ენარჯილისი
გამარჯობა, ენარჯილისი. მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.(?) |
ვიკიპედიაში სტატიის რედაქტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გაეცანი სტატიების რედაქტირების დახმარების გვერდს, სადაც ახსნილია სტატიების რედაქტირების პრინციპები.
|
ვიკიპედია არის ენციკლოპედია
გახსოვდეს - ვიკიპედია არის ენციკლოპედია, შესაბამისად ნებისმიერი სტატია უნდა იყოს აკადემიური, ნეიტრალური (?) და ეფუძნებოდეს აკადემიურ და გადამოწმებად წყაროებს.(?) ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს სურთ შექმნან ახალი სტატიები - ამ შემთხვევაში სწორედ ავტორი არის ვალდებული, დაამტკიცოს ახალი სტატიის მნიშვნელობა ენციკლოპედიისთვის.
გაგვაგებინე
თუ გეგმავ, რომ სტატია აქტიურად დაარედაქტირო და ამისთვის დრო გჭირდება, სტატიის დასაწყისში ჩასვი
{{subst:მუშავდება}} , რათა აცნობო სხვა რედაქტორებს ამის შესახებ. ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს. ხშირად შეინახე
რაც შეიძლება ხშირად შეინახე რედაქტირებები - ამისთვის, რედაქტირების პანელის ქვედა ნაწილში ღილაკ „ცვლილებების შენახვა“ დააჭირე.(იხ. სურათი ქვემოთ) |
ხელი მოაწერე
ვიკიპედიაში გვერდების რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს: სტატიების გარდა, არსებობს ასევე განხილვის გვერდები. განხილვის გვერდი ყველა სტატიას აქვს; ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია საკუთარი კონსტრუქციული მოსაზრების დატოვება. განხილვის გვერდზე აუცილებელია ხელმოწერის დატოვება. ამისთვის ტექსტის ბოლოს ჩაწერე ოთხი ტილდა (
~~~~ ) ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დააჭირე (იხ. სურათი მარჯვნივ). გაგვეცანი
კარგი იქნება, თუ სხვა რედაქტორებს გაუმარტივებ კომუნიკაციას. თითოეულ მომხარებელს აქვს საკუთარი პირადი გვერდი, რომელზეც შეგიძლია დაამატო ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობ და ინტერესთა სფეროები.
გვთხოვე დახმარება
თუ დახმარების გვერდებს გაეცანი და მაინც გჭირდება დახმარება, საკუთარ განხილვის გვერდზე ჩასვი {{დამეხმარეთ}}, მოგვწერე კითხვა, და ჩვენი აქტიური რედაქტორი აუცილებლად გიპასუხებთ.
|
პატივი ეცი სხვის შრომას
დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.
|
Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
--Jaba1977 19:38, 12 აპრილი 2009 (UTC)
გაეცანი ვიკიპედიის წესებს და აკეთე სტატიაში ბმულები. --ცანგალა (გ) 22:30, 12 აპრილი 2009 (UTC)
წესები
რედაქტირებაგამარჯობა. გაეცანით ვიკიპედიის წესებსა და დახმარების გვერდებს. — მიხეილ მიწერა 15:01, 28 ნოემბერი 2012 (UTC)
- თქვენს წერილზე პასუხი იხილეთ აქ. — მიხეილ მიწერა 15:28, 28 ნოემბერი 2012 (UTC)
კვლავ წესები
რედაქტირებაგამარჯობა. გთხოვთ, ზემოთ მითითებულ ბმულებს გაეცნოთ და თქვენ მიერ შემოტანილი სტატია მოარგოთ ვიკიპედიის სტანდარტებს. აუცილებლად მოახდინეთ ტექსტის ვიკიფიცირება, მიუთითეთ საერთაშორისო ბმულები, კატეგორიები, წყარო. — მიხეილ მიწერა 13:07, 26 დეკემბერი 2012 (UTC)
- გაუმარჯოს. ზუსტად იგივე თხოვნა მაქვს, რაც წინა წერილში. მიხედეთ თქვენს სტატიას. --მიხეილ მიწერა 11:42, 26 იანვარი 2013 (UTC)
გამარჯობა. იხილეთ, რა ჩასწორებები გავაკეთე თქვენს სტატიაში და გაითვალისწინეთ მომავალში :) — G.G. 16:26, 7 თებერვალი 2013 (UTC)
ყველა სტატიის დასაწყისი იწერება ასე:
წიწაკა (Capsicum) — მცენარეთა გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა.
