SabaG23
გამარჯობა, SabaG23. მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.(?) |
ვიკიპედიაში სტატიის რედაქტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გაეცანი სტატიების რედაქტირების დახმარების გვერდს, სადაც ახსნილია სტატიების რედაქტირების პრინციპები.
|
ვიკიპედია არის ენციკლოპედია
გახსოვდეს - ვიკიპედია არის ენციკლოპედია, შესაბამისად ნებისმიერი სტატია უნდა იყოს აკადემიური, ნეიტრალური (?) და ეფუძნებოდეს აკადემიურ და გადამოწმებად წყაროებს.(?) ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს სურთ შექმნან ახალი სტატიები - ამ შემთხვევაში სწორედ ავტორი არის ვალდებული, დაამტკიცოს ახალი სტატიის მნიშვნელობა ენციკლოპედიისთვის.
გაგვაგებინე
თუ გეგმავ, რომ სტატია აქტიურად დაარედაქტირო და ამისთვის დრო გჭირდება, სტატიის დასაწყისში ჩასვი
{{subst:მუშავდება}} , რათა აცნობო სხვა რედაქტორებს ამის შესახებ. ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს. ხშირად შეინახე
რაც შეიძლება ხშირად შეინახე რედაქტირებები - ამისთვის, რედაქტირების პანელის ქვედა ნაწილში ღილაკ „ცვლილებების შენახვა“ დააჭირე.(იხ. სურათი ქვემოთ) |
ხელი მოაწერე
ვიკიპედიაში გვერდების რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს: სტატიების გარდა, არსებობს ასევე განხილვის გვერდები. განხილვის გვერდი ყველა სტატიას აქვს; ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია საკუთარი კონსტრუქციული მოსაზრების დატოვება. განხილვის გვერდზე აუცილებელია ხელმოწერის დატოვება. ამისთვის ტექსტის ბოლოს ჩაწერე ოთხი ტილდა (
~~~~ ) ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დააჭირე (იხ. სურათი მარჯვნივ). გაგვეცანი
კარგი იქნება, თუ სხვა რედაქტორებს გაუმარტივებ კომუნიკაციას. თითოეულ მომხარებელს აქვს საკუთარი პირადი გვერდი, რომელზეც შეგიძლია დაამატო ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობ და ინტერესთა სფეროები.
გვთხოვე დახმარება
თუ დახმარების გვერდებს გაეცანი და მაინც გჭირდება დახმარება, საკუთარ განხილვის გვერდზე ჩასვი {{დამეხმარეთ}}, მოგვწერე კითხვა, და ჩვენი აქტიური რედაქტორი აუცილებლად გიპასუხებთ.
|
პატივი ეცი სხვის შრომას
დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.
|
Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
სტატიები
რედაქტირებაგამარჯობა, თქვენს მიერ ქსე-დან შექმნილი სტატიების უმრავლესობა შეიცავს მოძველებულ (საბჭოთა ეპოქის) ინფორმაციას, რომელიც აუცილებლად გასწორებას საჭიროებს, ასევე გადმოტანილი ინფორმაციის თითქმის უცვლელადაა დაკოპირებული ენციკლოპედიიდან რაც ვიკიპედიის წესების დარღვევაა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ეს შენიშვნები და ახალი სტატიების შექმნისას ამითი იხელმძღვანელოდ, ხოლო უკვე არსებულებში კი გამოასწოროთ. DavidAs 14:27, 23 ივნისი 2022 (UTC)
სოსნოვსკის ფიჭვი
რედაქტირებაგამარჯობა! იხ. განხილვა:სოსნოვსკის ფიჭვი. - OTOGI Messages 15:57, 2 ივლისი 2022 (UTC)
იაპონური ნეკერჩხალი
რედაქტირებაიაპონური ნეკერჩხალი — არ შეიძლება მანქანური თარჯიმნებით ავტომატურად შექმნილი საიტებიდან სტატიების გადმოტანა (მითუმეტეს მის მიუთითებლად). შეიცავს მრავალ ხარვეზს და ტექსტს უაზროს ხდის. გთხოვთ, გაითვალისწინოთ მომავალში. გიო ოქრო 19:31, 13 ივლისი 2022 (UTC)
სტატიების შესავალი
რედაქტირებაგამარჯობა, დიდი მადლობა ვიკიპედიაში თქვენი წვლილისთვის. ერთ რამეს აღვნიშნავ. როდესაც სტატიას ქმნით, შესავალში გრძელი ტირე გულისხმობს სიტყვას „არის“. შესაბამისად, „კამანია (ლათ. Anthemis candidissima) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე“ და არა „კამანია (ლათ. Anthemis candidissima) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა“. ამ სტილის მიხედვით უნდა აეწყოს შემდეგ პირველი წინადადებაც. ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 12:19, 2 დეკემბერი 2022 (UTC)
- გამარჯობა. აუცილებლად გავითვალისწინებ მომავლისთვის. მადლობა! SabaG23 (განხილვა/წვლილი) 16:57, 3 დეკემბერი 2022 (UTC)
გამარჯობა SabaG23.! თქვენ გამოიყენეთ {{მუშავდება}} სტატიაში „იაკობ ალხაზიშვილი“, დიდი მადლობა თქვენი წვლილისთვის ამ სტატიის გასაუმჯობესებლად! გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს თარგი სტატიაში მხოლოდ 7 დღის განმავლობაში შეიძლება დარჩეს, რადგანაც ვიკიპედია თავისუფალი, მოხალისეობრივი პროექტია და სტატიების რედაქტირება ყველას უნდა შეეძლოს.
