პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

ჯაბა 1977 03:22, 1 მაისი 2017 (UTC)პასუხი

გამარჯობა

--გიორგი (მომწერეთ) 05:45, 1 მაისი 2017 (UTC)პასუხი

წაშლაზე და ა.შ.

რედაქტირება

როდესაც თვლით, რომ ინფორმაცია მცდარია, სტატიის განხილვის გვერდზე უნდა დაწეროთ ამის შესახებ. სტატიიდან ტექსტის მთლიანად ამოშლა და იმის დაწერა, რომ ეს ტყუილია, არ არის მუშაობის სწორი პრინციპი. დაწერეთ განხილვის გვერდზე, მოიყვანეთ სწორი წყარო და მერე ერთად აუცილებლად ვიმსჯელებთ, წავშალოთ თუ არა.

გარდა ამისა - სტატია შექმნილია 2011 წელს და "სასწრაფოდ წასაშლელად" დაგვიანებული ხომ არის (როდესაც უკვე ყველამ წაიკითხა)? და ბოლოს - სტატიის თავში ჩასმულია ორი თარგი, რომელიც აღნიშნავს, რომ სტატიას ესაჭიროება გასწორება და წყაროების მითითება, ამიტომ, მომხმარებელი, რომელიც მას კითხულობს, წესით უნდა მიხვდეს, რომ ინფორმაცია არ არის სანდო.

სტატიაში ამასთან ერთად, ref-ების ტეგით მითითებულია სხვა წყაროები - თუ ტექნიკური ნიუანსები ჯერ არ იცით, აგიხსნით, რომ სქოლიოს სექციიდან თარგის {{სქოლიოს სია}} ამოღებაც არასწორი იყო. ვიკიპედია:წყაროს მითითება დაგეხმარებათ. თქვენ მიერ მითითებული ლიტერატურა ამჟამად ცალკე ლიტერატურის სექციაში გადავიტანე, მაგრამ შეიძლებოდა ისე ჩასმა ტექსტში, რომ სქოლიოში აისახებოდა (მაგალითად, სტატიაში აღნიშნული რამე ფაქტის დასადასტურებლად)> --გიორგი (მომწერეთ) 06:03, 1 მაისი 2017 (UTC)პასუხი

მადლობას გიხდით გამოხმაურებისთვის. თუ ამ საკითხზე იმუშავებთ წყაროების კარგად მითითებით, ფასდაუდებელი იქნება თქვენი წვლილი. სამწუხაროდ, ექსპერტები ან უბრალოდ, კარგად გაწაფულები, გვაკლია. უკვე ის, რომ თქვენ წვლილი შემოგაქვთ და არა უბრალოდ აღშფოთებული კომენტარები მასალის უზუსტობის შესახებ (როგორც ამას ბევრი სხვა აკეთებს), უკვე სწორია.

ოჩოკოჩის ილუსტრაციაზე მინდა, გკითხოთ - ის თქვენი ნაშრომია? თუ თქვენი არ არის, მოგიწევთ commons-ში დამტკიცება იმის, რომ გამოყენების უფლება გაქვთ. ლოკალური, ქართულ ვიკიპედიაში ატვირთვის უფლება მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ ჩაგერთვებათ (რეგისტრაციის მომენტიდან), თუმცა, უმჯობესია მსგავსი ფაილები აქ ატვირთოთ (თუ მათზე პირდაპირ უფლებას არ ფლობთ), ან სთხოვოთ ამის შესახებ სხვა მომხმარებელს. --გიორგი (მომწერეთ) 06:45, 1 მაისი 2017 (UTC)პასუხი

ბუნებრივია. იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა შეიქმნება იქ, მოგვიანებით აქ ავტვირთავ — ამისთვის გვაქვს ფორმა, რომელიც სურათს აღწერს, როგორც არათავისუფალს და უთითებს, რომ გამოიყენება მხოლოდ ილუსტრირებისთვის. --გიორგი (მომწერეთ) 06:52, 1 მაისი 2017 (UTC)პასუხი

კოლხეთის არმია

რედაქტირება

გამარჯობა! მადლობა თქვენი შენიშვნებისთვის. ამ სტატიის ბედ-იღბალი აუცილებლად გადაწყდება ამ დღეებში. თუკი არ გამოჩნდა სანდო და აკადემიური წყაროები სტატია წასაშლელად მოინიშნება. - OTOGI Messages 08:44, 1 მაისი 2017 (UTC)პასუხი

პარამეტრი

რედაქტირება

პარამეტრებს არასწორად იყენებთ. მე უკვე ჩაგისწორეთ ორივე ადგილზე. ასე უნდა იყოს:

|დამატებითი პარამეტრი1 = 
|პარამეტრის შიგთავსი1         = 

თარგს ხურავს }} --გიორგი (მომწერეთ) 19:07, 1 მაისი 2017 (UTC)პასუხი

ლეჩხუმელები

რედაქტირება

სალამი. მიხეილმა, ადმინისტრატორმა, რომელიც თვლის, რომ სტატიას ესაჭიროება მეტი წყარო ამა თუ იმ ფაქტის დასამტკიცებლად, ჩასვა შეტყობინებები იმის თაობაზე, რომ სტატია გასაწმენდია მასალისგან, რომელიც თხრობის სტილით არ შეესაბამება ვიკიპედიურს და აგრეთვე, საჭიროა ზოგიერთი ფაქტის დადასტურება. თქვენ მთელი სტატიის მასალა კონკრეტული პუბლიკაციებიდან გაქვთ აღებული? --Abandoner განხილვაწვლილი 12:04, 9 მაისი 2017 (UTC)პასუხი

ლიტერატურიდან და ნაწილი ინტერნეტიდან რაც შევკრიბე. რადგან ლეჩხუმზე მწირი ინფოა მასალის უმრავლესობა არქივში დევს და ინტერნეტში რარაა ხელმისაწვდომი სმაწუხაროდ. ფაქტების უმრავლესობსა აღებულია დავით კოპალიანის წიგნიდან "ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან" ასევე ეთნოგრაფიული ინფრომაციის შემცველი სტატიებიდან რომელიც მითითებულია სტატიაში. თითქმის ყველაფერი რაც წერია. თუმცა არის ნაწილი დეტალების რომლის დამადასტურებელი ინტერნეტ წყარო სამწუხაროდ არ არსებობს. თუ მოვიძიე აუცილებლად ჩავამატებ მაგრამ მასალის დიდ ნაწილზე სრულიად დარწმუნებით ვამბობ რომ ზუსტია. თუ ვერ მოვახერხე შესაბამისი წყაროს მოძიება დართვისთვის მე თვითნ წავშლი სტატიის იმ ნაწილებს რომელიც დაუდასტურებელ ფაქტებს შეიცავს. თუმცა გთხოვთ უმრავლესობა უნდა შენარჩნდეს. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Aeëtes (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

@MIKHEIL: - შემოიხედე, თუ შეიძლება. --Abandoner განხილვაწვლილი 13:08, 9 მაისი 2017 (UTC)პასუხი

კატეგორიები

რედაქტირება

სალამი. გთხოვთ, სტატიებს ყოველთვის მიუთითოთ სწორი კატეგორიები, როგორც ეს უკვე არის თქვენს უკანასკნელ ნაშრომებში. უკატეგორიო სტატიები ართულებენ მათი მოძიების გზებს. --Abandoner განხილვაწვლილი 14:40, 8 ივნისი 2017 (UTC)პასუხი

სალამი მადლობა რჩევისთვის. ვცდილობ სტატიები მაქსიმალურად ზუსტად შევადგინო და განვათავსო მწირი დროის გამო და თვალთახედვიდან მრჩება ზოგიერთი დეტალი. გამოვასწორებ.

ჩიქოვანები

რედაქტირება

გამარჯობა! სტატიაში ჩიქოვანები ლიტერატურის სახით გამოყენებული გაქვთ ქსე. მითითებულ ლიტერატურაში მსგავსი ვერაფერი ვნახე. რატო გაქვთ ცრუ ლიტერატურა მითითებული ?. - OTOGI Messages 18:15, 13 ივნისი 2017 (UTC) გამარჯობა. როგორცც ჩანს რაღაც შეცდომაა. სამეგრელოს სამთავროს ისტორიიდან ჩემს ბაზაში არსებულ ლიტერატურას გადავხედავ. ჩავასწორებ შესაბამისად უახლოეს მომავალში.პასუხი

კატეგორია

რედაქტირება

გამარჯობა. გთხოვთ, ნუ გავიწყდებათ კატეგორიების მითითება, ასევე, როდესაც განხილვის გვერდზე რაიმეს წერთ, წინადადების ბოლოს აუცილებლად ხელი უნდა მოაწეროთ ამ ხატულზე   დაკლიკებით. Gobrona განხილვაწვლილი 20:39, 18 მარტი 2018 (UTC)პასუხი

P.S. აქვე დავამატებ - ინფოდაფა ჩასვით სიგრძეზე და არა სიგანეზე, ანუ იმ ფორმით როგორც არის და კიდევ ამ სიმბოლოების " " ნაცვლად გამოიყენეთ ბრჭყალები „“, რომელიც განთავსებულია ქვემოთ, დამატებითი ნიშნების სექციაში. ასევე შესაძლებელია ამ ხერხით: როდესაც გამოიყენებთ ქართულ კლავიატურას, ღილაკ ESC-ის ქვემოთ არსებულ ღილაკზე დაჭერით მიიღებთ ქვედა ბრჭყალს („), ხოლო აღნიშნულ ღილაკსა და Shift ღილაკზე ერთდროულად დაჭერით მიიღებთ ზედა ბრჭყალს (“). თუ დახმარება დაგჭირდებათ მომმართეთ ჩემს განხილვის გვერდზე. Gobrona განხილვაწვლილი 22:19, 18 მარტი 2018 (UTC)პასუხი

რედაქტორი და წყარო

რედაქტირება

გამარჯობა. 1) სოხუმში დამატებულ ინფორმაციას წყარო დაურთე; 2) რედაქტირებისას გამოიყენეთ წყაროს რედაქტირების რეჟიმი, რადგან ვიზუალური რედაქტორით ბმულებს არასწორად აკეთებთ. გიო ოქრო 07:43, 31 იანვარი 2019 (UTC)პასუხი