შავი ღვია
შავი ღვია, მყრალი ღვია[1] (ლათ. Juniperus foetidissima) — წიწვოვანი მცენარე კვიპაროზისებრთა ოჯახისა. წარმოადგენენ მარადმწვანე ბუჩქებს ან ხეებს. გავრცელებულია შიდა ქართლსა და კახეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, მცირე აზიას. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყელებში, კლდოვანსა და ქვიშა-თიხნარ მშრალ ფერდობებზე; ხშირად ქმნის მეჩხერ ტყეებს საკმლის ხესთან, ქართულ მუხასთან, ბერყენასა და ღვიის სხვა სახეობებთან ერთად. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც მოწყვლადი სახეობა.
შავი ღვია | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Juniperus foetidissima Willd., 1806 | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 42234 | |||||||||||||||
|
ღერო 6-10 მ-მდე სიმაღლისაა და 30-60 სმ-მდე დიამეტრის, ვარჯი ჩვეულებრივ პირამიდულია ან კონუსისებური, ქერქი რუხია, ახალგაზრდა ტოტებზე მოწითალო-მურა ფერისაა. წიწვები მუქი მწვანეა, 2-5 მმ-მდე სიგრძის. მამრობითი გირჩები კვერცხისებურ-სფეროსებურია. მომწიფებული მდედრობითი გირჩები სფეროსებურია, მოწითალო-შავი ფერის.
ლიტერატურა
რედაქტირება- სუხიტაშვილი კ., საქართველოს მცენარეები, თბ., 2022, გვ. 14
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ივანიშვილი მ., ღვია // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 587.