Maia beridze
გამარჯობა, Maia beridze. მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.(?) |
ვიკიპედიაში სტატიის რედაქტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გაეცანი სტატიების რედაქტირების დახმარების გვერდს, სადაც ახსნილია სტატიების რედაქტირების პრინციპები.
|
ვიკიპედია არის ენციკლოპედია
გახსოვდეს - ვიკიპედია არის ენციკლოპედია, შესაბამისად ნებისმიერი სტატია უნდა იყოს აკადემიური, ნეიტრალური (?) და ეფუძნებოდეს აკადემიურ და გადამოწმებად წყაროებს.(?) ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს სურთ შექმნან ახალი სტატიები - ამ შემთხვევაში სწორედ ავტორი არის ვალდებული, დაამტკიცოს ახალი სტატიის მნიშვნელობა ენციკლოპედიისთვის.
გაგვაგებინე
თუ გეგმავ, რომ სტატია აქტიურად დაარედაქტირო და ამისთვის დრო გჭირდება, სტატიის დასაწყისში ჩასვი
{{subst:მუშავდება}} , რათა აცნობო სხვა რედაქტორებს ამის შესახებ. ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს. ხშირად შეინახე
რაც შეიძლება ხშირად შეინახე რედაქტირებები - ამისთვის, რედაქტირების პანელის ქვედა ნაწილში ღილაკ „ცვლილებების შენახვა“ დააჭირე.(იხ. სურათი ქვემოთ) |
ხელი მოაწერე
ვიკიპედიაში გვერდების რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს: სტატიების გარდა, არსებობს ასევე განხილვის გვერდები. განხილვის გვერდი ყველა სტატიას აქვს; ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია საკუთარი კონსტრუქციული მოსაზრების დატოვება. განხილვის გვერდზე აუცილებელია ხელმოწერის დატოვება. ამისთვის ტექსტის ბოლოს ჩაწერე ოთხი ტილდა (
~~~~ ) ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დააჭირე (იხ. სურათი მარჯვნივ). გაგვეცანი
კარგი იქნება, თუ სხვა რედაქტორებს გაუმარტივებ კომუნიკაციას. თითოეულ მომხარებელს აქვს საკუთარი პირადი გვერდი, რომელზეც შეგიძლია დაამატო ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობ და ინტერესთა სფეროები.
გვთხოვე დახმარება
თუ დახმარების გვერდებს გაეცანი და მაინც გჭირდება დახმარება, საკუთარ განხილვის გვერდზე ჩასვი {{დამეხმარეთ}}, მოგვწერე კითხვა, და ჩვენი აქტიური რედაქტორი აუცილებლად გიპასუხებთ.
|
პატივი ეცი სხვის შრომას
დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.
|
Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
გამარჯობა. დღეს თქვენ დახმარება თხოვეთ ვიკიპედიის ერთ-ერთ მომხმარებეს, მაგრამ მინს ნაცვლად მე გამოგეხმაურებით, რადგან სასამართლოებთან და, ზოგადად, სამართალთან დაკავშირებულ სფეროში, მე დავიწყე აქტიურად მოღვაწეობა. თქვენ მიერ დღეს დაწერილ სტატიაში შევცვალეთ რაღაცები. კიდევ გაქვთ რაიმე კითხვა? პ.ს. თქვენი პასუხი აქვე მომწერეთ. Nodar Kherkheulidze განხილვა 11:03, 1 სექტემბერი 2012 (UTC)
ვიკისაწყობში ატვირთული გაქვთ ფაილი, რომლისთვისაც არ მიგითითებიათ ლიცენზია, რაც აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაილი წაიშლება და მის გამოყენებას ვეღარ შევძლებთ. გთხოვთ, შესაბამისი ლიცენზია. Nodar Kherkheulidze განხილვა 11:11, 1 სექტემბერი 2012 (UTC)
ლიცენზიის მითითება როგორ ხდება? მითითებული რაც იყო ყველა ველი შევავსე მგონი :) ჩემს პოსტს დავაკოპირებ და თუ არ შეწუხდები დეტალურად რო ამიხსნა ყველაფერი :)
"დახმარება მჭირდება, სტატიაში სურათების ჩასმა მინდა და მხოლოდ ვიკისაწყობში მოვახერხე ატვირთვა და იქიდან გადავიტანე, პირდაპირ ვერ ვახერხებ ფაილის ატვირთვას და კიდევ ინფო დაფასთან დაკავშირებით მაინტერესებს სასამართლოებზე უნდა ავტვირთო ინფორმაცია და ინფოდაფაზე სასურველი მონაცემი როგორ დავამატო ან ფერი როგორ შევცვალო?" --Maia beridze განხილვაწვლილი 12:27, 1 სექტემბერი 2012 (UTC)
- სტატიაში არსებობს ფაილის ჩასმის რამდენიმე ხერხი. თუ სტატიაში სურათის პირდაპირ ჩასმა გნებავთ, აკეთებთ ასეთ რაღაცას:
[[ფაილი:ფაილის სახელი.jpg|thumb|ტექსტი, რომელიც გინდათ, რომ გამოჩნდეს სტატიაში]]
იმ შემთხვევაში, თუ სურათის ჩასმა გნებავთ ინფოდაფაში, მაშინ „ფაილი:ფაილის სახელი.jpg“ კონფიგურაცია აღარ არის საჭირო — ინფოდაფაში პირდაპირ უთითებთ — ფაილის სახელი.jpg
რაც შეეხება ინფოდაფაში სასურველი მონაცემების დამატებასა და ფერის შეცვლას, ამას თქვენ ყოველ სტატიაში ვერ შეცვლით. {{ინფოდაფა}} ზოგადი თარგია და თუ ფერის შეცვლა ან მონაცემის დამატებაა საჭირო, თვითონვე თარგში უნდა შეიცვალოს.
