პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

--ცანგალა () 10:28, 31 მაისი 2007 (UTC)პასუხი


გამარჯობათ, კატეგორია:ქართული სალიტერატურო ენის ნორმების პრობლემები - ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ შეიქმნება კატეგორია, სადაც მოთავსებული იქნება ვიკიპედიაში ქართული სალიტერატურო ენის ნორმების პრობლემური საკითხები. --ცანგალა () 11:03, 5 ივნისი 2007 (UTC)პასუხი

ასლი: გამარჯობა, ცანგალა! ნელ-ნელა ვეცნობი ვიკიპედიას. სალიტერატურო ენის ნორმების დარღვევების პრობლემის გარდა, სხვა უამრავი საკამათო და შესასწორებელი საკითხიც არის მასში.მაგალითად, დღეს დიდი კამათია მეცნიერთა შორის მეგრული და სვანური დიალექტებია, თუ ენები; განსხვავებული აზრის არსებობის შესახებ ვიკიპედიაში არაფერია ნათქვამი და მეგრული და სვანური დამოუკიდებელ, უმწერლობო ენებად არის გამოცხადებული. ამით ვფიქრობ, დარღვეულია ვიკიპედიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი. - სასურველია სესაბამის სტატიაში ორივე აზრი იყოს.

რაც შეეხება ბატონი გიორგი მარუაშვილის შენიშვნას: იგი არ შეიძლება ობიექტური იყოს, როდესაც ბ-ნი ტარიელ ფუტკარაძისა და მისი თანამშრომლების კომპეტენტურობაზე საუბრობს. - ამდაგვარი გიორგი მარუაშვილს არაფერი არ გამოუთქვამს. იგი მიესალმება თქვენი ინსტიტუტის დახმარებას.

კიდევ ერთი შენიშვნა მაქვს: "მცნება" სიტყვა ვიკიპედიაში ძალზე ვიწრო – კერძოდ მხოლოდ "პრინციპის" – მნიშვნელობით არის გამოყენებული აბსოლუტურად უმართებულოდ. უმჯობესია, დარჩეს: "ვიკიპედიის ხუთი ძირითადი პრინციპი". ჯერჯერობით მხოლოდ ვსწავლობ რედაქტირებას, ამიტომაც, რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევის თავიდან აცილების გამო, სტატიებს არ ვეხები. - როდესაც ამდაგვარი შენიშვნა-მითითება გექნებათ შეგიძლიათ სტატიის განხილვის გვერდზე დაწეროთ.

ცანგალა! ხვალ ორი საათის შემდეგ სამსახურში ვიქნები, შეგვიძლია, თან ვისაუბროთ, თანაც ვიმუშაოთ, როგორც შემომთავაზეთ! - დიდი სიამოვნებით დაგიკავშირდებით. --ცანგალა () 12:04, 6 ივნისი 2007 (UTC)პასუხი

თხოვნა

რედაქტირება

გამარჯობა მაია,

იმედია მშვიდობაა - გთხოვ, რომ ჩაიხედო კატეგორია:ქართული სალიტერატურო ენის ნორმების პრობლემები. მომავალში ამ კატეგორიაში მოვაქცევთ ვიკიპედიისთვის პრობლემურ საკითხებს და იქვე სტატიის განხილვის გვერდზე გაეცით პასუხი, რომ მომავალში სხვა მომხმარებლებმაც რომ ნახონ.--ცანგალა () 10:44, 12 ივლისი 2007 (UTC)პასუხი

დაგვიანებული პასუხი

რედაქტირება

გამარჯობა მაია, ქართულ ვიკიპედიას დასაკარგავი მომხმარებელი არ ჰყავს. კარგია, რომ შეძლებისდაგვარად დროს გამოძებნი და იმუშავებ. რაც შეეხება მეგრული ენის პრობლემას მეცნიერებებთან აქ მე უძლური ვარ. თვით მომხმარებლები უნდა შეთანხმდეთ და გადამისამართება უნდა გაკეთდეს. ხოლო სტატიაში უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი პრობლემა არსებობს მეცნიერებებს შორის. ეს ჩემი აზრია. ყველა მომხმარებელს თავისი აზრი ექნება. ჯერ სტატიის განხილვის გვერდზე ხომ არ აჯობებს რომ დაიწეროს?--ცანგალა () 09:22, 17 მარტი 2008 (UTC)პასუხი

