საქართველოს ფრინველების სარკვევი
საქართველოს ფრინველების სარკვევი — მონოგრაფიული ნაშრომი საქართველოს ფრინველების შესახებ. ავტორი — მირონ კუტუბიძე, მთავარი რედაქტორი — არჩილ ჯანაშვილი. გამოიცა 1985 წელს თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ. ტირაჟი — 2000 ცალი. წიგნში მოცემულია საქართველოში რეგისტრირებული 24 რიგის 322 სახეობის ფრინველის დახასიათება — აღწერა, გავრცელება, ცხოვრების ნირი, სამეურნეო მნიშვნელობა და სხვ. თითოეული სახეობა დასურათებულია შავ-თეთრი, აგრეთვე ფრინველის რკვევისათვის საჭირო სხვადასხვა სურათებით. თან ერთვის ფრინველების სახელწოდებათა საძიებელი ქართულსა და ლათინურ ენებზე. დაწერილია მაღალმეცნიერულ დონეზე და სავსებით ასახავს მაშინდელი ორნითოლოგიური მეცნიერების მონაცემებს.
„საქართველოს ფრინველების სარკვევი“ | |
---|---|
ავტორი | მირონ კუტუბიძე |
რედაქტორი | არჩილ ჯანაშვილი |
გარეკანის მხატვარი | ო. ვარვარიძე |
ქვეყანა | საქართველოს სსრ |
ენა | ქართული |
ჟანრი | მონოგრაფიული ნაშრომი |
გამომცემელი | თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა |
გამოცემის თარიღი | 1985 |
გვერდი | 648 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- კუტუბიძე მ., საქართველოს ფრინველების სარკვევი, თბ., 1985.