მცირე წინტალა
მცირე წინტალა (ლათ. Charadrius dubius) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა.
მცირე წინტალა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Charadrius dubius (Scopoli, 1786) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22693770 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
ბუდობა მკვიდრობა გადაფრენები გამოზამთრება | |||||||||||||||
|
აღწერა
რედაქტირებაძალიან ჰგავს საყელოიან წინტალას, მაგრამ უფრო პატარაა. ზომასა და შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება თითქმის არაა გამოხატული.[1] სხეულის სიგრძეა 14–15 სმ, ფრთების შლილი 42–48 სმ, მასა 32–48 გ.[2] თავი შავი და თეთრი ზოლებითაა, მუცელი თეთრი, ფრთები ყავისფერი.[3] საყელოიანი წინტალასაგან განსხვავებით, მცირე წინტალას პირველი რიგის პირველი მომქნევი ბუმბულის ღერო მთლიანად თეთრია, მისი წვეროს მცირე ნაწილის გარდა. დანარჩენი მომქნევების ღეროები კი მუქია. ქუთუთოების შიშველი კიდეები თვალის ირგვლივ წარმოქმნიან ყვითელ რგოლს. ნისკარტი შავია, ნისკარტქვედას მხოლოდ ძირია მოყვითალო. ფეხები მოყვითალოა.[1]
აღწერილია 3 ქვესახეობა.[4]
საქართველოში მოიპოვება ჩრდილოური მცირე წინტალა (Ch. d. curonicus).[1]
გავრცელება
რედაქტირებაგავრცელებულია სამხრეთი სკანდინავიიდან, პორტუგალიიდან და კანარის კუნძულებიდან იაპონიამდე და ფილიპინის კუნძულებამდე. სამხრეთით ვრცელდება ჩრდილოეთ აფრიკაში, შრი-ლანკაზე და ახალ გვინეაზე. იზამთრებს ეკვატორულ აფრიკაში, არაბეთის ნახევარკუნძულზე და აზიის სამხრეთ ნაწილში. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი.[1]
ბინადრობს მდინარეებისა და ტბების ქვიშიან, უფრო იშვიათად რიყიან სანაპიროებზე, ზოგჯერ ბუდობს შლამიან ნაპირებზეც. ქვიშნარებსა და დიუნებზე შეიძლება შეგვხვდეს წყლიდან საკმაოდ მომშორებითაც. ტბები, რომლის ნაპირებთანაც მცირე წინტალა ბუდობს, მომლაშოც შეიძლება იყოს.[1]
გამრავლება
რედაქტირებაბუდეს აკეთებს ქვიშის მცირე ჩაღრმავებაში, ფოთლების მცირე ამონაფენით ან ამონაფენის გარეშე. მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში დებს 4–5 კვერცხს. ინკუბაცია 22 დღემდე გრძელდება. გამოჩეკიდან ერთი-ორი საათის შემდეგ მართვეები ტოვებენ ბუდეს.[1]
კვება
რედაქტირებამცირე წინტალას ძირითად საკვებს შეადგენს პატარა ზომის ჭიები, ლოკოკინები, ხოჭოები და მათი ლარვები, რომელთაც ფრინველი პოულობს ქვიშიან ნაპირებზე სირბილის დროს. კუჭში ნაპოვნია წვრილი თესლებიც.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 კუტუბიძე მ., საქართველოს ფრინველების სარკვევი, თბ.: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1985. — გვ. 242–243.
- ↑ Little Ringed Plover Bird Facts (Charadrius dubius) en. Birdfact. ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2023
- ↑ Little Ringed Plover Facts | Charadrius dubius. The RSPB. ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2023
- ↑ Charadrius dubius. Animal Diversity Web. ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2023