მოხარულები ვართ, რომ გადაწყვიტეთ ვიკიპედიაში სასამართლოებზე ინფორმაციის დაწერა. ამის შესახებ მე თავის დროზე მივწერე „საქართველოს სასამართლოებს“, რის შემდეგაც ისინი დარეგისტრირდნენ ქართულ ვიკიპედიაში: GeorgiaCourts. — Nodar Kherkheulidze განხილვა 13:32, 1 სექტემბერი 2012 (UTC)
- სხვათა შორის, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ გაქვთ სავარჯიშოს გვერდი, რომელშიც შეგიძლიათ, თავისუფლად ივარჯიშოთ. Nodar Kherkheulidze განხილვა 13:34, 1 სექტემბერი 2012 (UTC)
დიდი მადლობა პასუხისთვის! ერთი კითხვა მაქვს კიდევ სურათთან დაკავშირებით, სასურველ ადგილზე როგორ ჩავსვა? ყოველთვის მარჯვენა მხარეს იდება :| და კიდევ ერთი: აქ წერია სხვა ვებ გვერდიდან ინფორმაციის გადმოწერა აკრძალულიაო :) და მე ძირითადად იმ მასალის გამოყენებას ვაპირებ, რომელიც სასამართლოების ვებგვერდებზეა განთავსებული. ხომ არ წაიშლება ამ შემთხვევაში სტატიები? ვეცდები სხვა ინფორმაციებიც დავამატო მაგრამ ძირითადად მაინც მათივე ვებგვერდებით უნდა ვისარგებლო :| — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Maia beridze (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- იმ შემთხვევაში, თუ სხვა ადგილას გინდათ სურათის ჩამატება, ჩემ მიერ ზემოთ დაწერილ კონფიგურაციას ამატებთ „მარცხნივ“ ან „ცენტრი“, აი, ასე:
[[ფაილი:ფაილის სახელი.jpg|thumb|მარცხნივ|ტექსტი, რომელიც გინდათ, რომ გამოჩნდეს სტატიაში]].
რაც შეეხება სხვა საიტებიდან პირდაპირ გადმოკოპირებას, ამით თქვენ საიტზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება არ გეკრძალებათ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მთლიანად იყენებთ საიტზე არსებულ მასალას, უნდა ფლობდეთ საავტორო უფლებებს. ამასთან, ყველ შემთხვევაში აუცილებელია, რომ გამოყენებულ ინფომრაციას სქოლიოს სახით მიუთითოთ წყარო (იხილეთ: ვიკიპედია:წყაროს მითითება). Nodar Kherkheulidze განხილვა 13:56, 1 სექტემბერი 2012 (UTC)
გასაგებია, ინტერნეტიდან აღებულ ფოტოს ლიცენზია როგორ მივუთითო? ჯერ ვერ გავერკვიე ამ საკითხში კარგად :) რაც ავტვირთე იმ ორივე ფოტოზე წერია რომ 7 დღეში წაიშლება და რა უნდა გავაკეთო რო არ წაიშალოს? --Maia beridze განხილვაწვლილი 14:03, 1 სექტემბერი 2012 (UTC)
- ინტერნეტიდან აღებული სურათზე საავტორო უფლებებს, წესით, ფლობს ამ საიტის მფლობელი, შესაბამისად, ვიკიპედიაში მის გამოსაყენებლად უნდა გქონდეთ საიტის მფლობელის ნებართვა (თქვენს შემთხვევაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ნევართვა). რაც შეეხება იმ შემთხვევას, როდესაც ნებართვა გაქვთ, სურათის ატვირთვისას სისტემა თვითონვე გთავაზობთ შესაბამისი ლიცენზიის ჩასმას (თუ ფლობთ ინგლისურ ენას, შეგიძლიათ, გაეცნოთ ამ ლიცენზიათა სიას). თუ თქვენ ფლობთ ლიცენზიას ბათუმის საქალაქო სასამართლოს სურათზე, მაშინ მიუთითეთ სიაში მოცემული შესაბამისი ლიცენზია სურათის „ლიცენზიის“ ქვეთავში. Nodar Kherkheulidze განხილვა 14:10, 1 სექტემბერი 2012 (UTC)
მადლობა :) --Maia beridze განხილვაწვლილი 14:15, 1 სექტემბერი 2012 (UTC)
გამარჯობა, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით სტატიის „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო“ დაწერისათვის. სტატიის ამჟამინდელ რედაქციას აკლია სანდო და გადამოწმებადი წყაროები. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროთ მათ მოძიებასა და მითითებაში, რათა ერთად გავაუმჯობესოთ სტატიის ხარისხი.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი.
