლოდ[4].
ოჯახი
რედაქტირებანასიფ ალ-იაზიჯის ვაჟი, იბრაჰიმი (1847-1906) იყო გამოჩენილი კულტურული მოღვაწე, ფილოლოგი და არაბული ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. აქტიური როლი შეასრულა 1882 წელს ბეირუთში ჩამოყალიბებული მეცნიერებათა აღმოსავლეთის აკადემიის მუშაობაში. ხალილ ალ-იაზიჯი (1858-1889) - პოეტი, დრამატურგი, ავტორი ტრაგედიისა "სიმამაცე და ერთგულება". ქალიშვილი -ვარდა ალ-იაზიჯი (1838-1924) - ერთ-ერთი პირველი არაბი მწერლი ქალი, ლექსების კრებულის ავტორი "ჰადიკატ ალ-უორდი" ("ვარდების ბაღი"), ასევე არაბულ ქვეყნებში ქალთა მოძრაობის ერთ-ერთი პირველი აქტივისტი [3].
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Johnson, Michael (2001). All Honourable Men: The Social Origins of War in Lebanon. I.B.Tauris. ISBN 978-1-86064-715-4.[მკვდარი ბმული]
- Salibi, Kamal S. (2003). A House of Many Mansions: The History of Lebanon Reconsidered. I. B. Tauris & Co.