და არა
წიწაკა (Capsicum), მცენარეთა გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა.
ყურადღება მიაქციეთ გრძელ ტირეს. --H.McC. (მომწერეთ) 16:34, 7 თებერვალი 2013 (UTC)
შინო და ცელი
რედაქტირებაშინოსაც და ცელსაც ჩაუსვით სწორი კატეგორიები. გარდა ამისა - მინიმუმ 3 წინადადება უნდა ეწეროს (გამართული), წინააღმდეგ შემთხვევაში სტატია ზედმეტად მოკლედ ჩაითვლება და არ მიიღება. --H.McC. (მომწერეთ) 17:44, 8 თებერვალი 2013 (UTC)
კოლეგა, მაცალეთ ცოტა, ცელზე ახლა ვმუშაობ და სამ კი არა, ოცდაათ წინადადებას დავწერ და გავმართავ, როგორც შევძლებ. შინო ქსე-დან არის დაკოპირებული და რაც მანდ არის ინფორმაცია, მეტი არ მაქვს. ამისთვის უნდა წაიშალოს? რა უცნაური წესებია, თუმცა შევეჩვევი...
ცელის წაშლას ყველა ვარიანტში ჯერ ნუ იჩქარებთ ;) --ენარჯილისი განხილვაწვლილი 17:56, 8 თებერვალი 2013 (UTC)
- ვიკიპედიას თავისი წესები აქვს. ამის შესახებ თუ შენიშვნას მოგცემენ, ნუ გეწყინებათ, პირიქით — გაითვალისწინეთ. აქ ოდესღაც ყველამ ასე ვისწავლეთ. სტატიას თუ ამუშავებთ, უნდა ჩასვათ {{subst:L}} --მიხეილ მიწერა 18:01, 8 თებერვალი 2013 (UTC)
საწყენი არაფერი, პირიქით, სასიამოვნოა ყურადღება. ვეცდები ჩავსვა subst:L --ენარჯილისი განხილვაწვლილი 18:03, 8 თებერვალი 2013 (UTC)
დასრულების შემდეგ ამოღება ნუ დაგავიწყდებათ :) --H.McC. (მომწერეთ) 18:06, 8 თებერვალი 2013 (UTC)
პრინციპში, გააჩნია კიდეც, როგორ იმუშავებთ. წინასწარი გადახედვა იმისათვის აქვს სტატიას, რომ წინასწარ გადახედოთ, სანამ გამოაქვეყნებთ. ამიტომ 2-3 წინადადებიანი სტატიისათვის subst-ის ჩასმა აუცილებელი არ არის, თუ რამდენიმე წუთის შემდეგ გამოქვეყნებას უპირებთ. --H.McC. (მომწერეთ) 18:12, 8 თებერვალი 2013 (UTC)
კარგად ვიმუშავებ, საბოლოო შედეგი აუცილებლად კარგი იქნება :) მინიმუმ 20-30 წინადადება, სურათები, სწორი კატეგორია, რესურსები ინტერნეტში. რა მინდოდა მეკითხა: ხშირი გამოქვეყნება, ყოველ 2-3 წინადადების მერე, რაიმეს უშავებს ვიკიპედიას? არადა, თუ ინტერნეტი გაიჭედა, მერე მეკარგება ხოლმე. იქნებ, ჯობია ვორდში ვიმუშავო და ბოლოს ერთად გამოვაქვეყნო? მართლა არ ვიცი და იმიტომ ვკითხულობ. --ენარჯილისი განხილვაწვლილი 18:30, 8 თებერვალი 2013 (UTC)
არაფერს უშავებს. ვანდალები თუ შემოდიან და რამეს აფუჭებენ, ხოლმე ამ სიაში ერთი მომხმარებლის ბევრ რედაქტირებაში შეიძლება გაგვეპაროს რომელიმე ვანდალის ქმედება. ვთქვათ, გავაკეთე 50 რედაქტირება და ამ სიაში სულ ჩემი სახელით არის აჭრელებული. შუალედში კი ანონიმურმა ვანდალმა რაღაც გააფუჭა. შეიძლება გაიპაროს, თუმცა საკუთარ თვალებს ვენდობით. ეს თქვენი პრობლემა არ არის - მუშაობთ როდესაც გსურთ და ეგ არის .
ვორდს რაც ეხება, არ გირჩევთ. ჯერ ეს ერთი, კვადრატული ფრჩხილები უნდა ჩაუსვათ სიტყვებს და ვორდს ეგ არ აქვს, რომ პირდაპირ ჩაუსვათ. მერე - ირღვევა ფორმატირება. თუმცა, თუ გსურთ გრძელი ტექსტის დაწერა, შეგიძლიათ ვორდში აკრიფოთ, შემდეგ კი შემოიტანოთ, დასვათ სტრიქონებზე და კვადრატული ფრჩხილებიც ჩასვათ, როგორც საჭიროა (და ყველაფერი დანარჩენი). ინტერნეტს რაც ეხება, გამოქვეყნებისას მაინც დააკოპირეთ ხოლმე, რომ თუ რამეა, შენახული იყოს მეხსიერებაში. -H.McC. (მომწერეთ) 18:40, 8 თებერვალი 2013 (UTC)
რადგან არედაქტირებთ, წასაშლელისა და მოცდის თარგები ამოუღეთ --H.McC. (მომწერეთ) 18:48, 8 თებერვალი 2013 (UTC)
დიდი მადლობა რჩევებისთვის, ვეცდები ამოვიღო ეგ თარგები (მგონი მოვახერხებ). ყოველთვის მიხარია ხოლმე, როცა მეხმიანებით, როგორც ვგრძნობ, ცოცხალი შეკრული კოლექტივი ხართ ვიკიპედიელები და მეც ცოცხალი კონტაქტის და მიმოწერის გარეშე ერთ-ერთი თქვენგანი ვერ გავხდები, არადა მართლა მინდა ვიყო, კონსტრუქციულად ვარ განწყობილი და მაინტერესებს ეს საქმე.--ენარჯილისი განხილვაწვლილი 18:52, 8 თებერვალი 2013 (UTC)
თქვენი წვლილი იძლევა იმის იმედს, რომ ეს მოხდება, ამას დიდი დრო არც უნდა. შეკრული ვართ, მაგრამ დახურული არ ვართ და ამიტომ ყველა, ვინც ადეკვატურად იმუშავებს, გვესაჭიროება. სამწუხაროა, რომ აქამდე არ იყავით ჩვენთან, ვინაიდან, როგორც ვხედავ, 99ში დარეგისტრირებულხართ. --H.McC. (მომწერეთ) 18:54, 8 თებერვალი 2013 (UTC)
ქვედა ტირე
რედაქტირებაგაუმარჯოს. სტატიებში ნუ იყენებთ ქვედა ტირეს _ გამოიყენეთ ჩვეულებრივი — ტირე. — მიხეილ მიწერა 12:15, 16 თებერვალი 2013 (UTC)
გაუმარჯოს! უი, სტატიების შიგნითაც? მე მარტო პირველი განმარტებისთვის ვიყენებდი მაგ ტირეს. ბარემ ისიც მასწავლეთ, როგორ ავკრიფო. მე ქვედა ტირეს ვკრიფავ ხოლმე შიფტ-მინუსით და თქვენი "ჩვეულებრივი ტირე" კი არაჩვეულებრივი მგონია, კლავიატურაზე ვერ მიმიგნია )) შესწორება პრობლემა არაა, ერთი თუ ავითვისე, დავყვები და ყველას გავასწორებ. --ენარჯილისი განხილვაწვლილი 12:26, 16 თებერვალი 2013 (UTC)
თხოვნა
რედაქტირებაგამარჯობათ. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ კატეგორიებს. – ოთოჯი განხილვა 13:48, 23 აპრილი 2013 (UTC)
ზედა კატეგორიებს ასეთი ზოგადი სტატიებისათვის ნუ იყენებთ. და საერთოდ - თუ არ იცით, რა კატეგორია ჩასვათ - გადახედეთ, რა კატეგორია უწერია სხვაენოვან ვიკიპედიაში. ბოტანი- და სოფლიოს მეურნეობა ზედმეტად ზოგად სახეს ატარებს. --H.McC. განხილვაწვლილი 13:55, 23 აპრილი 2013 (UTC)