—Nodar Kherkheulidze განხილვა 17:03, 1 სექტემბერი 2012 (UTC)
მივუთითე ვებგვერდი, ბროშურების ჩამონათვალი და ამას მიწერს "შეცდომა ციტირებაში არსებული ტეგისათვის <ref> ვერ მოიძებნა შესაბამისი ტეგი <references/>; $2" როგორ მოვიქცე?
გამარჯობა, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით სტატიის „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო“ დაწერისათვის. სტატიის ამჟამინდელ რედაქციას ესაჭიროება გამართვა ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროთ მის გადამუშავებაში, რათა ერთად გავაუმჯობესოთ სტატიის ხარისხი.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი.—Nodar Kherkheulidze განხილვა 17:08, 1 სექტემბერი 2012 (UTC)
== სქოლიო ==
{{სქოლიოს სია}}
ეს ორი დააკოპირეთ და ჩასვით ბოლოში. მიუთითეთ ref-ებიანი წყარო, სადაც საჭიროა და გამოჩნდება. --H.McC. (მომწერეთ) 17:15, 1 სექტემბერი 2012 (UTC)
ჩავასწორე :D
კიდევ რა დავამატო? --Maia beridze განხილვაწვლილი 17:26, 1 სექტემბერი 2012 (UTC)
- მაგალითისთვის იხილეთ: თბილისის საქალაქო სასამართლო და კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. ამის შესაბამისად დაამუშავეთ. Nodar Kherkheulidze განხილვა 17:32, 1 სექტემბერი 2012 (UTC)
მორჩა ჩავამატე — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Maia beridze (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- თუ საიდომლო არაა და უხერხულად არ მიიღებთ ჩემს კითხვას, თქვენ სასამართლო სისტემაში მუშაობთ? Nodar Kherkheulidze განხილვა 17:45, 1 სექტემბერი 2012 (UTC)
სტაჟირებას გავდივარ სასამართლოში :) — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Maia beridze (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- გასაგებია, ძალიან კარგი. მეც სტაჟიორი ვარ, ოღონდ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში. რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სტატიაში თარგები მანამ დარჩება, სანამ იგი არ დააკმაყოფილებს ვიკიპედიის სტანდარტებს. სამწუხაროდ, ჯერ არ მცალია — ვწერ სტატიას საქართველოს საერთო სასამართლოებზე და როდესაც მას დავასრულებ, თქვენ მიერ დაწერილ სტატიასაც მივხედავ. ზოგადად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე ვაპირებდი სტატიის დაწერას. პ.ს. პასუხის ბოლოს ნუ გავიწყდებათ ხელმოწერა. Nodar Kherkheulidze განხილვა 17:52, 1 სექტემბერი 2012 (UTC)
- ) კი მაგრამ ხომ მივუთითე წყაროები? --Maia beridze განხილვაწვლილი 17:56, 1 სექტემბერი 2012 (UTC)
- სწორად არ არის მითითებული. ამასთან, სტატიაში არასწორადაა სათეურები. გასასწორებელია პუნქტუაცია და ა.შ. Nodar Kherkheulidze განხილვა 17:58, 1 სექტემბერი 2012 (UTC)
- კარგი გადავხედავ მოგვიანებით :) იმედია ორშაბათამდე მოაშორებ თარგებს :D მიზეზი არ მკითხო :D — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Maia beridze (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- თუ სტატია გასწორდება, მოვაშორებ. ესეთია ვიკიპედიის წესები. Nodar Kherkheulidze განხილვა 18:06, 1 სექტემბერი 2012 (UTC)
