მომხმარებლის განხილვა:ასლამაზიშვილი/არქივი 1
გამარჯობა, ასლამაზიშვილი. მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.(?) |
ვიკიპედიაში სტატიის რედაქტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გაეცანი სტატიების რედაქტირების დახმარების გვერდს, სადაც ახსნილია სტატიების რედაქტირების პრინციპები.
|
ვიკიპედია არის ენციკლოპედია
გახსოვდეს - ვიკიპედია არის ენციკლოპედია, შესაბამისად ნებისმიერი სტატია უნდა იყოს აკადემიური, ნეიტრალური (?) და ეფუძნებოდეს აკადემიურ და გადამოწმებად წყაროებს.(?) ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს სურთ შექმნან ახალი სტატიები - ამ შემთხვევაში სწორედ ავტორი არის ვალდებული, დაამტკიცოს ახალი სტატიის მნიშვნელობა ენციკლოპედიისთვის.
გაგვაგებინე
თუ გეგმავ, რომ სტატია აქტიურად დაარედაქტირო და ამისთვის დრო გჭირდება, სტატიის დასაწყისში ჩასვი
{{subst:მუშავდება}} , რათა აცნობო სხვა რედაქტორებს ამის შესახებ. ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს. ხშირად შეინახე
რაც შეიძლება ხშირად შეინახე რედაქტირებები - ამისთვის, რედაქტირების პანელის ქვედა ნაწილში ღილაკ „ცვლილებების შენახვა“ დააჭირე.(იხ. სურათი ქვემოთ) |
ხელი მოაწერე
ვიკიპედიაში გვერდების რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს: სტატიების გარდა, არსებობს ასევე განხილვის გვერდები. განხილვის გვერდი ყველა სტატიას აქვს; ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია საკუთარი კონსტრუქციული მოსაზრების დატოვება. განხილვის გვერდზე აუცილებელია ხელმოწერის დატოვება. ამისთვის ტექსტის ბოლოს ჩაწერე ოთხი ტილდა (
~~~~ ) ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დააჭირე (იხ. სურათი მარჯვნივ). გაგვეცანი
კარგი იქნება, თუ სხვა რედაქტორებს გაუმარტივებ კომუნიკაციას. თითოეულ მომხარებელს აქვს საკუთარი პირადი გვერდი, რომელზეც შეგიძლია დაამატო ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობ და ინტერესთა სფეროები.
გვთხოვე დახმარება
თუ დახმარების გვერდებს გაეცანი და მაინც გჭირდება დახმარება, საკუთარ განხილვის გვერდზე ჩასვი {{დამეხმარეთ}}, მოგვწერე კითხვა, და ჩვენი აქტიური რედაქტორი აუცილებლად გიპასუხებთ.
|
პატივი ეცი სხვის შრომას
დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.
|
Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
გთხოვთ, ვარჯიშისთვის გამოიყენოთ „სავარჯიშო გვერდი“ !
რედაქტირებამოგესალმებით!
გმადლობთ ვიკიპედიისადმი თქვენი ინტერესისთვის. რედაქტირების შესაძლებლობების შემოწმება შესანიშნავად ჩატარდა, ყველაფერი მუშაობს!
სამწუხაროდ, ჩვენ იძულებულნი ვართ გავაუქმოთ თქვენი რედაქტირება, რადგანაც იგი არ შეიცავს ვიკიპედიისთვის საჭირო ინფორმაციას. გთხოვთ, შემდგომი ექსპერიმენტებისთვის გამოიყენეთ ვიკიპედიის სავარჯიშო ან თქვენი პირადი სავარჯიშო, სადაც ხელს არავინ შეგიშლით.
თუ გსურთ პროექტის უფრო ახლოს გაცნობა, იხილეთ დახმარების გვერდი და შემოუერთდით ვიკიპედიის გაუმჯობესების პროცესს. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ახალ მომხმარებლებს!