სტატიები

რედაქტირება

გამარჯობა. უკვე არსებობს სტატიები კახეთი და სვანეთი. - Island 11:50, 21 მარტი 2008 (UTC)პასუხი

ქართული ენა

რედაქტირება

ძალიან კარგი, თუ ნეიტრალური სტატია გამოვიდა. ეს სასიხარულოა. ხოლო, რაც შეეხება მახარიას გამოჩენას. სპეციალისტები ერთმანეთს იცნობთ, ხოლო მე მაგალითად არ ვიცი. განხილვის გვერდებზე არ არის საჭირო ყველაფერზე გამოხმაურება. თუ სტატია მისაღებია ეს ხომ კარგია. სტატია თუ არსებობს მასზე მეორე სტატია არ იწერება.--ცანგალა () 15:24, 21 მარტი 2008 (UTC)პასუხი

ენა თუ დიალექტი?!

მეგრული კია ზანურის დიალექტი, მაგრამ იგი სვანურთან ერთად ქართველურ ენას წარმოადგენს. არაფერი სასწაული არ მოხდება, თუ მეგრულ ენას ვიტყვით. გერმანიაში ბავარიულად და შვაბურად მხატვრული ლიტერატურა იქმნება და ტელე და რადიო გადაცემები გადის ამ ენებზე ეთერში, მაგრამ ამით არ დანგრეულა ეს ქვეყანა. მე მგონია, არაფერი საშიში აქ არ არის, პირიქით ეს ენები საქართველოს სიმდიდრეა, თუ რათქმაუნდა საქართველოში მხოლოდ ქართლს, კახეთს და იმერეთს არ ვიგულისხმებთ და თუ ასე ვიტყვით, მაშინ თავიდანვე გამოვრიცხავთ საქართველოს ერთიანობას. ასეთი რამ კი ჯერ არცერთ მეგრელს არ წამოსცდენია. საკუთარი მემკვიდრეობისა და სიმდიდრის იგნორირების ასეთი მაგალითებიც არსებობს; იაპონლებმა თავის დროზე, ნებსით თუ უნებლიეთ გაანადგურეს აინუს ენა და დღეს ცდილობენ როგორმე გამოაცოცხლონ იგი, მაგრამ უშედეგოდ. --pirtskhalava 16:41, 21 მარტი 2008 (UTC)პასუხი

ბმულები

რედაქტირება

გამარჯობა მაია, გთხოვ ბმულები გაუკეთო სტატიებში. ეს აუცილებელია. მაგ. ქართლური - ალბათ კიდევ ბევრი ბმულის გაკეთებე შეიძლება.- რამდენიმე მე გავაკეთე. ასე უნდა გაკეთდეს ყველა სტატიაში. ბმული როგორ კეთდება? როდესაც რედაქტირებაში ხარ შენ ხედავ AB. მონიშნე სიტყვა დააწკაპუნე AB და გაკეთდებს ფრჩხილები [[...]]. სანამ ტექსტს შეინახავ, წინასწარი გადახედვას დააწკაპუნე. როდესაც ბმული წითელი იქნება არ შეგეშინდეს ე. ი. მასზე სტატია ჯერ არ არსებობს და ამიტომ არის წითელი. ბმული აუცილებლად უნდა იყოს სახელობით ბრუნვაში. რატომ? რადგან მას სტატიაზე გადავყევართ, ხოლო სტატიების სათაურები ყველა სახელობით ბრუნვაშია. წარმატებები. პ.ს. ამდენი ვწერე და ამჟამად აღმოვაჩინე ქართლური კილო, რომ სტატია არსებობს 2005 წლიდან. ამიტომ ამ სტატიაში იმუშავე. ნუ ქმნი ერთიდაიგივე სტატიეს. ახალი სტატია წაიშლება ე. ი. შენი შექმნილი. ცანგალა () 09:53, 24 მარტი 2008 (UTC)პასუხი