ქართული და, ზოგადად, ნებისმიერენოვანი ვიკიპედია საკანონმდებლო მაცნე არ არის, კანონის ნორმებს რომ აკოპირებთ პირდაპირ. ამის გამო, სტატიიდან თარგის ამოღების პერსპექტივა გადაიდო. ნახეთ, რა არის და რა არ არის ვიკიპედია. გაეცანით ვიკიპედიის წესებს, დახმარების გვერდებს, მასწავლებელსა და ახალი გვერდის შექმნის წესებს. Nodar Kherkheulidze განხილვა 14:26, 2 სექტემბერი 2012 (UTC)
ეხლაც არაა სწორი? :( --Maia beridze განხილვაწვლილი 16:30, 2 სექტემბერი 2012 (UTC)
- სამწუხაროდ, არა. გავასწორებ, როდესაც ჩემს სტატიას დავამთავრებ. სასამართლოში დაგავალეს ამის დაწერა, ხო? Nodar Kherkheulidze განხილვა 16:33, 2 სექტემბერი 2012 (UTC)
ცხადია :D ხვალისთვის უნდა მოვასწრო როგორმე :D წავიკითხე ის რაც დამილინკე და ბოლომდე მაინც ვერ გავმართე სტატია :( --Maia beridze განხილვაწვლილი 16:38, 2 სექტემბერი 2012 (UTC)
- თუ რამეა, ვიკიპედიის გარემოს დააბრალე — ეს მართლაც ასეა, მის წესებში გარკვევა არ არის ადვილი. თუ გინდა, ისიც უთხარი, რომ ერთი მომხმარებელი მეხმარება-თქო და დამპირდა, რომ გაასწორებს. სანდოობისთვის, ჩემ მიერ დაწერილი სტატიები ანახე, რაც ამ გვერდზე მაქვს მითითებული (მაგალითად, საქართველოს საერთო სასამართლოები. თბილისის საქალაქო სასამართლო ჩემი გასწორებულია). უთხარი, რომ სასამართლოების თემაზე ისედაც ვაპირებდი სტატიების დაწერას (იურისტი სტუდენტი ვარ და ეს სფერო მაინტერესებს). Nodar Kherkheulidze განხილვა 16:48, 2 სექტემბერი 2012 (UTC)
გადავცემ აუცილებლად ხო ცოტა რთულია, მეორე სტატია დავდე და სრულყოფილი არცერთი არაა ჯერჯერობით იმედია მოგვიანებით კიდევ ერთხელ ამიხსნი როგორ მივუთითო წყარო სწორად — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Maia beridze (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- კი, აუცილებლად აგიხსნი. აქ თუ ვერ იგებ, სხვა კომუნიკაციის საშუალებებშიც შეიძლება ახსნა. საქმე ისაა, რომ მხოლოდ წყარო არაა პრობლემა. ვიკიპედიაში სტატია ენციკლოპედიის სტილში უნდა იყოს დაწერილი, ანუ კანონიდან პირდაპირ გადმოწერა არ შეიძლება. მაგალითად, ეს სტატია დავწერე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „კონკურენციისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სააგენტოს დებულების საფუძძველზე, თუმცა ამ ნორმატიული აქტების დებულებები არა პირდაპირ გადმოვწერე, არამედ ნათლად, გასაგები ენით ჩამოვაყალიბე ისე, რომ არაიურისტმაც გაიგოს (ესაა მთავარი). აი, მაგალითად, სააგენტოს მიზნები და ფუნქციები, უფლებამოსილებები. Nodar Kherkheulidze განხილვა 17:03, 2 სექტემბერი 2012 (UTC)
გასაგებია მაგრამ კანონი არსად არაა დაკოპირებული, დებულებების საფუძველზე ზოგადი განმარტებებია გაკეთებული --Maia beridze განხილვაწვლილი 17:19, 2 სექტემბერი 2012 (UTC)
- კანონი იქნება თუ დებულება, ერთი და იგივეა — ორივე ნორმატიული აქტია და სპეციფიკურ ენაზეა დაწერილი, რაც ნიშნავს იმას, რომ მკითხველთა უმეტესობას მათი აღქმა გაუჭირდება.მაგალითი: „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს ნორმატიული აქტების შესაბამისობას კონსტიტუციის 82-ე, 84-ე, 86-ე, 861, 87-ე და 90-ე მუხლებთან“ — რა იცის მკითხველმა კონსტიტუციის მუხლები? (თანაც, კონსტიტუციას 861-ე მუხლი ნამდვილად არ აქვს). მოკლედ, ამაზე მეტი განხილვა აღარაა საჭირო, მგონი, ყველაფერი ნათლად მაქვს ჩამოყალიბებული Nodar Kherkheulidze განხილვა 17:28, 2 სექტემბერი 2012 (UTC)
"განვიარაღდი" --Maia beridze განხილვაწვლილი 17:32, 2 სექტემბერი 2012 (UTC)