ნიურმიში
უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
ნიურმიში — უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3600 მ. უღელტეხილის მიდამოები აგებულია კამბრიულისწინა და ქვედაპალეოზოური კრისტალური ფიქლებით. ახასიათებს თანამედროვე გამყინვარება. აკავშირებს ტვიბერისა და ლეხზირის მყინვარებს (მდინარე ენგურის აუზი).
ნიურმიში | |
---|---|
კოორდინატები: 43°06′18″ ჩ. გ. 42°48′41″ ა. გ. / 43.105028° ჩ. გ. 42.811500° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3600 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
აკავშირებს | ტვიბერისა და ლეხზირის მყინვარებს |
ამგებელი ქანები | კრისტალური ფიქლები |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 448.