OK, მადლობა, დავუკვირდები. რაიმე გაიდლაინები გვაქვს კატეგორიებისთვის? --ენარჯილისი განხილვაწვლილი 15:29, 23 აპრილი 2013 (UTC)
არის, მაგრამ ნათარგმნი არ გვაქვს. ვიკიპედია:კატეგორიზაცია
საერთოდ, თუ გინდა კატეგორიზაციის მაგალითი, აჰა მაგალითად, აიღე ეს სტატია - The Dark Side of the Moon. ქვევით რომ აქვს „1973 წლის ალბომები“, კატეგორია - მაგას დააჭირე და მერე აყევი ზევით-ზევით და ნახავ რა სიტუაციაა. რა თქმა უნდა, კატეგორიათა დონეების რაოდენობა ყველგან განსხვავდება. --H.McC. განხილვაწვლილი 15:38, 23 აპრილი 2013 (UTC)
მადლობა. ვეცდები მე ვთარგმნო თუ მოვერევი. მაგ მაგალითებსაც ვნახავ, ვეცდები ერთი და იგივე შენიშვნა 2-ჯერ არ მივიღო ხოლმე. ენარჯილისი განხილვაწვლილი 16:08, 23 აპრილი 2013 (UTC)
გამარჯობა! რას ნიშნავს ჯერ გვერდის შექმნა და შემდეგ მისი დაცარიელება ? - ოთოჯი განხილვა 07:49, 6 მაისი 2014 (UTC)
გამარჯობა! შემეშალა, წერილად ვთარგმნე ავტომატურად "letter", მერე კი ახალ გვერდზე გადავიტანე ყველაფერი, "მეწამული_სიმბოლო". დაცარიელებული გვერდი, "მეწამული წერილი", რა თქმა უნდა, წასაშლელია. --ენარჯილისი განხილვაწვლილი 08:33, 6 მაისი 2014 (UTC)
- გასაგებია. თავიდან ვერ მივხვდი რაში იყო საქმე. ასეთ დროს უბრალოდ ჩასვით თარგი {{წასაშლელი}}. - ოთოჯი განხილვა 08:43, 6 მაისი 2014 (UTC)
დიდი მადლობა, შეცდომებზე ვსწავლობთ, მივამატე ჩემს არსენალს, {{წასაშლელი}}. :) --ენარჯილისი განხილვაწვლილი 08:44, 6 მაისი 2014 (UTC)
- არაფრის, რისი მადლობა :). - ოთოჯი განხილვა 08:45, 6 მაისი 2014 (UTC)
სანდო მომხმარებელი
რედაქტირებაგამარჯობა! ამიერიდან მოგენიჭათ სანდო მომხმარებლის სტატუსი; შესაბამისად, თქვენ მიერ განხორციელებულ ცვლილებებს დამოწმება აღარ დასჭირდება. წარმატებას გისურვებთ!. - ოთოჯი განხილვა 15:36, 7 დეკემბერი 2014 (UTC)
დიდი მადლობა. :) --ენარჯილისი განხილვაწვლილი 15:37, 7 დეკემბერი 2014 (UTC)
გილოცავთ. ოღონდ, თხოვნა მექნება - ყურადღება მიაქციეთ ასეთ რაღაცებს. მით უმეტეს, რომ ორიგინალურ სტატიას ეწოდება ბოსნია და ჰერცეგოვინა და არა ჰერცოგოვინა. --Henry (მომწერეთ) 15:40, 7 დეკემბერი 2014 (UTC)
გავიგე, მადლობა. მე სწორ ვარიანტად "ჰერცოგოვინა" ვიცოდი არადა, როგორც ჩანს, შეცდომით. გადავამოწმებ ხოლმე ბმულებს. --ენარჯილისი განხილვაწვლილი 16:55, 7 დეკემბერი 2014 (UTC)
სტატია დამუშავების პროცესში
რედაქტირებაგამარჯობა. მცირე მითითებები:
- როდესაც სტატია ჯერ მუშავდება და მასში ჩასმულია დამუშავების თარგი, იგი სტატიაში მხოლოდ 1 კვირა შეიძლება დარჩეს.
- თქვენი სტატია იყო აბსოლუტურად ცარიელი და წაიშალა - უპრიანი იქნებოდა მასში 2-3 წინადადების დაწერა. თუ სტატიას ვიკიპედიის გარეთ ამუშავებთ, ეს არ შეგიძლით ხელს, დაამუშავოთ შემდგომშიც. შემდეგ კი - შექმნათ სტატია ვიკიში.
- ოდნავ არაკორექტულიც კი არის ინტერვიკიდან ენებში ქართული სტატიის ჩამატება, როდესაც იგი ფაქტობრივად არ არსებობს. მომავალში მიაქციეთ ყურადღება ამ საკითხს. --Henry (მომწერეთ) 09:17, 13 იანვარი 2015 (UTC)
შეცდომით იყო გახსნილი აშკარად, უპრიანი იყო წაშლა. თვითონ სუდანის გეოგრაფიაში უნდა ჩამესვა სექციის რედაქტირების თარგი. სტატიის შევსებას კი ნამდვილად ვაპირებ, თუ უკვე ამოწურული არაა პროექტის დრო. — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ენარჯილისი (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
არანაირად - პროექტი მიმდინარეობს. წარმატებებს გისურვებთ. --Henry (მომწერეთ) 17:36, 13 იანვარი 2015 (UTC)
მადლობა კეთილი სურვილებისათვის! ვინც პროექტს შეამოწმებთ, მეორედ მომივიდა უკვე ეს შეცდომა. სექციის რედაქტირების თარგი სექციის თავში დავწერე და წინა სექციას მიეწერა. მომიწია, წამეშალა წინა სექციაში ეს თარგი და უკვე ჩემი სექციის ბოლოში მიმეწერა "Subst:R".ენარჯილისი განხილვაწვლილი 17:41, 13 იანვარი 2015 (UTC)
ვიკიშეხვედრა
რედაქტირებაგამარჯობა, მიხეილ. შეგახსენებ, რომ ხვალ შედგება ვიკიშეხვედრა. ვიკრიბებით 13:00 საათზე, მეტრო მარჯანიშვილის შესასვლელთან. — Mikheil მიწერა 15:58, 21 მარტი 2015 (UTC)
კიდევ ერთხელ გამარჯობა მიხეილ! სტატიაში ჩავსვი ინფოდაფა და მომავალში შეგვიძლია გამოვიყენოთ ხოლმე მსგავსი თარგი შესაბამის სტატიებთან მიმართებაში. --OTOGI Messages 18:10, 22 მარტი 2015 (UTC)
აი ამჯერად უკვე მართლა ნაცნობ-მეგობრული გამარჯობა! :) ინფოდაფას გავეცანი, მშვენიერია, აუცილებლად გამოვიყენებ. კიდევ მექნება სოფლები, დარწმუნებული ვარ. ეს სია ვნახე დღეს თარგების რედაქტორებზე: https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98 და, მოკლედ, აქ მინდა მოვხვდე მეც, თარგების რედაქტირება ვისწავლო. როგორია უმოკლესი გზა ამისთვის, თუ დამაკვალიანებთ, დიდ ენერგიას მოვიგებ და სამაგიეროდ სტატიებში გავუშვებ. )) --ენარჯილისი განხილვაწვლილი 17:32, 23 მარტი 2015 (UTC)
