პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

მიხეილ მიწერა 15:06, 9 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

მოგესალმებით! რედაქტირება

მოგესალმებით ქართულ ვიკიპედიაში! იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობა ნაყოფიერი იქნება. იმისთვის, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ, პირველ რიგში, აუცილებელია, რომ გაერკვეთ ვიკიპედიის ძირითად წესებსა და პრინციპებში. ამ წესებსა და პრინციპებს შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულებში: ვიკიპედიის წესები, დახმარების გვერდები, ვიკიპედიის მასწავლებელი, ახალი გვერდის შექმნის წესები. იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის რაიმე იქნება გაურკვეველი, შეგიძლიათ მომმართოთ ჩემს განხილვის გვერდზე ან მიმართოთ ნებისმიერ სხვა მომხმარებელს. ამას გარდა, თუ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვა ან დაგჭირდებათ დახმარება, შეგიძლიათ, ეს დაწეროთ ვიკიპედიის ფორუმში. Nodar Kherkheulidze განხილვა 15:55, 9 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

თბილისის საქალაქო სასამართლო რედაქტირება

გამარჯობა. თქვენს ახალ სტატიას „თბილისის საქალაქო სასამართლო“ გავასწორებ. შემდეგ ცვლილებები ნახეთ და უფრო გაგიადვილდებათ ვიკიპედიის წესებში გარკვევა. Nodar Kherkheulidze განხილვა 13:58, 11 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

პირველი, რაც გასათვალისწინებელია ვიკიპედიაში ურთიერთობისას, ეს არის ის, რომ საუბარი გრძელდება იქ, სადაც დაიწყო. რადგან მე თქვენ თქვენს განხილვის გვერდზე მოგწერეთ, თქვენ აქვე უნდა მიპასუხოთ — მომხმარებლები ამას ვხედავთ. აუცილებელია, რომ თქვენი ნაწერის ბოლოს არ დაგავისყდეთ ხელის მოწერა (გამოიყენეთ → ~~~~ ან რედაქტირების პანელზე არსებული ღილაკი →  .

ახლა კი, რაც შეეხება სტატიას, პირველ რიგში, აუცილებელია, რომ იგი იყოს ვიკიფიცირებული. ეს ნიშნავს იმას, რომ სტატია იყოს გამართული, მასში იყოს შიდა და გარე ბმულები. ამისთვის იხილეთ: დახმარება:ტექსტის რედაქტირება (მარტივი). აუცილებელია, რომ სტატიაში მოცემული იყოს სანდო და გადამოწმებადი წყაროები (თუმცა, უმჯობესია, ეს მაშინ გავაკეთოთ, როდესაც ტექსტის წერას მორჩებით). Nodar Kherkheulidze განხილვა 14:11, 11 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

სახელმწიფო უწყებებზე სტატიების წერისას შეგიძლიათ, მაგალითისთვის შეხედოთ ჩემ მიერ დაწერილ ამ სტატიას: კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. სტრუქტურაში უკეთ გასარკვევად, უმჯობესია, შეხვიდეთ რედაქტირებაში და უბრალოდ დააკვირდეთ სტატიის შინაგან აგებულებას — ეს ძალიან დაგეხმარებათ. Nodar Kherkheulidze განხილვა 14:49, 11 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

მადლობა ნოდარ. მგონი სწორად დავარედაქტირე: თბილისის საქალაქო სასამართლო ერთი კითხვა მაქვს: ვიკიფიცირება იმდენჯერ ჭირდება სიტყვას რამდენჯერაც წერია ტექსტში? მაგალითად საქართველოს რამდენჯერაც გამოყენებ იმდენჯერ დავლიკნო თუ მხოლოდ პირველ ჯერზე? --GeorgiaCourts განხილვაწვლილი 23:27, 14 აგვისტო 2012 (UTC) --GeorgiaCourts განხილვაწვლილი 23:28, 14 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

არა, ყოველ ჯერზე არ ჭირდება, ერთხელაც საკმარისია. Nodar Kherkheulidze განხილვა 18:48, 15 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი
გადავამოწმე სტატია და საკმაოდ კარგია, მაგრამ გასათვალისწინებელია რამდენიმე რაღაც: 1. სტატიაში არასდროს არ ვტოვებთ ხელმოწერას (~~~~); 2. ქართული ენის პუნქტიაციის წესების თანახმად, ვიყენებთ „ქვედა“ და „ზედა“ ბრჭყალებს („...“); 3. სურათებს აუცილებლად უნდა მიეთითოს ლიცენზია, წინააღმდეგ შემთხვევაში, წაიშლება. Nodar Kherkheulidze განხილვა 18:56, 15 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო რედაქტირება

სტატიაში ხელმოწერა და მაგდაგვარი სტილის ჩანაწერები არ კეთდება!.--ოთოჯი / მომწერე 15:44, 3 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი


მოგესალმებით. როდესაც ვიკიპედიაში სტატია იწერება, ის უნდა აკმაყოფილებდეს ვიკიპედიის სტანდარტებს. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იყოს ენის ზოგადი ნორმები და პრინციპები. თქვენ მიერ დაწერილ სტატიაში „ზუგდიდის რაიონული სასამართლო“ შეინიშნება რამდენიმე ხარვეზი. პირველი, რაც თვალში საცემია, ეს არის სექცია „სასამართლოს ისტორი“. ვიკიპედიაში არ არის რეკომენდირებული, რომ ინფორმაცია სტატიებში დაიწეროს ბიოგრაფიის სტილში, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ვინაიდან საქმე გვაქს სასამართლოს თავმჯდომარეებთან, ეს დასაშვებია, თუმცა გასთვალისწინებელი სტილი. „სასამართლოს ისტორიაში“ გასაკეთებელია ქვეთავი „სასამართლოს თავმჯდომარეები“, სადაც ინფომრაცია მოცემული იქნება მოცემულ სტილში. არ არის აუცილებელი, რომ ყოველ კონკრეტულ თავმდჯომარესთან დაიწეროს „ზუგდიდის სასამართლოს თავმჯდომარე იყო“.

გარდა ამისა, სტატიაში მხოლოდ ლიტერატურისა და „რესურსები ინტერნეტში“ მითითება არ არის საკმარისი. ყოველ აბზაც, წინადადებას ან ა.შ. უნდა მიეთითოს წყარო, მიუხედავად იმისა, რომ იგი შეიძლება აღებული იყოს ერთი გვერდიდან. მაგალითად, იხილეთ ჩემ მიერ დაწერილი სტატია „ქუთაისის სააპელაციო სასამართლო“ (სტატია სურათის გარეშეა, რადგან არ მოგიციათ ჩემთვის სურათების გამოყენების უფლება).

რაც შეეხება ენის ნორმებს, პირველ რიგში, ეს ეხება პუნქტუაციას, კერძოდ, თქვენ სტატიაში იყენებთ დეფისს (-), მაშინ როდესაც უნდა გამოიყენოთ ტირე (—): მაგალითად, „მოსამართლეები - დავით კეკენაძე“. ამ შემთხვევაში, გამოსაყენებელია ტირე, რამდენადაც ეს უკანასკნელი წინადადებაში გამოიყენება წინადადების გამოტოვებული წევრის ნაცვლად („არიან“), ხოლო დეფისი კი, ზოგადად, გამოიყენება სიტყვათა დასაკავშირებლად. Nodar Kherkheulidze განხილვა 07:58, 11 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო რედაქტირება

გამარჯობა. თქვენ მიერ დაწერილ ახალ სტატიაში „ზესტაფონის რაიონული სასამართლო“ ისევ იყო რამდენიმე ხარვეზი, რომლის თაობაზეც, სხვა სტატიებთან დაკავსირებით, უკვე გაცნობეთ.

სტატიის პირველ წინადადებაში არ ვიყენებთ სიტყვას „არის“, არამედ მის ნაცვლად ვწერთ ტირეს (—). ამასთან, სტატიაში, იქ, სადაც გამოსაყენებელია ტირე (—), კვლავ დეფისს (-) იყენებთ, რაც ქართული ენის პუნქტუაციის წესების დარღვევაა. გაითვალისწინეთ ისიც, რომ სტატიაში ნომრის სიმბოლოდ ვიყენებთ არა „N“ ასოს, არამედ ამისთვის სპეციალურად განკუთვნილ სიმბოლოს — „№“.

გარდა ამისა, სტატიაში მოყვანილი ყველა ფაქტი საჭიროებს დასაბუთებას. შესაბამის წინადადებას შესაბამისი თარგი ჩავუსვი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემ მიერ თქვენს ხარვეზებზე გაკეთებული შენიშვნები და სამომავლოდ ასეთი ხარვეზები აღარ დაუშვათ. Nodar Kherkheulidze განხილვა 08:57, 2 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი