განხილვა:გერმანიკული ენები

ბოლო კომენტარი: 12 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Pirtskhalava თემაში გერმანიკული და არა გერმანული

სტატიის სახელწოდება რედაქტირება

გერმანიკული ენები არასწორია უფრო სწორი არის გერმანული ენები--Nugo92 განხილვა 09:09, 21 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

წყარო .. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 23:25, 21 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

თუ გერმანიკულს უკუვაგდებთ, მაშინ კატეგორიაც უნდა გავასწოროთ. მე გერმანიკული ვიცოდი, — ენათმეცნიერების შესავალში ასე გვქონდა ნასწავლი, მაგრამ ლექსიკონებში ახლა ყველგან გერმანული წერია, ვნახე. თავის დროზე ისლანდთან მქონდა, მგონი, საუბარი ამ თემაზე. დადეთ წყარო. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 23:38, 21 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

Nugo92, ნუ ასწორებ მანამ არ შევჯერდებით. ქსეში წერია გერმანიკული— ~დიქსტოსა განხილვაწვლილი 15:34, 22 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

ვააა! აი, ხომ ხედავ. მე გერმანიკული უფრო მომწონს, ასე მისწავლია, მაგრამ ამ ნუგომ ისე მიასწორ-მოასწორა, არც უკითხავს რამე, ვეთანხმებოდით თუ არა, და ვიფიქრე ალბათ რამე წყარო აქვს-მეთქი. ახალ განმარტებით ლექსიკონში ხომ არ ნახავდით ? "გ" გამოსული უნდა იყოს. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 21:24, 23 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

გერმანული ენები, თუ გერმანიკული ენები რედაქტირება

ყველგან სხვადასხვანაირად წერენ.

ქეგლი (1954 წ.) ტომი II, (გეომეტრ-ი — გერშვა, 1430) რედაქტირება

1. გერმანისტი - გერმანული ენებისა და ფილოლოგიის სპეციალისტი.
2. გერმანისტიკა - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის გერმანულ კულტურას, ენებსა და ფილოლოგიას.


უნდა ავირჩიოთ სარწმუნო წყარო, რომელიც იქნება სარწმუნო წყაროებს შორის ყველაზე გვიანდელი. და მასეთია ქეოლ 98 წლის სადაც გერმანიკული წერია.~დიქსტოსა განხილვაწვლილი 17:03, 25 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

ავირჩიოთ რა, მე პირადად გერმანიკული ენები (შესაბამისად გერმანული ენა) მომწონს. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 17:05, 25 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

  • აქ მოწონება არაა მთავარი, ისაა გასარკვევი რომელია სწორი, ჩემი აზრით როცა ქართული დაბოლოება -ული არის სიტყვაში ლათინურიდან კ-ს დატოვება არ არის სწორი --Nugo92 განხილვა 07:30, 27 ივლისი 2011 (UTC)პასუხი
„ჩემი აზრით როცა ქართული დაბოლოება -ული არის სიტყვაში ლათინურიდან კ-ს დატოვება არ არის სწორი“ — არის გამონაკლისებიც: სინთეთიკური, მუსიკალური (ალ-იც იგივე მნიშვნელობისაა). ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი წერს გერმანიკულ ენებს, როგორც დიქსტოსამ თქვა. ამიტომ აქ უკვე ჩვენი აზრი ნაკლებად მნიშვნელოვანია. დააბრუნეთ ყველაფერი უკან. — დავით პასუხი 07:36, 27 ივლისი 2011 (UTC)პასუხი
ნუგო ამბობს -ნულიაო, საბჭოთა ენციკლოპედია გვამცნობს -კულიაო. რომელს დავუჯეროთ? ნუგოს? --Pirtskhalava განხილვაწვლილი 12:46, 2 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

მაშ, დავტოვოთ გერმანიკული! რედაქტირება

დააბრუნეთ. გეთანხმებით. ოღონდ ამასობაში მე ცოტა რაღაც ტექსტიც დავამატე და იმას ნუ წაშლით. დამატებას ვაპირებ კიდევ. :) --Pirtskhalava განხილვაწვლილი 07:05, 28 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

სათაურს თუ თქვენ დააბრუნებთ, ტექსტში მე თვითონ გავასწორებ. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 07:10, 28 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

დავითს ვერ დავეთანხმები რადგან მაგალითებში სინთეთიკური და მუსიკალური კ არის სიტყვის ნაწილი სინთეთიკა და მუსიკა, ამ ენების სახელწოდება სიტყვა გერმანია-დან გამომინარეობს და არა სიტყვა გერმანიკადან რომელიც არ არსებობს--Nugo92 განხილვა 08:58, 1 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

ხო, ენა არაა ყოველთვის კანონზომიერი. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 22:51, 2 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

გერმანიკული და არა გერმანული რედაქტირება

გერმანიკული უნდა ეწეროს სათაურად. ამ შემთხვევაში რატომ არ ჩაიხედავთ ჩაიხედეთ ქსეში, მიკვირს. ცანგალა, ჩაირიეთ, თუ შეიძლება. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 87.144.147.23 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

გერმანიკული ენები - ქსე, ტ. 3, გვ. 125, თბ., 1978. --ცანგალა () 20:28, 30 იანვარი 2012 (UTC)პასუხი
გადატანილია სწორ სათაურზე თავისი რედაქტირების ისტორიით.— G.G. 15:20, 31 იანვარი 2012 (UTC)პასუხი

ძალიანაც კარგი, ბატონო. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 04:11, 1 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი

გვერდ „გერმანიკული ენები“-ზე დაბრუნება.