- გაგიმარჯოს მიხეილ! მაგ სიაში, რომ მოხვდეთ საკმარისია თქვენ პირად გვერდზე ჩასვათ კატეგორია: [[კატეგორია:თარგების რედაქტორები]]. ანუ ეს კატეგორია იმისთვისაა, რომ მომხმარებლებს, რომლებსაც გაუჭირდათ ტექნიკურ საკითხებში სწრაფად მოიძიონ მომხმარებლები, რომლებიც დაეხმარებიან საკითხების გადაჭრაში. თუ გსურთ, რომ ინფოდაფებში რედაქტირებები განახორციელოთ გამოიყენეთ თქვენი სავარჯიშო გვერდი და იქ დაატესტეთ ხოლმე. დაახლოებით ესეთ ვარიანტში: მომხმარებელი:Otogi/სავარჯიშო 2 და მომხმარებელი:Otogi/სავარჯიშო 2/ინფო. ისე, უკვე არსებულ ნავდაფებსა თუ ინფოდაბეფში ტესტირება დაუშვებელია. :). თუ გსურთ, შეგიძლიათ რომელიმე ნავდაფა ან ინფოდაფა გადმოიტანოთ ვიკიპედიის ამა თუ იმ განყოფილებიდან და დაატესტოთ თქვენ სავარჯიშოში. კიდევ, არსს, რომ უკეთ ჩაწვდეთ, იხილეთ ეს: თარგი:ინფოდაფა და თარგი:ნავდაფა. რაც შეეხება საკითხს, მაშინ რომ გითხარით, აი ბმული ენციკლოპედია საქართველოზე (იხ. ბმულები სულ ქვემოთ). → ბმული. :) - OTOGI Messages 18:29, 23 მარტი 2015 (UTC)
ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს ენარჯილისი.
რედაქტირებავეჟო თვალში მაზოლი ამომიყვანა ამ თარგმა! აუცილებელია ამდენ სტატიას ერთდროულად ეგ თარგი ესვას??? დაასრულე ერთი და მერე გადადი მეორეზე!--Surprizi განხილვაწვლილი 09:42, 9 ივნისი 2015 (UTC)
რომელი ადმინი ხართ? :) ნამდვილი ნიკით მომწერეთ ხოლმე, არ მწყინს მართებული შენიშვნები. ზუსტად ვიცი, სია მაქვს შედგენილი, 15 სტატია მაქვს დასამთავრებელი, ცუდი დეკადა მქონდა წინა, ვერ მოვიცალე. ახლა მოვიცლი და ყველას მოვამთავრებ. ახალ სტატიებს ამასობაში ნამდვილად არ დავიწყებ, სანამ თანამიმდევრულად არ დავასრულებ ძველებს. მადლობა კონსტრუქციული კრიტიკისთვის. --ენარჯილისი განხილვაწვლილი 12:15, 9 ივნისი 2015 (UTC)
რა ადმინი, რის ადმინი, ერთი შენ ხარ პასპორტში ენერჯალისი და მეორე მე სიურპრიზი! მე შენისთანა მოკვდავი რედაქტორი ვარ! უბრალოდ ენციკლოპედიის პედეეფი გავაძრე და მინდოდა სტატიების შეყრა, ხოდა გზადაგზა შენი თარგები დამხდა. თუ აკეთებ პრობლემა არაა. ისე თუ ასე ეს ენციკლოპედია ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიყაროს სრულად!!! ჩემთვის მნიშვნელობა არააქ ამას მე ვიზამ შენ თუ რამოდენიმე ადამიანი ერთად. თუ კარგად ავეწყობით მერე სხვა თავებსაც მივხედოთ. შენთვის თუ მოსახერხებელი იქნება ეს ენციკოლოპედიის თავი შენ წინიდან ხეხე მე კი უკნიდან შევუდგები?!--Surprizi განხილვაწვლილი 06:29, 10 ივნისი 2015 (UTC)
ეგრე ჯობია, და მაგ პდფ-ს თუ მეც გამიზიარებ, საქმე კიდევ უფრო სწრაფად წავა წინ. ;) --ენარჯილისი განხილვაწვლილი 07:03, 10 ივნისი 2015 (UTC)
- ეგ პედეეფი უკვე ჩავუდგი თარგს, პედეეფის სიმბოლოს როგორც დააჭერ ეგრევე გადაყევხარ გადმოწერის პროცესში. პედეეფი 350 მეგაბაიტიანია.