Thank you for experimenting with Wikipedia. Your test worked, and it has been reverted or removed. Please use the sandbox for any other tests you want to do. If you do not speak Georgian but want to learn more about contributing to our encyclopedia, take a look at a special village pump page.— H.McC. (მომწერეთ) 11:54, 28 ოქტომბერი 2012 (UTC)
გაფრთხილება
რედაქტირებაეს არ ეხება კონკრეტულად ვიკიპედიას. საუბარია Commons-ზე - თქვენ Commons-ში ტვირთავთ სურათს, რომლის თავისუფლად გამოყენების უფლება არავინ მოგცათ. ნებართვა დინამოსგან ან კონკრეტული პირისგან არ მიგიღიათ. ამის გამო არის, რომ ყველა თქვენი ფაილი იქიდან იშლება სისტემის მიერ. ამჟამად ატვირთული ფოტოც ასევე წაიშლება, ვინაიდან სამწუხაროდ არღვევთ წესებს. წაიკითხეთ, რას გეუბნებათ სისტემა ამ ფაილზე და ხოლმე საკუთარ განხილვაშიც შეიხედეთ.
გარდა ამისა, ინფოდაფაში სურათის პარამეტრები ასე უნდა მიუთითოთ - [[File:alvarodinamo.jpg|200px]] და არა [[File:alvarodinamo.jpg|thumb|FC Dinamo]].
მესმის, რომ ვიკიპედიას სისტემატურად არ ეხებით, მაგრამ ეს თქვენს პასუხისმგებლობას არ ხსნის. --H.McC. განხილვაწვლილი 07:00, 10 მაისი 2013 (UTC)
გაფრთხილებები Commons-ისგან უნდა გაითვალისწინოთ. როდესაც სურათზე უფლებას არ ფლობთ, მისი ატვირთვა საერთო საცავში არ შეიძლება. აი უკვე მიიღეთ გაფრთხილება ახალ სურათზეც. სერიოზულად მოეპყარით ამ რესურსს, ვინაიდან შესაძლოა იქ დაგბლოკონ არამართებული ქმედებების გამო. --H.McC. განხილვაწვლილი 10:13, 10 მაისი 2013 (UTC)
გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Jabadvali9dinamo.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.
ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.
გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ. H.McC. განხილვაწვლილი 20:09, 10 მაისი 2013 (UTC)
Commons
რედაქტირებაCommons-ს სადამდე უნდა ეთამაშოთ? ხომ ხედავთ, რომ არასწორი ინფორმაციის გამო თქვენს ფაილებს შლიან? მაინცდამაინც გინდათ, რომ დაგბლოკონ? --H.McC. განხილვაწვლილი 17:48, 11 მაისი 2013 (UTC)
ლიცენზია
რედაქტირებაშეწყვიტეთ ულიცენზიო ფოტოების ატვირთვა! --მიხეილ მიწერა 21:44, 15 მაისი 2013 (UTC)
გაეცანით წესებს!!!!!!
რედაქტირებასტატიაში ნუ ტოვებთ ხელმოწერას!!! აგრეთვე ჯერ გაეცანით სურათის ჩასმის წესებს და მერე ჩასვით ის სტატიაში!!!--დათო1010 17:19, 30 მაისი 2013 (UTC)
ვუო
რედაქტირებამოკლედ http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%99_%E1%83%95%E1%83%A3%E1%83%9D ეს შევქმენი და თურმე ექაუნთი არ მქონდა ჩართული და წვლილი მეწერა იდ ს და ჩემსაზე ვერ გადმოვიყვან? — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ასლამაზიშვილი (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
მომავლისთვის - საკუთარ განხილვაში ახალ გზავნილებს ნუ ქმნით. ყველა მომხმარებელი სამწუხაროდ არ იხედება განხილვებში და სჯობს, მისწეროთ იმას, ვინც ხაზზეა იმ წამს.
მეორე - სტატიის თავში ზევით არის მენიუ, სადაც წერია 'გადატანა'. შედიხართ და გადაგაქვთ სასურველ სახელზე. ამჟამად ვუოს სტატია უკვე გადატანილია სწორ სახელზე. --Henry McClean განხილვაწვლილი 09:54, 17 აგვისტო 2013 (UTC)
მადლობა ყურადღებისთვის, დიდად ვერ გავუგე ამ გზავნილებს და როგორ უნდა გავიგო ვინარის იმ წამს ხაზზე, უნდა შევიდე იმასთან და ტოპიკი გავხსნა? და კიდე რამაინტერესებს სურათის ატვირთვის არანაირი გზა არარის? კარგის გაკეტება მინდა და ისე გამოდის არასწორს ვაკეთებ--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 10:10, 17 აგვისტო 2013 (UTC)
როგორ გავიგოთ, თუ ვინ არის აქტიური და ხაზზეა - შეიხედეთ აქ - სპეციალური:ბოლოცვლილებები. ეს ყოველთვის არის გამოტანილი მარცხნივ სვეტში, მენიუში. ეს რაც შეეხება წვრილმან კითხვებს.
ახლა სურათზე - ადრე მოგცეს მითითებები სურათების შესახებ და არღვევდით, მიუხედავად განმარტებებისა. პირველ რიგში, გადაამოწმეთ, არის თუ არა იგი Commons-ში (სადაც ფოტოებს არასწორი ლიცენზიით დებდით). თუ არის - უბრალოდ დააკოპირეთ მისი სახელი (ფაილი.jpg). თუ ფოტო იქ არ მოიპოვება, თავსატეხს ნუ გაიჩინეთ და უმჯობესი იქნება, ფოტო ატვირთოთ აქ და არა იქ (აქ უფრო ადვილად გამოვასწორებთ შეცდომას, თუ ლიცენზია არასწორია).
როდესაც ფოტოს ტვირთავთ, ყოველთვის დაამატეთ ასეთი ინფორმაცია (დააკოპირეთ ქვევით მოცემული ცარიელი კოდი). ფაილის ატვირთვისას გაქვთ ცარიელი დიდი ველი, რომელშიც ჩააკოპირებთ ამ კოდს და დააჭერთ ატვირთვას. მაგალითს გიჩვენებთ:
ჩემი მაგალითი
რედაქტირება{{არათავისუფალი ფაილი | აღწერა = The Notorious B.I.G. | წყარო = http://www.mtv.com/photos/remembering-the-notorious-big/1633461/4672903/photo.jhtml | თარიღი = 8.06.2010 | ავტორი = უცნობია | ნაწილი = მთლიანი }} {{არათავისუფალი ფაილი/სგდ |სტატია = The Notorious B.I.G. |მიზანი = შემსრულებლის ფოტოსურათის ჩვენება | ჩანაცვლებადობა = არ არის | სხვა = საავტორო უფლებების მფლობელია [[Bad Boy Records]] }}
ეს ველები უნდა შეცვალოთ საკუთარი ინფორმაციით. თქვენ შემთხვევაში (თუ ფეხბურთელზე წერთ)
{{არათავისუფალი ფაილი | აღწერა = პიროვნების ფოტო (თუ ფეხბურთელია) | წყარო = ბმული პირდაპირ გვერდზე (არა საიტზე, არამედ გვერდზე, რომლიდანაც სურათი აიღეთ) | თარიღი = ან ის თარიღი, როდის იქნა ფოტო გადაღებული, ან ის თარიღი, როდესაც ატვირთეთ | ავტორი = თუ თქვენ ხართ ავტორი, შეგიძლიათ ასე გააკეთოთ - [[მომხმარებელი:ასლამაზიშვილი]] | ნაწილი = მთლიანი (თუ იყენებთ მთლიანს და არა ფრაგმენტს }} {{არათავისუფალი ფაილი/სგდ |სტატია = აქ დაწერეთ სტატიის სათაური ფრჩხილების გარეშე და არა ბმული (ანუ [[ასე]] არ დაწეროთ) |მიზანი = პიროვნების ფოტო სტატიაში / სტატიის ილუსტრირება | ჩანაცვლებადობა = არ აქვს, ვინაიდან ფაილი არათავისუფალია და თავისუფალი ანალოგი არ მოიპოვება | სხვა = ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. შეგიძლიათ დატოვოთ უბრალოდ დეფისი - }}
ესეც ცარიელი კოდი, რათა შეავსოთ.
