ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბუთრუს ალ-ბუსთანი (არაბ. بطرس البستاني; 1819, დიბია, ლიბანი - 1883)—არაბი მწერალი, პედაგოგი, მეცნიერი. არაბული აღორძინების ხანის ერთ-ერთი გამოჩენილი ფიგურა. უწოდებენ არაბული რენესანსის მამას.[1]

بطرس البستانيბუთრუს ალ-ბუსთანი

იგი ითვლება პირველ სირიელ ნაციონალისტად 1860 წლის ლიბანის სამოქალაქო ომის შემდეგ ნაფირ სურია-ს გამოცემის გამო. 1870 წელს მან დააარსა ალ-ჯენანი, პირველი მნიშვნელოვანი ლიტერატურული და სამეცნიერო პერიოდული გამოცემა არაბულ ენაზე, 1870-იან წლებში, დამოუკიდებელ პოლიტიკურ გაზეთებთან ერთად. [2]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბუთრუს ალ-ბუსთანი დაიბადა ლიბანელი ქრისტიანი მარონიტების ოჯახში, შუფის რაიონის სოფელ დიბიბიეში, 1819 წლის იანვარში. მან დაწყებითი განათლება მიიღო სოფლის სკოლაში, სადაც თავიდანვე მიიპყრო მასწავლებლების ყურადღება სხარტი გონების წყალობით.

11 წლის ასაკში სწავლა გააგრძელა იმ პერიოდის ყველაზე ცნობილ აონი-ვარკის მარონიტის სასულიერო სემინარიაში. სადაც ისწავლა სირიული და ლათინური. მან ათი წელი გაატარა იქ და შეისწავლა რამდენიმე უცხო ენა, მათ შორის ფრანგული, იტალიური და ინგლისური.

მოღვაწეობა

რედაქტირება

ბეირუთში ბუთრუს ალ-ბუსთანი დაუკავშირდა ამერიკელ პროტესტანტ მისიონერებთან, რომელთანაც მჭიდროდ თანამშრომლობდა გარდაცვალებამდე 1883 წლის 1 მაისს. ბეირუთში ამერიკის პროტესტანტულ მისიაში დასაქმების შემდეგ, დიდი ხანი მუშაობდა ამერიკელ პროტესტანტთან. სწორედ ამ წლებში მიიღო პროტესტანტული რწმენა. დაასრულა მრავალი ადრეული ნაშრომი. არაბული გრამატიკისა და არითმეტიკის წიგნები. ცნობილია ბუთრუს ალ ბუსთანის მთარგმნელობითი საქმიანობა. მის მიერ თარგმნილმა „რობინზონ კრუზომ“ შეაღწია მოსახლეობის ფართო ფენებში და დიდი მოწონება დაიმსახურა.

ვან დიკის ბიბლიის ვერსიასთან ერთად, რომელიც ბიბლიის ყველაზე პოპულარული არაბული თარგმანია და დღესაც გამოიყენება, ალ-ბუსთანი და ნასიფ ალ-იაზიჯი მუშაობდნენ ბიბლიის ვან დიკის ვერსიაზე ელი სმიტის მეთვალყურეობით, რომელიც იყო ამერიკელი პროტესტანტი მისიონერი, მეცნიერი და იელის კურსდამთავრებული. მთარგმნელობითი პროექტი განხორციელდა ალ-ბუსტანის შემდეგ კორნელიუს ვან ალენ ვან დიკის ხელმძღვანელობით. ბიბლიის თარგმნაზე მუშაობისას, ალ-ბუსთანმა ისწავლა ებრაული, არამეული და ბერძნული და სრულყო სირიული და ლათინური, საბოლოოდ მან აითვისა ცხრა ენა.

1840-იან წლებში მან დააფუძნა სირიის სამეცნიერო საზოგადოება,სადაც მოუწოდებდა პროგრესისკენ, ცხოვრების წესის რეფორმისკენ, მათ შორის პირველად არაბთა შორის წამოაყენა ქალთა განთავისუფლების ლოზუნგი.

.1847 წელს დაარსებულ სირიის მეცნიერებისა და ხელოვნების ასოციაციის აქმიანობაში ბუთრუს ალ ბუსთანი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. 1848 წლის რეფერატით დიდი ყურადღება დაუთმო ქალთა განათლების აუცილებლობას. ის აღნიშნავდა, რომ სირიის საზოგადოების ჩამორჩენილობის უმთავრესი მიზეზი აღმოსავლელი ქალის გაუნათლებლობა იყო.

1863 წელს სირიის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ღირსშესანიშნავი მოვლენა გახდა ბუთრუს ალ ბუსთანის მიერ ბეირუთში პირველი ეროვნული სკოლის "ალ-მადრას ალ-ვატანია" დაარსება ვაჟებისათვის. მისიონერებთან ახლო ურთიერთობამ მას საშუალება მისცა, რომ მათემატიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა შესწავლაში გამოეყენებინა ევროპული მეთოდები. დიდი ყურადღება ექცეოდა უცხო ენების შესწავლას.

1870 წელს მან დააარსა გაზეთი "ალ-ჯანა" ("ბაღი") ბეირუთში, მოგვიანებით - გაზეთი "ალ-ჯუნინა" ("სადიკი") და ჟურნალი "ალ-ჯინანი" ("მებაღე"; "ალ-ბუსტანი") "ალ-ჯეიანები"). მან არაბი ჟურნალისტებისა და მწერლების ჯგუფი გააერთიანა ამ ბეჭდური ორგანოების გარშემო.

ბუთრუს ალ-ბუსთანმა დიდი როლი შეასრულა 1882 წელს ბეირუთში დაარსებულ მეცნიერებათა აღმოსავლეთის აკადემიის საქმიანობაში.

ბუთრუს ალ -ბუსთანი მრავალრიცხოვანი ნაშრომების ავტორია, რომელიც გამოცემულია 5 კრებულად 1910 წელს. მთავარი ავტორი და გამომცემელია ენციკლოპედიის „დაირათ ალ მაარიფი“[3] („ცოდნის წრე“, 1-6 ტომები, 1876-1883, გამოცემა დასრულდა მისი ვაჟის სულეიმან ბუსთანის მიერ), შეადგინა არაბული ენის განმარტებითი ლექსიკონი „მუხიტ ალ მუხიტ“(„ოკეანეთა ოკეანე“, 2 ტომად, 1867-1870).გამოაქვეყნა რამდენიმე სასკოლო სახელმძღვანელო და ლექსიკონი.ალ-ბუსთანმა შეადგინა არაბული ლექსიკონი და თავისი ვაჟების დახმარებით გამოაქვეყნა არაბული ენციკლოპედიის თერთმეტი ტომი. [3]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Tauber, Eliezer (1 February 2013). The Emergence of the Arab Movements. Routledge. ISBN 978-1-136-29301-6[მკვდარი ბმული].
  2. Albert Hourani (1983-06-23). Arabic Thought in the Liberal Age, 1798-1939. p. 245. ISBN 9780521274234.
  3. 3.0 3.1 William L. Cleveland