მაია, ხომ არ გაკეთდეს სათაური კახური - კახური კილო, გურული - გურული კილო და ა. შ:? ეს კეთდება სიტვა "გადატანა". ამ სიტყვას შენ ხედავ სულ ზემოთ, სადაც წერია, სტატია, განხილვა, რედაქტირება და ა. შ. შეგიძლია გააკეთო. მოსინჯე.--ცანგალა () 11:46, 24 მარტი 2008 (UTC)პასუხი

კახური

რედაქტირება

კახური იმიტომ წაიშალა, რომ სათაური იყო კახური, ხოლო შინაარსი კახეთზე. ამის გადამოწმება ყოველთვის შეიძლება. და ამიტომ წაიშალა, ხომ სტატია კახეთზე არსებობსო. -ცანგალა () 11:55, 24 მარტი 2008 (UTC)პასუხი

კატეგორიების შესახებ

რედაქტირება

გამარჯობა, მაგ. სტატიები აკაკი შანიძე, ქართული ენა - თვით სტატიაში უნდა ჩაწერო კატეგორიები და შემდეგ ისინი ავტომატურად მოხვდებიან კატეგორიებში. კატეგორიებს ქმნი შენ თვითონ იწყებ სტატიაში ჩაწერით, ხოლო შემდეგ თვით კატეგორიას სვამ კატეგორიაში. შენ გააკეთე და თუ რამე ისე არ იქნება კვლავ გეტყვი.--ცანგალა () 12:28, 26 მარტი 2008 (UTC)პასუხი

შოთა ძიძიგური, ქეთევან ძოწენიძე - ჯერ სტატიები უნდა დაიწეროს და სტატიებში უნდა ჩაიწეროს კატეგორიები. რის შემდეგ ავტომატურედ ჩაჯდება შენს სასურველ კატეგორიაში.--ცანგალა () 12:47, 26 მარტი 2008 (UTC)პასუხი

ენა თუ დიალექტი?!

მოგესალმებით მეც. უკვე შევეცადე თქვენთან შეხმიანება, მაგრამ რაღაც სადღაც არასწორად ჩავწერე და მხოლოდ ახლა ვახერხებ პასუხის გაცემას.

სასიამოვნოა კოლეგასთან ამ საკითხზე საუბარი. თქვენსავით მეც ენათმეცნიერებაში ვმუშაობ, პროფესიით ვარ გერმანიტი და სლავისტი, მაგრამ არც თქვენ ხართ ზანური ენის, ან მისი დიალექტების მკვლევარი და არც მე. რამდენადაც ვიცი, ქუთაისში ძირითადად იმერულ დიალექტს იკვლევენ...

- პრინციპულად ვერ დავეთანხმები თქვენს არგუმენტაციას; გერმანულ ენებს და დიალექტებს რაც შეეხება, რბილად რომ ვთქვათ, ეს საკითხიც ინტერპრეტატორის გუნება–განწყობაზე "მოჭრილ–გაკერილად" გამოიყურება.

თუ ეს საკითხი ამგვარ პოლიტიკურ ვნებათაღელვასათანაა დაკავშირებული, ნუ გავაგრძელებთ ვიკიზეკამათს... არც მე არ გახლავართ ენათმეცნიერული პრობლემატიკის "გახალხურების" მომხრე. იქნებ გამოხვიდეთ ჩემთან კონტაქტზე ელ–ფოსტით. ერთს კი მაინც გეტყვით ყველას გასაგონად: მეგრულს ზანურის კილოს დაარქმევენ ქუთაისელი თუ ბათუმელი ენათმეცნიერები, თუ უბრალოდ მეგრულს, საქართველოში ქართველური ენების გაქრობის საშიშროება არსებობს – ქვემო სვანეთში სვანურად თითქმის აღარავინ საუბრობს (ყოველ შემთხვევაში ბავშვები უკვე აღაო საუბრობენ ამ ენაზე.) ამდენად მიმაჩნია ამპრობლემას სახელმწიფო მზრუნველობა სჭირდება და არა მიჩუმათება. როგორც გითხარით, თუ სურვილი გაქვთ დისკუსია ელ–ფოსტაზე გადავიტანოთ... გმადლობთ

