ბერყენა (ლათ. Pyrus salicifolia)[1]Pyrus-ის გვარის ველური მსხლების რამდენიმე სახეობა. ეკლიანი ბუჩქები ან ხეებია. აქვთ შეკრული ან მეჩხერი ვარჯი, შიშველი ან ვერცხლისფრად შებუსული ფოთლები. ნაყოფი მსხლისებრია, ზოგჯერ სფეროსებრი, ყავისფერი ან ყვითელი. გავრცელებულია ევროპაში, დასავლეთ და შუა აზიაში, ირანში, ყირიმსა და კავკასიაში. საქართველოში გვხვდება ბერყენას 9 სახეობა, რომელთაგან 4 საქართველოს ენდემია (Pyrus demetrii, Pyrus ketzkhovelii, Pyrus fedorovii, Pyrus sachokiana). ბერყენა იზრდება მხოლოდ აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ველებზე, ნახევრად უდაბნოებში, ნათელ ტყეებსა და ტყის პირებზე ხრიოკ და ქვაღორღიან ადგილებში, ზღვის დონიდან 900 მ-მდე. ნაყოფი ვიტამინებით მდიდარია, იჭმება. მერქანი იხმარება სადურგლო და სახარატო საქმეში. ყინვაგამძლეა, ადვილად იტანს ხანგრძლივ გვალვასა და ძლიერ ქარებს. კარგი საძირეა მსხლის კულტურული ჯიშების გამოსაყვანად; იყენებენ ტყე-პარკების გასაშენებლად გვალვიან და ურწყავ ადგილებში. მრავლდება თესლით და ფესვის ამონაყარით.

ბერყენა

ბერყენა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pyrus salicifolia
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 34721

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება