მომხმარებლის განხილვა:ITshnik/არქივი 8

ბოლო კომენტარი: 12 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა ITshnik თემაში ჯუმბერ ბოლქვაძისაგან

წლის ვიკიპედიელი -

  წლის ყველაზე ხარისხიანი სტატიების ავტორი
ძვირფასო გიორგი! თქვენ გაიმარჯვეთ 2011 წლის „წლის ვიკიპედიელის“ კონკურსში ნომინაციაში „წლის ყველაზე ხარისხიანი სტატიების ავტორი“! --Melberg; 15:05, 1 იანვარი 2012 (UTC)პასუხი
)— G.G. 06:30, 2 იანვარი 2012 (UTC)პასუხი

შპს /ადითი/ ჩოხატაურის მენეჯერის არასწორი მენეჯმენტი და მართვა,უუნარობა და და უკვე შედეგი

  31 დეკემბერს 15 სათზე შპს ,ადითი,ჩოხატაურის საავადმყოფოს სხდომათა დარბაზში გაიმართა მედიკოსების შეკრება,სადაც უნდა გარკვეულიყო საკონტრაქტო პირობების დარღვევის მიზეზები: გამოწერილი გაურკვეველი დაკლებული ხელფასების არ დარიგება, სავადო პირობების კატასტროფული გადაცილებით,სამუშაო პირობების

გაუმჯობესების ტყუილი დაპირებები,მოსალოდნელი ოპტიმიზაციის შედეგად მოხდებოდა თუ არა ხელფასების მომატება,რომელსაც პირდაპირ უკავშირებდნენ მის განხორციელებას....რაზედაც მინიმუმ პასუხი უნდა გაეცა მენეჯერს

 მენეჯერმა ბატონ თ.კოროშინაძემ კი სცადა პრობლემების მოგვარება თავის არიდებით ,ბოდიშობით და უუნარობით,რაც გულისხმობდა,რომ მას არეფერი შეუძლია და არაფერს ეკითხებიან გადაწვეტილების დროს.....და პირდაპირ დაიწყო იმ სიის გამოცხადება ვისაც ცენტრალურმა ოფისმა ხელშეკრულება დაუდო,რის შემდეგ უფრო ნათელი გახდა მენეჯერის უუნარობა,უპრინციპობა,რომ მან, ადგილობრივი საჭირბოროტო პრობლემებისა მიტანა და საჭირო კადრის დაცვა ვერ მოახერხა....
 სიის გამოცხადების შემდეგ  ნათელი გახდა კერძო ინტერესი და არაობიექტურება,გათავისუფლებული კადრის მიუხედავად ცნობილი გახდა,რომ ხელფასი კიდევ უფრო შეუმცირდა დარჩენილ მედიკოსებს,მომატების ნაცვლად. დარბაზში მომხდარ ფაქტებზე რეაქცია განვითარდა მწვავედ,რასაც მოყვა ყველა თანამშრომლის საპროტესტო 

აქციები გაფიცვები 3იანვრიდან და მოთხოვნები აღიძრას სისხლის სამართლის საქმე მომხდარ დარღვევებზე და ფაქტებზე.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 149.3.41.13 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

ვუპასუხე მომხმარებლის განხილვის გვერდზე.— G.G. 09:45, 2 იანვარი 2012 (UTC)პასუხი

საახალწლო ლოგო

საახალწლო ლოგო არ დავაბრუნოთ ჩვეულებრივზე?--ცანგალა () 12:36, 10 იანვარი 2012 (UTC)პასუხი

უკვე მიგიღია პასუხი  G.G. 06:04, 18 იანვარი 2012 (UTC)პასუხი

თხოვნა

გამარჯობა, გიორგი. ერთი ამ ცვლილებებს გადახედე: 1 და 2. ვიღაცამ გვერდები ქართული სახელწოდებიდან ინგლისურზე გადაიტანა. მგონი, არასწორი მოქმედებაა. ნახე და, თუ რამეა, გაასწორე. მე ვერ ვერკვევი ამ სფეროში   Nodar Kherkheulidze განხილვა 15:06, 15 იანვარი 2012 (UTC)პასუხი

ჩემი აზრით, საერთოდ თავხედური ქმედებაა. მით უმეტეს, თუ ის უცხო ვიკიპედიის მონაწილეა, მისი საქმე არ არის, აქ როგორ და რანაირად დაწერენ სტატიებს სათაურებს. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:33, 15 იანვარი 2012 (UTC)პასუხი
მე მისი განხილვის გვერდზე თარგი {{გამარჯობა}} რომ დავინახე, აქაური მეგონა და {{ვანდალი}} მივეცი. მერე კარგად დავაკვირდი მის ქმედებებს და მივხვდი, რომ აქაური არ იყო. Nodar Kherkheulidze განხილვა 15:36, 15 იანვარი 2012 (UTC)პასუხი
იგივე გააკეთა ლედი გაგაზეც. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:37, 15 იანვარი 2012 (UTC)პასუხი
ვფიქრობ, რომ შეგვიძლია მისი სამუდამოდ დაბლოკვა. მიზეზი აქ არის. ცნობილი გასტროლიორია. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:43, 15 იანვარი 2012 (UTC)პასუხი

ბოდიში პასიურობისათვის. ობიექტური მიზეზი მქონდა. თუ ამ დრომდე რომელიმე საკითხი საჭიროებს ჩემს ყურადღებას, ქაღალდსა და მელანს ნუ დაიშურებთ :) — G.G. 18:28, 17 იანვარი 2012 (UTC)პასუხი

გილოცავთ

ვიკიპედიელების სახელით სულითა და გულით გილოცავ დაბადების დღეს. პირველ რიგში გისურვებ ჯანმრთელობას, მრავალ ენერგიას პირად ცხოვრებაში ბედნიერების, სიკეთის და სიხარულისთვის, ხოლო ვიკიპედიელები შენი დაუღალავი შრომით ყოველთვის გაგვახარე. საუკეთესო სურვილებით --ცანგალა () 07:21, 18 იანვარი 2012 (UTC)პასუხი

მეც გილოცავ და გისურვებ წარმატებებს როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე ვიკიშიც  --David   07:51, 18 იანვარი 2012 (UTC)პასუხი
გიერთდებით სულითა და გულით. წარმატებები გიო. --ჯაბა ლაბა 07:59, 18 იანვარი 2012 (UTC)პასუხი
გილოცავ გიორგი, წარმატებებს გისურვებ! --მიხეილ   (მიწერა) 08:32, 18 იანვარი 2012 (UTC)პასუხი
ვუერთდები, გილოცავ გიო, წარმატებებს გისურვებ. – BruTe () 09:24, 18 იანვარი 2012 (UTC)პასუხი
გილცოავ დაბადების დღეს!--Melberg; 09:26, 18 იანვარი 2012 (UTC)პასუხი

გილოცავ გიო, მრავალს დაესწარი. წარმატებები,--ოთოჯი / მომწერე 09:40, 18 იანვარი 2012 (UTC)პასუხი

მრავალს დაესწარი!  --Rastrelli F 17:46, 18 იანვარი 2012 (UTC)პასუხი

უღრმესი მადლობა ყველას!— G.G. 07:03, 19 იანვარი 2012 (UTC)პასუხი

შეგიძლია აღდგენა

განხილვა:ბაკინგემის სასახლე - ძველი ტექსტის აღდგენა შეგიძლია?--ცანგალა () 18:11, 25 იანვარი 2012 (UTC)პასუხი

ამ ვერსიას გულისხმობ?— G.G. 19:30, 26 იანვარი 2012 (UTC)პასუხი

თარგების და კატეგორიის შექმნა

გამარჯობა, მომხმარებლის გვერდზე ვნახე რომ თარგების შექმნა იცით, ამიტომ გადავწყვიტე რომ თქვენთვის მომეცა ეს შეკითხვა.

  1. როგორ შევქმნა თარგები?
  2. როგორ შევქმნა კატეგორიები?

მადლობ.  --ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 14:16, 28 იანვარი 2012 (UTC)პასუხი

გამარჯობა. ჯერ მეორე შეკითხვაზე გიპასუხებთ: კატეგორია სტატიის ბოლოს, ენათშორისი ბმულების წინ ჯდება, შემდეგი სახით:
[[კატეგორია:მაგალითი]]
სიტყვა „მაგალითის“ ნაცვლად სასურველი კატეგორიის სახელს ჩაწერთ. გაითვალისწინეთ: შესაძლოა, უკვე არსებობდეს შესაფერისი კატეგორია. თუ არ არსებობს, სტატიის ბოლოს იგი წითლად გამოჩნდება. ეს რაც შეეხებოდა სტატიისთვის კატეგორიის მითითებას, შექმნა ხდება ზემოთნახსენებ წითელ ბმულზე გადასვლით. აუცილებელია, კატეგორია შეიცავდეს მის ზედა კატეგორიას, ანუ კატეგორიას, რომელშიც შევა შესაქმნელი კატეგორია. ასეთი, შესაძლოა რამდენიმეც იყოს. მათი მითითება ისევე ხდება, როგორც სტატიაში. სასურველია, თუ კატეგორიას დაურთავთ ენათშორის ბმულებსაც. შესაძლებელია ასევე ძებნაში ჩაწეროთ სასურველი კატეგორიის სახელი „კატეგორია:მაგალითის“ სახით და ასე შექმნათ, თუმცა, ამ შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ცარიელი კატეგორიები იშლება. რაც შეეხება თარგების შექმნას, მათი შექმნა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე კატეგორიების. ამ ეტაპზე, თუ კონკრეტულად რომელიმე თარგის შექმნა გსურთ, რომელიც არ არსებობს, გვთხოვეთ თარგების რედაქტორებიდან ერთ-ერთს. ვეცდებით დაგეხმაროთ. სასურველია, თუ თხოვნაში მიუთითებთ უცხოენოვან ანალოგსაც. თარგები მათემატიკასავითაა, ზოგი მალევე ითვისებს, ზოგიც წლობით მუშაობს ვიკიპედიაში და კვლავ უჭირს ან საერთოდ არ გამოსდის. საჭიროა ასევე საბაზო HTML-ის და პარსერფუნქციების ცოდნა, ასევე CSS-ის, თარგს გააჩნია. ასე რომ მეტი იმუშავეთ ვიკიში და დააკვირდით თარგების სტრუქტურას მათ რედაქტირებაში შესვლით (მაგრამ არაფერი შეცვალოთ იქ, თუ სრულიად დარწმუნებული არ ხართ), რა ფუნქციას ასრულებს თარგი და რა კოდი წერია. — G.G. 16:09, 28 იანვარი 2012 (UTC)პასუხი

თხოვნა

განხილვა:გერმანიკული ენები - ვერ აღვადგინე. უნდა იყოს გერმანიკული ენები.--ცანგალა () 20:39, 30 იანვარი 2012 (UTC)პასუხი

  თხოვნა შესრულებულია.— G.G. 15:23, 31 იანვარი 2012 (UTC)პასუხი

როგორ ფიქრობ

სალამი, გიორგი. როგორ ფიქრობ, რისი ბრალია. The Dark Side of the Moon-ში მოსმენის ნიმუში მიდევს. არ ვიცი შენს რეზოლუციაზე როგორ არის, მაგრამ ჩემს ეკრანზე სიმღერის ნიმუში ფარავს ტექსტის ნაწილს. რისი ბრალი შეიძლება იყოს, ხომ ვერ დაადგენდი? --Henry McClean განხილვაწვლილი 13:00, 10 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი

სამი ბრაუზერით გავხსენი (ოპერა, ქრომი და ფაირფოქსი), მაგრამ არცერთში ტექსტზე არ გადადიოდა. შემდეგ რეზოლუციას დავუკელი 800:600-მდე და გადავიდა მენიუზე (სექცების სია რომაა, მას ჩვეულებრივი ტექსტისგან განსხვავებული სტრუქტურა აქვს). ეს კი იმით იყო გამოწვეული, რომ ხმის ნიმუშის დაფა თავშივე იყო ჩასმული, ალბომის ინფოდაფის, დამატებითი ყდისა და პროფესიონალური შეფასებების (ყველა მარჯვენა მხარეს) შემდეგ, მარცხენა მხარეს, სადაც პირველი და ერთადერთი თარგია ეს და ამიტომ სადაც მოუხვდებოდა, იქ სვამდა. სექციაში გადავიტანე. წესით, აღარ უნდა დაეფაროს. — G.G. 17:25, 10 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი
ჰო ჩემთან ჯერ ეფარება. 1366x768. კარგი, ეგ არაფერია, მთავარია, ყველასთან არ ქნას. მაგიტომ მაინტერესებდა. მადლობა! --Henry McClean განხილვაწვლილი 17:30, 10 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი
მე უფრო დაბალი რეზოლუცია მქონია: 1280X720. ჩემ კომპს 1440x900-ზეც შეუძლია, მაგრამ ვერ ვეგუები 16:9-ზე რომ არაა  .— G.G. 06:06, 11 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი

სახალისოდ

თავის Facebook-ის გვერდსაც სვამდა და მერე იმ გვერდზე შევედი და :D ერთ პოსტში ეწერა - ჩვენი დაწერილი სტატია ვიკიპედიაზეო :D აქაო და ნახეთ რა მაგარი ვარო. ბავშვები არიან მოკლედ. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:18, 12 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი

ჰო, ვნახე. ანეტზე წერდა მაგას. ბავშვი შეიძლება იყო ვიკიში, მაგრამ ნორმალურად წერდე  G.G. 16:17, 12 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი

მე მგონია, ეს სალისალი თავის თავზე რომ დაწერა, 'სალკა ხინტკირია', ეგაა :D --Henry McClean განხილვაწვლილი 15:00, 15 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი

მალე შევიტყობთ. :) — G.G. 15:04, 15 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი

აბბა

გიორგი, როგორ ფიქრობ - „აბბა-ს“ თუ პირდაპირ „აბბას“? ხომ ვწერთ „მეტალიკის“ პირდაპირ. --Henry McClean განხილვაწვლილი 11:13, 16 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი

ვფიქრობ, აბრევიატურები (თუ რაც არის) საერთოდ არ უნდა გადმოვიტანოთ ეროვნულ ანბანზე. შესაბამისად, „ABBA-ს“.— G.G. 14:34, 16 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი
აბა მაშინ გადასატანია საერთოდ ეგ სტატია. შეგიძლია ითავო ეგ (ძირითადი სტატია მაინც)? სხვათა შორის, Awb-ს მომხმარებელთა სიიდან ამოშლილი ვარ (ეტყობა ახალი მომხმარებლის სახელია შესატანი) და შეგიძლია გამახსენო, ვის ევალება ეგ? --Henry McClean განხილვაწვლილი 18:56, 16 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი
მაგ სტატიას მივხედავ. AWB-ს მომხმარებელთა სიაში დამატებული ხარ.— G.G. 19:01, 16 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი
დიდი მადლობა, გიორგი, ყველაფრისთვის. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:40, 16 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი
არაფრის, ჰენრი. მე ვაპირებდი აბბა-ს ჩანაცვლებას მანდაც და სხვა სტატიებშიც, მაგრამ .Net და AWB მქონია დასაყენებელი. ეგ ყველაფერი რომ გავაკეთე, უკვე გაკეთებული გქონდა. :}— G.G. 19:49, 16 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი

თხოვნა

სალამი გიო. ეხლა ტარგი რომ შევქმენი რაღაც პრობლემა აქვს, როცა დრო და სურვილი გეკნება იქნებ მოუხერხო რამე.--ოთოჯი / მომწერე 12:49, 19 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი

ამას გულისხმობ? მივხედავ ცოტა ხანში.— G.G. 12:55, 19 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი
კი--ოთოჯი / მომწერე 12:56, 19 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი
  გაკეთდა. თუ სტატიის შექმნას სათაურით „მონბლანის მასივი“ არ აპირებ, |სათაური = [[მონბლანის მასივი]] აქ კვადრატული ფრჩხილები შეგიძლია მოხსნა.— G.G. 16:03, 19 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი
მადლობა დახმარებისთვის. კი ვაპირებ :)--ოთოჯი / მომწერე 16:05, 19 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი
არაფრის :)— G.G. 16:13, 19 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი

ულიცენზიო

რაღაც ულიცენზიო ფაილებია კიდევ. ჩავუწერე ავტორს რომ წაიშლება, მაგრამ 0 რეაქცია. --Henry McClean განხილვაწვლილი 08:23, 28 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი

  წაიშალაG.G. 15:50, 28 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი

კენჭისყრა

გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში მომხმარებლის პირადი განხილვის დაცვის შესახებ. Deu. 08:02, 1 მარტი 2012 (UTC)პასუხი

მივიღე მონაწილეობა.— G.G. 14:12, 1 მარტი 2012 (UTC)პასუხი

იენ

სალამი, გიორგი. წეღან Deep Purple-ს ერთ სტატიაში ჩავასწორე რაღაც და მერე დამარტყა, რომ არასწორად წარმოვთქვამთ 'იანს'. სინამდვილეში არის „იენ“ (ანუ იენ გილანი). იენ ანდერსონი ამის მაგალითია და საერთოდ, ინგლისურად იენს წარმოთქვამენ, იან შემოსულია საბჭოთა დროიდან და რუსულიდან. იქაურ ვიკიშიც ჭკუა ისწავლეს და „იენი“ ჰქვია. ალბათ სწორი იქნება, რომ გადავიტანო, არა? --Henry McClean განხილვაწვლილი 09:46, 3 მარტი 2012 (UTC)პასუხი

ქართულში იან გილანი ზედმეტადაა დამკვიდრებული და არა მგონია შეიცვალოს, ყველა ასე იცნობს. თუმცა, თუ სწორი იენია, არ ვიცი, ალბათ ჯობია გავასწოროთ... Deu. 09:52, 3 მარტი 2012 (UTC)პასუხი
ამ შემთხვევაში ზედმეტად არასწორი გამოდის და უნდა დაექვემდებაროს პრინციპებს. ნახევარი საქართველო ზეპელინს 'ზეპელინგს' უწოდებს და ამის გამო ხომ ნამდვილად არ გადავარქმევთ სახელს :) --Henry McClean განხილვაწვლილი 10:17, 3 მარტი 2012 (UTC)პასუხი
გავასწოროთ.— G.G. 20:20, 3 მარტი 2012 (UTC)პასუხი
დამავიწყდა მომეწერა - მადლობა პასუხისათვის აქ. --Henry McClean განხილვაწვლილი 20:16, 6 მარტი 2012 (UTC)პასუხი
რის მადლობა, მთავარი საქმე შენ გააკეთე მაინც. :) — G.G. 07:00, 7 მარტი 2012 (UTC)პასუხი

სტატიების გაერთიანება

გამარჯობა გიო. ერთი თხოვნა მაქვს ჩემი ორი სტატია თავისი წვლილით იქნებ გააერთიანო ეკვადორის პროვინციები და ეკვადორის ადმინისტრაციული დაყოფა, წესისამებრ ძველი დატოვე, ვიზუალურად კი მე მგონი პირველი ჯობია. --ჯაბა ლაბა 17:44, 5 მარტი 2012 (UTC)პასუხი

  გაკეთდა იმედია, ასე გინდოდა :)— G.G. 14:06, 6 მარტი 2012 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა გიო. სწორად გამიგე, მასე მინდოდა. --ჯაბა ლაბა 14:10, 6 მარტი 2012 (UTC)პასუხი

მომხმარებლის გვერდი

გამარჯობა გიორგი, შეიძლება რომ ჩემი მომხმარებლის გვერდი ისე დავიცვა (არა განხილვა, მარტო მომხმარებლის გვერდი) რომ მარტო დარეგისტრირებულებს შეეძლოთ რედაქტირება? (ვიცი რომ მე ეს არ შემიძლია, შენ რომ დაადო ბლოკი).--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 17:30, 6 მარტი 2012 (UTC)პასუხი

შეიძლება,   გაკეთდაG.G. 20:12, 6 მარტი 2012 (UTC)პასუხი

მადლობა.--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 09:45, 7 მარტი 2012 (UTC)პასუხი

განხილვის დაარქივება

სალამი, მადლობ რომ დამეხმარე ჩემი გვერდის დაცვაში, ეხლა კიდევ ერთი თხოვნა მექნება: მინდა რომ ჩემი განხილვა დავაარქივო და შეგიძლია დამეხმარო? მე არ ვიცი როგორ უნდა.--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 17:09, 9 მარტი 2012 (UTC)პასუხი

იხილე ვპ:არქივი. თუ რამეს ვერ გაიგებ, სიამოვნებით დაგეხმარები. — G.G. 17:19, 9 მარტი 2012 (UTC)პასუხი
აბა ნახე რა გავაკეთე ბოლო ცვლილებებში სწორედ მაქვს?--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 17:27, 9 მარტი 2012 (UTC)პასუხი

რაღაც ნამდვილად ამერია ამჟამინინდელ განხილვაზე.--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 17:28, 9 მარტი 2012 (UTC)პასუხი

ცვლილებებში ნახე რა შევასწორე და შემდეგისთვის გაითვალისწინე. ძირითადი ნაწილი სწორად გააკეთე  .17:33, 9 მარტი 2012 (UTC)
მივხვდი ყველაფერს, დიდი მადლობა.--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 17:34, 9 მარტი 2012 (UTC)პასუხი

თარგების შექმნა

გამარჯობა, მადლობა რომ ჩემი წინა თხოვნებიზე დამეხმარე, და კიდე ერთი შეკითხვა მექნება: თარგების შექმნის სწავლა მინდა და რას მირჩევ? სადმე ვიკიპედიაზე ხომ არ დევს ინსტრუქციები ან რამე მასეთი?--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 20:51, 10 მარტი 2012 (UTC)პასუხი

ქართულში ნამდვილად არაფერია ამასთან დაკავშირებით. რჩევით კი... თუ ლოგიკურ-მათემატიკური აზროვნება გაქვს, ცოტა პროგრამირების (HTML, CSS, JAVA) საფუძვლებიც იცი, პარსერფუნქციები უნდა შეისწავლო. დანარჩენი თავად უნდა მიხვდე: რა წერია და რას აკეთებს პრინციპით.
სასარგებლო ბმულები: თარგები, შექმნა და გამოყენება, პარსერფუნქციების შესახებ, პარსერფუნქციები თარგებში, ჯადოსნური სიტყვები. სულ ესაა, რითაც დახმარება შემიძლია. — G.G. 06:16, 11 მარტი 2012 (UTC)პასუხი
სანამ კარგათ შევისწავლი, ახალი თარგი რომ შევქმნა: სხვა თარგი გამოვიღო და რომ დავარედაქტირო შეიძლება?--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 09:45, 11 მარტი 2012 (UTC)პასუხი
საკუთარი სავარჯიშო გამოიყენე. შეგიძლია გააკეთო მომხმარებელი:Nika1010/თარგისსავარჯიშო და შესაბამისი მომხმარებელი:Nika1010/თარგისსავარჯიშო/ინფო (ინფოგვერდი დოკუმენტაციისათვის გამოიყენება, როგორც წესი, ანუ თარგის გამოყენების ინსტრუქციისათვის). პირდაპირ თარგის შექმნას არ გირჩევდი. მე პირადად კაი ხანი ვერ ვბედავდი და დღესაც კი ზოგი თარგი არ გამომდის. --Henry McClean განხილვაწვლილი 09:58, 11 მარტი 2012 (UTC)პასუხი
მაგრე მოვიქცევი, კარგი რომ გამომივა (თუ), პირდაპირ თარგს შევქმნი.--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 10:00, 11 მარტი 2012 (UTC)პასუხი

ამაზე რას იტყვი? ნორმებს აკმაყოფილებს?--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 10:37, 11 მარტი 2012 (UTC)პასუხი

მშვენიერია. არ დაგავიწყდეს მერე კატეგორიების გაწერა. --Henry McClean განხილვაწვლილი 10:53, 11 მარტი 2012 (UTC)პასუხი
შევქმნა როგორც თარგი?--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 11:00, 11 მარტი 2012 (UTC)პასუხი

ლიცენზია

აქ იქნებ გამომისწორო ლიზენზიის შესახებ ინფორმაცია,რათა სურათი არ წამეშალოს.--George-09 განხილვაწვლილი 17:36, 11 მარტი 2012 (UTC)პასუხი

გამარჯობა. შედი ფაილის რედაქტირებაში, ამოშალე იქიდან ყველაფერი, ჩასვი თარგი {{ლოგო}} და შეავსე. ანუ, უნდა გადაიტანო და შეავსო ყველა ველი მოცემულ მაგალითში:

{{ლოგო |წყარო= |თარიღი= |ავტორი= |ნაწილი= |სტატია= }}

ამას, როგორც წესი, ფაილის ამტვირთველი აკეთებს ატვირთვისას. თუ სირთულეებს წააწყდები, მე გავაკეთებ, მაგრამ უკეთესია, თუ ისწავლი. წარმატებები.— G.G. 17:40, 11 მარტი 2012 (UTC)პასუხი

ინსტრუქციები წაიკითხე--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 17:56, 11 მარტი 2012 (UTC)პასუხი

bodyclass = hlist

bodyclass = hlist - ეს დიდი ხანია გაჩნდა ინგლისურენოვან ნავდაფებში (მუსიკოსების და მგონია, ზოგადად). ჩვენთან არ მუშაობს.

დაახლოებით ასეთი რაღაცაა. მაგალითად წერ:

| above =
* '''[[A. J. McLean]]'''
* '''[[Howie Dorough]]'''
* '''[[Brian Littrell]]'''
* '''[[Nick Carter (musician)|Nick Carter]]'''

და ავტომატურად ერთმანეთისაგან დაყოფილებს აკეთებს ნავდაფაში. ვინაიდან ძირითადად ყველა ნავდაფას იქიდან ვაკოპირებთ, თუ ეს hlist არ იმუშავებს, ხელით უნდა ჩავაკოპიროთ, ვთქვათ {{•w}}-ები და ისე დავყოთ, ამ hlist-ით კი ძალიან იოლია. არის რამე ვარიანტი, რომ ავამოქმედოთ ჩვენთან ეს bodyclass? --Henry McClean განხილვაწვლილი 12:31, 21 მარტი 2012 (UTC)პასუხი

ხვალ ვნახავ, რისი გაკეთება შეიძლება.— G.G. 20:29, 21 მარტი 2012 (UTC)პასუხი
კარგი, თუ შესძლებ. იმიტომ რომ მერე ახალ ახალ თარგების გადმოკოპირებისას გაგვირთულდება. --Henry McClean განხილვაწვლილი 20:40, 21 მარტი 2012 (UTC)პასუხი
ხელის შეშლა არ მინდა. რას ვფიქრობდი - ეს bodyclass-ები იქნებ უბრალოდ არ არის ჩვენთან ჩართული? ანუ ეს კონკრეტული hlist ისეთი bodyclass ხომ არ არის, რომელიც მხოლოდ ინგლისურენოვანში (ვთქვათ) აქვთ გააქტიურებული? --Henry McClean განხილვაწვლილი 10:03, 22 მარტი 2012 (UTC)პასუხი
ვნახოთ.— G.G. 10:06, 22 მარტი 2012 (UTC)პასუხი

სხვათა შორის, ისიც არის დასალაგებელი - ნავდაფა მუსიკოსი და Navbox Musical Artist ერთი და იგივე უნდა გახდეს, ახლა კი სხვადასხვაა, თან Navbox Musical Artist უფრო მუშაობს, ვიდრე ნავდაფა მუსიკოსი. --Henry McClean განხილვაწვლილი 11:43, 22 მარტი 2012 (UTC)პასუხი

იმას მივაგენი, ერთ ხაზზე რომ დალაგდეს, ახლა მცირე დეტალებიღაა დასასწორებელი.— G.G. 11:54, 22 მარტი 2012 (UTC)პასუხი
ჰო ამ შრომაში არც ვიცი, როგორი მედალი გადმოგცე, გიორგი. ისე ალბათ მივხედავ მერე დალაგებას. ის 'ნავდაფა მუსიკოსი' უმოქმედოა, მაგრამ მაგაზე უნდა იქნას გადატანილი Navbox Musical Artist, მერე უნდა მილაგდეს რაღაცეები. ინსტრუქციებიც სათარგმნელია. ალბათ ამ ყველაფერს მივხედავ შემდეგ ჯერზე. --Henry McClean განხილვაწვლილი 12:13, 22 მარტი 2012 (UTC)პასუხი
ჰო, მივხედავ მაგათაც. :) — G.G. 12:15, 22 მარტი 2012 (UTC)პასუხი

bodyclass = hlist   გაკეთდა. იხ. თარგი:მეტალიკა. დღეისთვის აქ შევჩერდები. — G.G. 18:02, 22 მარტი 2012 (UTC)პასუხი

სიტყვები ვერ აღწერს მადლიერებას ნამდვილად, თან ამდენი გიწვალია. ისე დავაკვირდი, ცენტრშია group-ების ველების წარწერები და პრინციპში მომწონს ეგეც. --Henry McClean განხილვაწვლილი 18:05, 22 მარტი 2012 (UTC)პასუხი
მარტო თარგებში არ იყო საქმე, Common.css-შიც დასჭირდა გარკვეული კოდების ჩამატება. ერთი შეკითხვა: ნავდაფაში პარამეტრები რა ენაზე იყოს? ინგლისურად თუ ქართულად? თარგების დალაგებისთვის ვკითხულობ. ქართული უმჯობესია, იმიტომ რომ ქართულია :) მაგრამ შექმნა გართულდება. მგონია, შესაძლებელი უნდა იყოს ჰიბრიდული ვარიანტიც. — G.G. 18:22, 22 მარტი 2012 (UTC)პასუხი
რომ შეიცვალოს და მერე awb არ გვიშველის, რომ დავუაროთ თარგებს? --Henry McClean განხილვაწვლილი 19:03, 22 მარტი 2012 (UTC)პასუხი

მოკლედ, ახლა ვნახე, რომ თარგი:Navbox Musical artist-ზე თარგების გარკვეული რაოდენობა დალინკულია, ვინაიდან მაგ თარგს არ ეწერა კატეგორიაში 'მუსიკოსების თარგები' და ამიტომ awb-ს არ აღმოუჩენია გუშინ. კატეგორიებს გავუწერ და დაემატება იმ სამუშაოს, რაც შესასრულებელია, მაგრამ ნელ ნელ მივყვები. --Henry McClean განხილვაწვლილი 09:43, 25 მარტი 2012 (UTC)პასუხი

მეტალიკის შემადგენლობა

დასათაურება ჩემია. გ.შ.

გიორგი, მეტალიკის_შემადგენლობა და მასში თარგი რომ არის, თარგი:მეტალიკის წევრები, გვჭირდება საერთოდ? მთავარ სტატიაში ხომ არის უკვე წლებიც გაწერილი და ყველაფერი? --Henry McClean განხილვაწვლილი 11:15, 25 მარტი 2012 (UTC)პასუხი

მართალი ხარ. მთავარ სტატიაში ყველაფერია. წავშლი.— G.G. 12:01, 25 მარტი 2012 (UTC)პასუხი

ნავდაფა მუსიკოსი - ბოლო დალაგება

ასე ჯობს?— G.G. 12:47, 25 მარტი 2012 (UTC)პასუხი
მშვენიერია. რაღაცეებს გადავხედავ მერე ზოგადად ტექსტში და ეგაა. მადლობა. --Henry McClean განხილვაწვლილი 13:11, 25 მარტი 2012 (UTC)პასუხი
რა მადლობა, ხუთი ლარისაა  G.G. 13:24, 25 მარტი 2012 (UTC)პასუხი
  ახლა არ მაქვს, აქ რომ მოვდიოდი, ტაქსზე დავხარჯე, ხვალ ჩაგირიცხავ :) --Henry McClean განხილვაწვლილი 13:43, 25 მარტი 2012 (UTC)პასუხი
განვადებისას დღეზე 10 პროცენტი ემატება  G.G. 13:46, 25 მარტი 2012 (UTC)პასუხი

სამართლიანად დამაფიქრა ერთმა საკითხმა - ნეტა ინგლისურში კონვერტაციას რომ აკეთებდნენ ახალ სტანდარტებზე, ასე წვალობდა ხალხი? :) ასობით მუსიკოსების ნავდაფაა იქ და ალბათ რაღაც სხვა მეთოდით აკეთებდნენ. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:04, 25 მარტი 2012 (UTC)პასუხი

ასობით თუ მუსიკოსისაა (ისე კი უფრო მეტი მგონია), ათიათასობით მომხმარებელია, ასე რომ, ალბათ კი. ყოველ შემთხვევაში ABBA ხელით არის გაკეთებული. :) — G.G. 15:15, 25 მარტი 2012 (UTC)პასუხი
WOSlinker-ს უყურე შენ. ერთი ეგეთი გვინდა აქ. :) --Henry McClean განხილვაწვლილი 15:18, 25 მარტი 2012 (UTC)პასუხი

აქ მხოლოდ ჩემს განხილვასა და სავარჯიშოს მიჩვენებს. მგონი, გადამისამართებას აზრი არ უნდა ჰქონდეს, პარამეტრები მაინც ქართულად თუა. წავშლი.— G.G. 08:50, 26 მარტი 2012 (UTC)პასუხი

ინფოდაფა მუსიკოსი

ოოო :(  

ცოტა რთული რაღაც უნდა გთხოვო. მე ვეცადე და არაფერი გამოვიდა. მოკლედ - მუსიკოსის ინფოდაფაში არ მუშაობს ზომების მითითება. აი როდესაც დიდი ფოტოა და ავტომატურად მომცროს აჩვენებს, შენ კიდევ უფრო დიდი გინდა, არ გემორჩილება. რაღაცაშია საქმე, პქ, px და მაგეების გარეშე ჩაწერაც ვცადე ზომის, მაგრამ არაფერი ქნა. რამდენჯერ მიცდია. --Henry McClean განხილვაწვლილი 13:48, 25 მარტი 2012 (UTC)პასუხი

hlist უფრო რთული იყო :) რად გინდა უფრო დიდი? თარგში მითითებულია, რომ 220 პიქსელზე ზემოთ არ მიიღოს მხედველობაში. თარგის სტრუქტურა დაირღვევა.— G.G. 14:02, 25 მარტი 2012 (UTC)პასუხი

The Smashing Pumpkins - აქ მაგალითად, მთელ ინფოდაფაზე არ შლის, პატარაა. აქეთ-იქით 10 პიქსელი რომ ჰქონდეს, უკეთ იქნებოდა. თუ დაირღვევა თარგის სტრუქტურა, მაშინ ფატალურია. ანუ არ არის შანსი? --Henry McClean განხილვაწვლილი 14:09, 25 მარტი 2012 (UTC)პასუხი

არის, როგორ არა. სტრუქტურის დარღვევაში სიგანეში გაწელვას ვგულისხმობდი. 300-ზე დავაყენე ზღვარი. ხოლოდ ახლა სადაც საჭირო არ არის ამხელა, ხელით უნდა მიეთითოს მცირე ზომა. ნახე აბა. — G.G. 14:38, 25 მარტი 2012 (UTC)პასუხი
ნახე, თუნდაც კლაუს მაინე რამხელა გახდა :) — G.G. 14:41, 25 მარტი 2012 (UTC)პასუხი

|სურათისზომა = 200 - ამან იმუშავა მანდ. მოდი, უკან დააბრუნე :D ისედაც ნავდაფებზეა საჩალიჩო და ინფოდაფებში სიარულს ვერც მე და ვერც შენ ვერ დავიწყებთ. --Henry McClean განხილვაწვლილი 14:52, 25 მარტი 2012 (UTC)პასუხი

დაუბრუნდა ძველ ზომას.— G.G. 14:57, 25 მარტი 2012 (UTC)პასუხი

ეს როგორ მოგწონს? ამწუთას დავააპგრეიდე თარგი :) — G.G. 15:32, 25 მარტი 2012 (UTC)პასუხი

ჰო!!! აი ეგაა!!! სწორედ ეგაა. ოღონდ იმათ ლანდშაფტი აქვს და ჩვენთან 'გაშლილი' ან რამე ეგეთი აჯობებდა. p.s.: ზევით სექციაშიც მოგწერე რაღაც. --Henry McClean განხილვაწვლილი 07:41, 26 მარტი 2012 (UTC)--Henry McClean განხილვაწვლილი 07:41, 26 მარტი 2012 (UTC)პასუხი
ლექსიკონმა პეიზაჟად მითარგმნა და ისევ ლანდშაფტი ვამჯობინე :} ინგლისურ ენაში არსებობს სურათის ორი მდგომარეობა: Portrait და Landscape. ნუ, ადვილი მისახვედრია, რომელი რომელია. ქართულად თუ გვაქვს შესაბამისი ტერმინები? პ.ს. მეც დავწერე ზემოთ. — G.G. 08:55, 26 მარტი 2012 (UTC)პასუხი

ჰმ ისე კი ლანდშაფტია, მაგრამ ლანდშაფტიც ხომ რაღაც გაშლილთან არის დაკავშირებული. ამიტომ ვიფიქრე გაშლილზე, თან ვინც გააკეთებს სტატიაში, ადვილად მიხვდება, რომ სურათის გაშლას ეხება. --Henry McClean განხილვაწვლილი 12:01, 26 მარტი 2012 (UTC)პასუხი

ჯამიროქვაი

მე მგონია, აქ ქუინის და ქვინის ისტორია მეორდება. ხომ არ გადავიტანოთ? (Jamiroquai გადამისამართებულია მაგაზე). --Henry McClean განხილვაწვლილი 15:19, 25 მარტი 2012 (UTC)პასუხი

მგონი, კი.— G.G. 15:27, 25 მარტი 2012 (UTC)პასუხი
თუ გეცლება, გადაიტანე და რაღაცეებს ხელით შევცვლი და 12ს მერე awb-ს გავუშვებ, სადაც საჭიროა. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:29, 25 მარტი 2012 (UTC)პასუხი
გადატანილია.— G.G. 15:35, 25 მარტი 2012 (UTC)პასუხი
გაიხარე. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:37, 25 მარტი 2012 (UTC)პასუხი

წავიკითხე, ყველაფერს გავეცანი, რაც ზევით არის. ორი კატეგორიაა „ჯამიროქვაი“ზე, ძიებაში ამოგიგდებს, წაშალე თუ გეცლება. --Henry McClean განხილვაწვლილი 12:00, 26 მარტი 2012 (UTC)პასუხი

Depeche Mode

წარმოითქმის 'დიპეშ მოუდ'. რა ვქნათ, გადავიტანოთ 'დიპეშ მოუდზე'? 'დეპეშ' ნამდვილად არ არის. --Henry McClean განხილვაწვლილი 22:39, 29 მარტი 2012 (UTC)პასუხი

რაღაც აქ არ არის აღწერილი 'ch - შ'-დ გადმოსვლის პრეცენდენტი...— G.G. 20:19, 30 მარტი 2012 (UTC)პასუხი
საქმე იმაშია, რომ ამ შემთხვევაში აქვს სპეციფიური წარმოთქმა (თავში წერია). --Henry McClean განხილვაწვლილი 20:50, 30 მარტი 2012 (UTC)პასუხი
მასე კი წარმოითქმის, მაგრამ სახელმძღვანელო არ გვაძლევს საშუალებას... თუ სხვა ენაზე არ არის, რა თქმა უნდა. ასე რომ, მე ორიგინალში დარჩენას დავუჭერდი მხარს.— G.G. 21:08, 30 მარტი 2012 (UTC)პასუხი
ჰო ეგეთი გამოსავალი დარჩება. მაგრამ ეგრე ინგლისურშიც არის რაღაც ნორმები წარმოთქმის და ხომ არის სპეციფიური სიტუაციები, როდესაც ხუჭავენ თვალს და წერენ ისე, როგორც სინამდვილეში წარმოითქმის. --Henry McClean განხილვაწვლილი 21:38, 30 მარტი 2012 (UTC)პასუხი
Depeche ინგლისური სიტყვაა? რაღაც ჟურნალს ერქვა ასე, მგონი. და მაინც, ინგლისურია? — G.G. 08:37, 31 მარტი 2012 (UTC)პასუხი

