იაკობ ალხაზიშვილი

იაკობ ქაიხოსროს ძე ალხაზიშვილი (დ. 1 იანვარი, 1826 ― გ. 3 ნოემბერი, 1896) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი (1891).

იაკობ ქაიხოსროს ძე ალხაზიშვილი

ბიოგრაფია რედაქტირება

1844 წელს დაამთავრა პეტერბურგის კადეტთა მე-2 კორპუსი და პრაპორშჩიკის ჩინით დაინიშნა ლაიბგვარდიის პოლკში. მონაწილეობდა რუსეთის არმიის თითქმის ყველა იმდროინდელ ლაშქრობაში. 1874 წელს მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი და დაინიშნა კავკასიის ქვეითი ბრიგადის მეთაურად. 1877 წლის 13 ივნისს ალხაზიშვილიმა გურიის, იმერეთისა და ენგურის რაზმებით ილორთან ბრძოლაში დაამარცხა ოსმალთა დიდი დესანტი, რომელმაც საფრთხე შეუქმნა დასავლეთ საქართველოს. 15 ივნისს ოჩამჩირის მახლობლად მან კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა უკუქცეულ მტერს და 20 აგვისტოს ბრძოლით დაიკავა სოხუმი. მონაწილეობდა ალაჯის ბრძოლაში. რუსეთის არმიის მიერ ყარსის ციხესიმაგრის გარემოცვის დროს იერიშით აიღო ორი ფორტი და ქუთაისის ქვეითი ათასეულით ქალაქში ერთ-ერთი პირველი შეიჭრა. ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისათვის ალხაზიშვილს გენერალ-ლეიტენანტის ჩინი მიენიჭა. შემდეგ იგი მეთაურობდა კავკასიის 41-ე ქვეით დივიზიას (1878), კავკასიის გრენადერთა დივიზიას (1883) და კავკასიის მე-3 საარმიო კორპუსს (1885). 1894 წლიდან სიკვდილამდე იყო რუსეთის სამხედრო საბჭოს წევრი.

ჯილდოები რედაქტირება

  • წმინდა გიორგის მე-3 ხარისხის ორდენი (1877)
  • წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი.(1877)
  • წმინდა ვლადიმირის მე-2 ხარისხის ორდენი ხმლებით (1877)
  • წმინდა ვლადიმირის მე-3 ხარისხის ორდენი ხმლებით (1864)
  • წმინდა ვლადიმირის მე-4 ხარისხის ორდენი ბაფთითა და ხმლებით (1863)
  • წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი (1889)
  • ბრილიანტის ნიშნები წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენისთვის (1894)
  • თეთრი არწივის ორდენი.(1882)
  • წმინდა ანნას 1-ლი ხარისხის ორდენი ხმლებით (1877)
  • წმინდა ანნას მე-2 ხარისხის ორდენი ხმლებით (1863)
  • იმპერატორის გვირგვინი წმინდა ანნას მე-2 ხარისხის ორდენისათვის (1863)
  • წმინდა ანნას მე-3 ხარისხის ორდენი (1859)
  • წმინდა სტანისლავის 1-ი ხარისხის ორდენი (1876)
  • წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი (1861)
  • წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი (1856)
  • წარჩინების ნიშანი „უმწიკვლო სამსახურის XL წლისათვის“.(1886)
  • ბრილიანტის ბეჭედი იმპერატორ ალექსანდრე II მონოგრამით (1868 და 1871)
  • პრუსიის წითელი არწივის მე-2 ხარისხის ორდენი (1878)
  • ჩერნოგორიის მედალი (1878)

ლიტერატურა რედაქტირება