მურყვამი
მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
მურყვამი — დაკიდებული მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განტოტებაზე — სვეტღარის ქედზე, მდინარე ენგურის აუზში. სიგრძე 3,5 კმ, ფართობი 6,0 კმ². მყინვარის ენა ეშვება ზღვის დონიდან 2000 მ-მდე. მურყვამზე აქვს სათავე მდინარე მურყვამს (ენგურის სისტემა). საზრდოობს სვეტღარის ქედის, ასმაშისა და ნიურმიშის უღელტეხილების კალთებიდან ჩამონადენი მყინვარული ნაკადებითა და ზვავებით.
მურყვამი
| |
---|---|
კოორდინატები: 43°06′46″ ჩ. გ. 42°48′22″ ა. გ. / 43.1127806° ჩ. გ. 42.80611° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
ფართობი | 6,0 კმ² |
სიგრძე | 3,5 კმ |
ტიპი | დაკიდებული |
ლიტერატურა
რედაქტირება- უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 202.