განხილვა:ბაკინგემის სასახლე
რატომ დაიკარგა ამის განხილვა? შეამოწმა ვინმემ ამის მართლწერა? - ალ-ო @ 00:11, 13 ივლისი 2008 (UTC)
- ქსე-ში ვერ ვიპოვე Buckingham. გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონში (თბილისი, 1989) Buckingham არ არის, მაგრამ Buckinghamshire წერია როგორც ბაკინგემშირი. - Island 11:34, 13 ივლისი 2008 (UTC)
მე რომ ბუკინგემი ვიცი ? --გიგა პასუხი 15:03, 18 სექტემბერი 2008 (UTC)
- ჰოო, ამაზე აქ იმხელა განხილვა იყო დისერტაციას დაწერდი, მაგრამ ვიღაცას მოუშთია :) ა.
იხ. ინტერვიკები: be:Букінгемскі палац (ბუკინგემსკი), bg:Бъкингамски дворец (ბუკინგამსკი) (მაგ. Български [ˈbɤlgarski] ), de:Buckingham Palace (უ), el:Ανάκτορα του Μπάκιγχαμ (მპაკიგხამ), es:Palacio de Buckingham , fr:Buckingham Palace (უ), ru:Букингемский дворец, sr:Бакингемска палата (ა), fi:Buckinghamin palatsi (უ), sv:Buckingham Palace, vi:Cung điện Buckingham, tr:Buckingham Sarayı, cbk-zam:El Palacio de Buckingham. მე პირადად ბუკინგემის სასახლე ვიცი – Mero ® 17:29, 18 სექტემბერი 2008 (UTC)
- Der Buckingham-Palast (engl. Buckingham Palace), ასე იწყება გერმ. ვიკიპედიაში - Buckingham (ინგლ. წერია) Palast - გერმ. Palace (ინგლ.) ე. ი. de:Buckingham Palace - ინგლისურად არის. de:Buckingham (Buckinghamshire), სადაც ტრანსკრიფცია [ˈbʌkɪŋəm] წერია. ე. ი. ბაკინგემი თანაც გავითვალისწინოთ რას წერს Island. აქვე ერთი თხოვნა მაქვს აღადგინეთ ძველი განხილვის ტექსტი. ტექნიკურად როგორ უნდა გაკეთდეს დამეხმარეთ.ცანგალა (გ) 19:53, 18 სექტემბერი 2008 (UTC)
- გამოთქმით ნამდვილად ბაკინგემ არის, მაგრამ ქართულში ინგლისური სიტყვები გამოთქმით ხშირად არ გადმოდის (რომელია სწორი მაგაზე არ ვკამათობ, მე ყოველთვის ბუკინგები მეგონა სწორი). ზემოთ შევამჩნიე მეროს სიაში ბერძნ.-ში ბგერა ბ-ს დასაწერად ორ ასოს კომბინაციას "მპ"-ს იყენებენ. - ალ-ო @ 20:01, 18 სექტემბერი 2008 (UTC)
- არ დაგვავიწყდეს გადახედვა დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#ინგლისური, სადაც u გამოითქმის როგორც უ, იუ, ა და ე.--ცანგალა (გ) 20:29, 18 სექტემბერი 2008 (UTC)
- მაგ დახმარების მიხედვით ეს იქნება ან ’’ბუკინგემი’’, ან ’’ბიუკინგემი’’, ან ’’ბაკინგემი’’ და ან ’’ბეკინგემი’’. ეს უღიმღამო დახმარება გაცილებით უფრო სასარგებლო იქნებოდა მასში წესები ყოფილიყო მიწერილი ყოველ ასოსთან თუ რა შემთხვევაშია სწორი ესა თუ ის გამოთქმა. ამ შემთხვევაში ისღა დაგვრჩენია იმას დავურეკოთ რა ქვია ვაზისუბანში როა და კარტზე საქართველოს ბედს რომ წინასწარმეტყველებს ±9% სტანდარტული გადახრით. ისე, რას ამბობს ამ ბოლო დროს, საქართველო გადარჩება?? :) - ალ-ო @ 21:54, 18 სექტემბერი 2008 (UTC)
მგონი ბუკინგემზე უნდა გადავიტანოთ. არააა? --გოტა (პასუხი) 13:59, 8 დეკემბერი 2009 (UTC)
არკა არა კვატა. ჰო არკა, სტოლი და პოლის ტრიაპკა კიდევ. სოკები და კასტრულები არ დაგავიწყდეთ. ვიკიპედიაა თუ უბნის ბირჟა? --Achiko-84 განხილვაწვლილი 16:03, 8 ივნისი 2012 (UTC)
- აჩიკო, ასეთი ტონით სტატიების განხილვა მიზანშეწონილი არ არის. მომავალში გაითვალისწინეთ. ყველამ უნდა ვცეთ პატივი სხვის ნაშრომს. ეს სტატია ვიკიპედიელების, ჩვენი კოლეგების შექმნილია. ირონია ამ შემთხვევაში საჭირო არ არის. უშეცდომო არავინაა.--ოთოჯი / მომწერე 16:21, 8 ივნისი 2012 (UTC)
- რაც შეეხებ არკას: იხილე უცხო სიტყვათა ლექსიკონი--ოთოჯი / მომწერე 16:36, 8 ივნისი 2012 (UTC)