--pirtskhalava 23:41, 26 მარტი 2008 (UTC)

სტატიების შესახებ

რედაქტირება

გამარჯობა მაია, გთხოვ ერთ სტატიაში ორ თემას ნუ წერ, სტატიები გაყავი ე. ი. ლივანა- ლივანური კილო, საქართველო - ქართული ენა, იმერეთი - იმერული კილო და ა. შ. ორი სტატია იქმნება, რომლებიც ბმულებით ერთმანეთთან გადადიან.--ცანგალა () 08:43, 2 აპრილი 2008 (UTC)პასუხი

ბმულები აუცილებლად სრულად უნდა დაიწეროს სახელი და გვარი და არა მარტო ინიციალები. არნოლდ ჩიქობავა და არა არნ. ჩიქობავა. ვახუშტი ბატონიშვილი და არა მხოლოდ ვახუშტი. ბმული რას ნიშნავს? ე. ი. თუ სტატია არსებობს მასზე გადაგვიყვანოს. ხოლო სტატიების სათაური ინიციალებით არ იქმნება. აქედან გამომდინარე სრულად უნდა დაიწეროს ბმულებიც. არნოლდ ჩიქობავა, ვახუშტი ბატონიშვილი შენ ხედავ რომ ბმული ლურჯია ე. ი. მათზე სტატია არსებობს, ხოლო მარტო ინიციალებით ჩანს რომ სტატია არ არსებობს და ბმული წითელია. წარმატებები.ცანგალა () 08:55, 2 აპრილი 2008 (UTC)პასუხი

რაიონი თუ ვილაიეთი თუ პროვინცია

რედაქტირება

ასეთი შეკითხვა მაქვს ჩამონათვალი მურღულის რაიონი, ბორჩხის რაიონი და ართვინის რაიონი როგორც რაიონი უნდა დაიწეროს თუ როგორც ვილაიეთი. ე. ი. ართვინის რაიონი თუ ართვინის ვილაიეთი (ქსე, ტ. 1, გვ. 563, თბ., 1975 სტატია ართვინი) ან რამე სხვა სახელი იხმარება. მაგ. ინგლ, გერმ. ვიკიპედიები პროვინციას უწოდებენ. თუ გაგების საშუალება გაქვს კარგი იქნება. --ცანგალა () 10:21, 2 აპრილი 2008 (UTC)პასუხი

გამარჯობა, სტატიასა და მრავალმნიშვნელობის გვერდს შორის არის განსხვავება. ამიტომ სტატია მრავალმნიშვნელობის გვერდზე სტატია არ იწერება, არამედ უნდა შექმნა სტატია. ხოლო მრავალმნიშვნელობის გვერდზე უნდა დაუმატო კიდევ ერთი მნიშვნელობა (მაგალითები ეწერა). გასასწორებელია. არსებობს სტატია შავშეთი. შავშეთ-იმერხევი კიდევ სხვა მხარეა. გთხოვ გადახედო. მრავალმნიშვნელობის გვერდი გასწორდა. მადლობა.--ცანგალა () 10:23, 17 ივნისი 2008 (UTC)პასუხი

გამარჯობა მაია, ნათიას უკვე მივწერე. იქნებ ენის პორტალი ნახო პორტალი:ენა. ენების სახელები უნდა გადამოწმდეს და ენათმეცნიერების სახელების მართებულობა. მადლობა --pirtskhalava 15:31, 4 სექტემბერი 2008 (UTC)პასუხი

21.05.09

რედაქტირება

თქვენ და თქვენი თანამშრომლები ყველა თავისუფალნი ხართ. ვიკიპედია ეს თავისუფალი ენციკლოპედიაა. გაქვს დრო იმუშავებ, არ გაქვს დრო და არ იმუშავებ. ეს სავალდებულო არ არის. --ცანგალა () 12:58, 21 მაისი 2009 (UTC)პასუხი