აი აქაა ახსნილი მეორე აბზაცში. --Henry McClean განხილვაწვლილი 11:28, 31 მარტი 2012 (UTC)პასუხი

ე.ი. ფრანგულია? თუ ასეა, მაშინ, მგონი, შეიძლება. ჩვენს სახელმძღვანელოში კონკრეტულად Ch ამ ასოთშეტანხმების განხილვა არ არის, მაგრამ ბლომადაა მაგალითები, სადაც სწორედ 'შ'-დ არის გადმოტანილი: Chateaubriand - შატობრიან-ი, Beaumarches - ბომარშე, Richelieu - რიშელიე, Cherbourg - შერბურ-ი, Charlemagne - შარლემან-ი, Chardin - შარდენ-ი, Cachin - კაშენ-ი, Charles - შარლ-ი. ასე რომ, შეგვიძლია დიპეშ-ად ჩავწეროდ. ახლა მეორე სიტყვა: Mode - ინგლისურშიც არის იგივე სიტყვა, მხოლოდ იქ 'მოდას' არ აღნიშნავს და გამოითქმის როგორც 'მოუდი'. ფრანგულადაც ასევე გამოითქმის? ვერაფერი ვერ ვიპოვე მე. ისე, აქ ერთი ფრანგთმცოდნე არ გვყავს ვინმე? :)— G.G. 13:45, 31 მარტი 2012 (UTC)პასუხი

აღარ მახსოვს, ვინ იცის ეგ ენა ჩვენში. --Henry McClean განხილვაწვლილი 13:58, 31 მარტი 2012 (UTC)პასუხი

Dépêche Mode ფრანგულად. ამად მიხედვით, დიპეშ მოდ-ია.— G.G. 19:42, 31 მარტი 2012 (UTC)პასუხი
აჰა ესე იგი, ასეა. გაგვირკვევია და ეგაა. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:48, 31 მარტი 2012 (UTC)პასუხი

შემდეგი ეტაპი

გიორგი, როდესაც დაბრუნდები (მეც თავისუფალი ვიქნები ალბათ ერთ კვირაში), უპრიანი იქნება, განვაგრძოთ დალაგება (თუ წინააღმდეგი არ იქნები) და ალბათ ღირს, რომ თარგი:Tracklist ითარგმნოს. ბოტის უკვე ამუშავებულია როგორც ბოტი, ასე რომ მულტიოპერაციებს მშვიდად შევასრულებინებ (არსებულ სტატიებში ფრაზების ჩანაცვლებას).

გარდა ამისა, სხეულის ახალი კლასი ყველგან გამართულად არ მუშაობს. ჩვეულებრივ ნავდაფებში რაღაც პრობლემა ექმნება. ასევე - ნახე თარგი:ბინდი და თარგი:ჰარი პოტერი. სვეტები შეიცვალა - მარცხნივ არის გაწეული და შეკუმშულია.

მოკლედ, როდესაც გეცლება, დახედე ამ უკანასკნელს, ალბათ უფრო იოლი იქნება. ტრეკლისტის თარგმნას მეორადი მნიშვნელობა მივანიჭოთ, მაგრამ ასევე პრიორიტეტულად ჩავთვალოთ. ალბათ თარგს 'სიმღერების სია' დაერქმევა. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:25, 2 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

*ენსინკი - აქ ABBA-ს ისტორია მეორდება. ინიციალებისგან შედგენილი სახელწოდებაა. --H.McC. (მომწერეთ) 12:05, 4 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

დარწმუნებული ხარ? მე პირადად მხილიდ კრისის ინიციალი აღმოვაჩინე რომელი ჩერეზისას ემთხვევა.— G.G. 08:28, 5 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
კი, ოღონდ არასწორად ვთქვი - ინიციალები კი არა, გვარების ბოლო ასოებია. The group's name was also a play on the last letter of each member's first names: JustiN, ChriS, JoeY, JasoN, and JC. The band later nicknamed Bass "Lansten" so as not to throw off the last-letter theme of their name. რა კაი სახელი ექნებოდათ, პირველი ასოები რომ ყოფილიყო :) --H.McC. (მომწერეთ) 08:48, 5 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
ბოლო ასოების ინიციალები :) გადავიტანოთ ორიგინალ სახელწოდებაზე მაშინ.— G.G. 08:53, 5 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
ეგრე აჯობებს. საერთოდ, როგორც ვხედავ, ბევრი ეს უცნაური გადმოქართულებული ვერსია დიდი ხნის წინ შეიქმნა, როდესაც მკაცრად მიჰყვებოდნენ გადმოქართულების წესს. 1990-იანების სტატიაში ისეთი რაღაცეები ეწერა, თმები ყალყზე მქონდა. ეთ ზი დრაივ ინი, რეიჯ ეგეინსთ ზი მეშინი, სისთემ ოვ ე დაუნი...დღევანდელი გადასახედიდან უცნაურად გამოიყურება. --H.McC. (მომწერეთ) 08:57, 5 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
მასეა. ერთი იყო კიდევ, გეხსომება, შენი გადატანილია ორიგინალზე: ზე ექსიზი The Exies. :) საერთოდ, ეს The არტიკლი გადმოტანისას საშინლად შორდება მის წარმოთქმას ორიგინალში.— G.G. 09:14, 5 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
ვაჰ ახლა გამახსენდა. :) ჰო. The არის ალბათ მთავარი არგუმენტი, თუ რატომ არ მსურს, რომ ბითლზის სტატიას ბითლზი ერქვას. მაგალითად, გავაკეთე ბაგლზი - მაგრამ პირდაპირ გადმოვიტანე, ვინაიდა ორიგინალში The არ აქვს. --H.McC. (მომწერეთ) 09:22, 5 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

რატომ ინგლ. ქართული არ ჯობია?

თარგი:მრავალმნიშვნელოვანი - რატომ ინგლისურად?--ცანგალა () 08:35, 5 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ვერ ვხვდები, რისი თქმა გინდა.— G.G. 08:43, 5 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
იხ. ცხენისწყალი (მრავალმნიშვნელოვანი) ისტორია. შენი შეცვლილია ინგლ-ზე.--ცანგალა () 08:55, 5 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
ჰო, ეხლა მივხვდი. და სხვათაშორის, რეზიუმეში ჩაწერილმა ჩემსავე სიტყვამ (ექსპერიმენტი) გამახსენა რატომაც შევცვალე. მაგ დროს მხტომიარე ფანჯარაზე ვმუშაობდი, რომელიც მრავალმნიშვნელობის გვერდებს ჩვეულებრივ გვერდებად აღიქვამდა, და ვიფიქრე, იქნებ ინგლისური ვერსია აღიქვას-მეთქი, მერე დამავიწყდა... რა თქმა უნდა, ქართული ჯობს. პ.ს. ისე, მართლა აღიქვა :) — G.G. 09:08, 5 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

You're invited to Wikimedia events in June and July: script, template, bot, and Gadget makers wanted

I'm sorry -- I only speak English.

I invite you to the yearly Berlin hackathon, 1-3 June. Registration is now open. If you need financial assistance or help with visa or hotel, then please register by May 1st and mention it in the registration form.

This is the premier event for the MediaWiki and Wikimedia technical community. We'll be hacking, designing, teaching, and socialising, primarily talking about ResourceLoader and Gadgets (extending functionality with JavaScript), the switch to Lua for templates, Wikidata, and Wikimedia Labs.

We want to bring 100-150 people together, including lots of people who have not attended such events before. User scripts, gadgets, API use, Toolserver, Wikimedia Labs, mobile, structured data, templates -- if you are into any of these things, we want you to come!

I also thought you might want to know about other upcoming events where you can learn more about MediaWiki customization and development, how to best use the web API for bots, and various upcoming features and changes. We'd love to have power users, bot maintainers and writers, and template makers at these events so we can all learn from each other and chat about what needs doing.

Check out the the developers' days preceding Wikimania in July in Washington, DC and our other events.

Best wishes! - Sumana Harihareswara, Wikimedia Foundation's Volunteer Development Coordinator. Please reply on my talk page at mediawiki.org. Sumanah განხილვაწვლილი 01:58, 9 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

მე მგონია, ვწვალობთ

განზ-ენ-როუზიზი - ხომ არ ვწვალობთ? ჯგუფის სახელი იწერება Guns N' Roses (ანუ აპოსტროფი ნ'ს მერეა მხოლოდ და ტირეებიც ვერ ვხვდები, რატომ გვაქვს - მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, რა შემთხვევაში ვწერთ ტირეებს.) --H.McC. (მომწერეთ) 13:25, 12 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

რა გითხრა აბა... გვაქვს სტატია როკ-ენ-როლი, სადაც მსგავსი სიტუაციაა, თუმცა, ტირეები ან იქ ან აქ რა საჭიროა, ვერ გეტყვი. თუ იმას ვეყრდნობით, რომ ორ სიტყვაზე მეტია, მაშინ უნდა იყოს: ლინკინ-პარკი, ბიჩ-ბოიზი, ბონ-ჯოვი, მერილინ-მენსონი... ესენი ყველა ცალ-ცალკე გვიწერია, რადგან ასეთი წესი, როგორც მე ვიცი, არ არსებობს.— G.G. 12:38, 14 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

მოკლედ, ზოგადად როგორი სიტუაციაა (შეჯამების სახით):

  • იმ ზოგადი წესების პროექტი რომ მაქვს, მაგის საქმე შეჩერდა გაურკვეველი დროით - ვერ მივხედე. არც მეცალა, თან ყოველთვის განწყობაზეც ვერ იქნები.
  • ჯერ ჯერობით მხოლოდ მე და შენ და მაქსიმუმ დათოს - გვიწევს ხოლმე ამ სახელებზე საუბარი. ალბათ, ჩვენი ნაშრომები (გადარქმევები) ოპტიმალურია, მაგრამ გამყარებულიც უნდა იყოს, რომ მომავალში არ მოხდეს მომხმარებელთა სხვა თაობის მიერ ამ ყველაფრის კიდევ ერთხელ შეცვლა.
  • G n'r-ს შესახებ უბრალოდ მაინტერესებდა, პრიორიტეტული არაა.

ჰო აი ის, რომ ორ სიტყვაზე მეტია ან სიტყვაზე მეტი, მეტად ორიგინალურ სახელებს გვაძლევს და ამიტომაა რომ მომავალში მყარად უნდა ჩამოყალიბდეს რაღაც პრინციპი. და მერე 1 საუკუნის თავზე შემოსულმა მომხმარებელმა უნდა იცოდეს, როგორ აწარმოოს ეს სახელწოდებები. --H.McC. (მომწერეთ) 13:44, 19 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

მიუღებელი სახელი

სალამი გიორგი, რას ფიქრობ ამ მომხმარებელზე? ნახე რამდენჯერაა უკვე წაშლილი ეს სტატია. --მიხეილ მიწერა 07:25, 29 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ამას ვფიქრობ მეც. მაგრამ რადგან ქართულად ჯერ არ გვაქვს, არ დავბლოკე. თუმცა, ამის მიხედვით, შესაძლოა, გასულიყო კატეგორიაში ნეიტრალური, მაგრამ მიუღებელი. — G.G. 07:35, 29 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
საერთოდაც, არ აწყენდა მაგათ IP-ს რამდენიმე დღით დაბლოკვა, რომ იტყვიან ტვინი წაიღეს ერთი და იგივე სარეკლამო ტექსტის განთავსებით, სხვადასხვა ანგარიშების გამოყენებით. --მიხეილ მიწერა 07:39, 29 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ჯუმბერ ბოლქვაძისაგან

გიორგის გაუმარჯოს! იმედია კარგადა ხარ. გამეხარდა, რომ მომიკთხე ვიკიპედიაში. კარგა ხანია არ შემომიხედია აქ, დროის უქონლობის და ტაიმ-აუტის აღების გამო, რომელიც აუცილებელი იყო ინგვი მალმსტინის სტატიაზე ინტენსიური, არანორმალურად დაძაბული მუშაობის შემდეგ, თანაც, ახლა ერთი ქართული ჯგუფის, "ინდასტრიალ სითის" ევროპაში პრომოკომპანიაზე ვმუშაობ. მინდა ვცადო მათი გაყვანა საქართველოს ფარგლებს გარეთ. თუ ისევ დავიმუხტე წერისათვის (გამორიცხული არაა), გავაგრძელებ სტივ ვაის სტატიას, გარდა ამისა, ამ ბოლო დროს ძალიან დამაინტერესა ერთი ჯგუფის შემოქმედებამ, რომელზეც ვიკიპედიაში ერთი სიტყვაც კი არაა ნახსენები. აბა, დროებით, მიხარია რომ ერთგული დარჩი ვიკიპედიისა! შენი მეგობარი ჯუმბერ. ფეისბუკში თუ ხარ, დაგიმატებ! ჩემი ნახვა ფეისბუკში ადვილია - Jumber Bolkvadze - გამომიგზავნე შენთან დამეგობრების მოწვევა და იქაც შევხვდებით! კეთილი სურვილებით, ჯუმბერ ბოლქვაძე.

გამარჯობათ! ძალიან გამიხარდა თქვენი გამოჩენა ვიკიში!
პ.ს. ცნობისმოყვარეთათვის: ფეისბუკში უკვე ვისაუბრეთ  .— G.G. 07:31, 2 მაისი 2012 (UTC)პასუხი
ITshnik/არქივი 8-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.