საუკეთესო სურვილებით,-~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 08:46, 6 თებერვალი 2024 (UTC)
თურქეთის ვიკიორდენი
რედაქტირება- დიდი მადლობა! SabaG23 (განხილვა/წვლილი) 09:08, 18 მაისი 2024 (UTC)
სანდო მომხმარებელი
რედაქტირებაგამარჯობა, საბა!
დღეიდან, თქვენ ქართული ვიკიპედიის სანდო მომხმარებელი ხართ, გილოცავთ! ეს სტატუსი არის როგორც დაფასება თქვენი წვლილისა, ისე უზარმაზარი პასუხისმგებლობა, ვინაიდან, ამიერიდან, თქვენ მიერ განხორციელებული ყოველი რედაქტირება ავტომატურად იქნება დადასტურებული/შემოწმებული. მჯერა, ამ გამოწვევას ღირსეულად გაართმევთ თავს და კიდევ უფრო მეტ წვლილს შეიტანთ ქართულ ვიკიპედიაში, რაც ახლა გაცილებით გაგიადვილდებათ! გისურვებთ წარმატებას! Mikheil მიწერა 20:10, 30 მაისი 2024 (UTC)
- დიდი მადლობა, მიხეილ! SabaG23 (განხილვა/წვლილი) 20:11, 30 მაისი 2024 (UTC)
აფხაზური ვიკიპედია
რედაქტირებამოგესალმები საბა! მე ვარ აფხაზური ვიკიპედიის ადმინისტრატორი. მაინტერესებს, აფხაზური ენა ასე საიდან იცი? Surprizi (განხილვა/წვლილი) 08:11, 18 ივლისი 2024 (UTC)
- სალამი! აფხაზურ ვიკიპედიაში სტატიებს ჩვენი, სენაკის ვიკი-კლუბის პროექტის ფარგლებში ვწერ.
- აღმოვაჩინეთ, რომ აფხაზური ვიკიპედია არც თუ ისე მდიდარია. აქედან გამომდინარე, აფხაზეთის დევნილთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, შარშან პროექტის პირველი ეტაპი წამოვიწყეთ და გადავწყვიტეთ, სტატიები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ განგვეთავსებინა. მივმართეთ მთარგმნელს, ქალბატონ ირმა ოსიას, რომელმაც გარკვეული თანხის სანაცვლოდ 18 სტატია გვითარგმნა. ისინი რამდენიმე დღეში განვათავსეთ პლატფორმაზე. მარტის თვეში კი „ვიკიმედია საქართველოს“ მხარდაჭერით პროექტის მეორე ეტაპის განხორციელება დავიწყეთ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აფხაზურ ვიკიპედიას კიდევ 25 სტატია შეემატა საქართველოს ძეგლების შესახებ. მეორე ეტაპის ბოლო სტატია საქართველოს ეროვნული გმირის, სენაკელი ჟიული შარტავას შესახებ ავტვირთეთ.
- ასე რომ, სტატიები ჩემი ნათარგმნი არაა. მე მხოლოდ საკუთარი მცირე წვლილი შემაქვს ამ საამაყო საქმეში. SabaG23 (განხილვა/წვლილი) 14:09, 18 ივლისი 2024 (UTC)
- მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას გაწეული შრომისათვის. წარმატებები!!! Surprizi (განხილვა/წვლილი) 16:04, 18 ივლისი 2024 (UTC)