- სურპრიზი & ენარჯილისი. Inc, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 10.--Surprizi განხილვაწვლილი 08:29, 10 ივნისი 2015 (UTC)
მადლობა, გადმოვწერე! ამ სტატიებს რომ მოვრჩები, მოვიწერები და შეთანხმებულად გავუშვათ სტატიები, რომ გვერდები არ გამოვტოვოთ. ან მართლა თავი-ბოლოდან მივყვეთ და სადღაც შუაში შევხვდებით. )) --ენარჯილისი განხილვაწვლილი 08:42, 10 ივნისი 2015 (UTC)
- მოკლედ მე შკივამდე ყველაფერი ჩავიარე და გამოტოვილი სტატიები დავწერე. შენ შკივიდან გააგრძელე და მე ბოლოდან დავიწყებ წერას და შკივამდე ჩავალ, ყოველი შემთხვევისათვის გადავხედავ შენს ნამუშევარსაც. და შესაბამისად შენც გადახედე ჩემსას.--Surprizi განხილვაწვლილი 09:37, 10 ივნისი 2015 (UTC)
შევთანხმდით, ვითანამშრომლოთ. მართლა, პდფ-ზე ცოტა იმედი გამიცრუვდა, მეგონა ციფრული ტექსტი დაკოპირდებოდა პირდაპირ და ამას ამოცნობაზე სჭირდება ჩალიჩი... სურათები უფრო გამოდგება ალბათ. სამაგიეროდ, მიხარია ახალი კოლეგის გაცნობა. :) --ენარჯილისი განხილვაწვლილი 09:44, 10 ივნისი 2015 (UTC)
- ვზაიმნა მარა ფოტოებს მაგ წიგნიდან ვერ გამოიყენებ! ;) წიგნი 70 წელზე ახალგაზრდაა და ადმინები წაშლიან. ჩემი რჩევაა სხვა ვიკიებში არსებული ფოტოები გადმოიტანო და ისე განავრცო.--Surprizi განხილვაწვლილი 09:59, 10 ივნისი 2015 (UTC)
ვიკიშეხვედრა
რედაქტირებაგამარჯობა, მიხეილ. შეგახსენებ, რომ 8 აგვისტოს შედგება ვიკიშეხვედრა. ვიკრიბებით 13:00 საათზე, მეტრო თავისუფლების მოედნის შესასვლელთან.--დათო1010 15:36, 5 აგვისტო 2015 (UTC)
კომპიუტერი ბექას
რედაქტირებაიხ. https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98#.E1.83.99.E1.83.9D.E1.83.9B.E1.83.9E.E1.83.98.E1.83.A3.E1.83.A2.E1.83.94.E1.83.A0.E1.83.98_.E1.83.91.E1.83.94.E1.83.A5.E1.83.90.E1.83.A1 --ცანგალა (გ) 17:00, 19 ნოემბერი 2015 (UTC)
შეხვედრა
რედაქტირებავიკიპედია:ფორუმი/ვიკიშეხვედრები--ცანგალა (გ) 14:41, 25 იანვარი 2016 (UTC)
მომხმარებლის სახელი
რედაქტირებავიკიპედიაში მსგავსი მომხმარებლის სახელების ფონდი ქართული გალობა გამოყენება აკრძალულია. მაგ მომხმარებელს გადაეცი რომ ახალი ანგარიში შექმნას სადაც არ იქნება რომელიმე ორგანიზაციის, ფონდის, უწყების, საიტის და ა.შ. სახელი. ეს ანგარიში კი ვიკიპედიის წესების თანახმად დაიბლოკება--დათო1010 09:45, 11 აპრილი 2016 (UTC)
- კარგი, გადავცემ. --ენარჯილისი განხილვაწვლილი 10:48, 11 აპრილი 2016 (UTC)