{{არათავისუფალი ფაილი | აღწერა = | წყარო = | თარიღი = | ავტორი = | ნაწილი = }} {{არათავისუფალი ფაილი/სგდ | სტატია = მიუთითეთ სტატია, სადაც გსურთ ფაილის გამოყენება | მიზანი = | ჩანაცვლებადობა = | სხვა = }}
სულ ბოლოს დავამატებ - გთხოვთ, ფაილებს ნათელი სახელწოდებები მიანიჭოთ (პიროვნების სახელი და გვარი.jpg და არა 2852828528525252.jpg). ამას იმიტომ გითითებთ, რომ ხშირი შეცდომაა. ფაილების სახელები ქართული შრიფტით დაშვებულია. --Henry McClean განხილვაწვლილი 10:40, 17 აგვისტო 2013 (UTC)
http://commons.wikimedia.org/wiki/File:Patrickvouho.jpg - ეს სწორად ავტვირთე თუ საერთოდ ქომონსიდან არ უნდა ავტვირთო?? დავიბენი შენი მაგალითი რო ვნახე მასეთი ველები ვერ ვნახე (( --ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 12:36, 19 აგვისტო 2013 (UTC) ეგ წაშალეს.. ამიტომ ქომონსში რომ ვტვირთავდი აღწერაში(description) ჩავაკოპირე შენი მაგალითი და დავწერე როგორც საჭირო, იმედია არ წაშლიან. თუ სწორად გავაკეთე სხვებსაც მასე ვიზამ თუარადა იქნებ ცოტა კოკნრეტულად ამიხსნა
წაშლიან და რატომ აკეთებთ ქომონსში? ქომონსში თავსდება ფაილები, რომლებზეც ავტორმა ან სურათზე გამოსახულმა პიროვნებამ უფლება ოფიციალურად მოგცათ ან ზოგადად გასული აქვს ვადა და არ ვრცელდება საავტორო უფლებები. --Henry McClean განხილვაწვლილი 11:39, 20 აგვისტო 2013 (UTC)
გარდა ამისა, აგიხსენით, ნუ ატვირთავ ქომონსში, ატვირთე აქ, ლოკალურად, ქართულ ვიკიპედიაში. ამ ცარიელი ველების შევსებით. მით უმეტეს, იქ ეს თარგი არ იმუშავებს, ქართულად არის. --Henry McClean განხილვაწვლილი 11:41, 20 აგვისტო 2013 (UTC) ვსიო მივხვდი ყველაფერს, დიდი მადლობა აწი სწორად გავაკეთებ..--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 13:17, 20 აგვისტო 2013 (UTC)
აი ეს სწორია და მომავალში ყველა ფოტო (ფეხბურთელის) ატვირთეთ ასე და აქ არავინ წაგიშლით. ოღონდ მანამდე შეამოწმეთ, თუ არის commons-ში. თუ არის, როგორც გითხარით - დააკოპირეთ იქიდან უბრალოდ ფაილის სახელწოდება და ჩასვით აქ. --Henry McClean განხილვაწვლილი 16:49, 20 აგვისტო 2013 (UTC) ბოლოს ერთი კითხვა მაქვს, ქართულ ვიკიპედიაზე ატვირთულ სურათს უცხოურ პოსტში ვერ გამოვიყენებ??--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 16:59, 20 აგვისტო 2013 (UTC)
სამწუხაროდ, არა. თუ აქ ატვირთავთ და იქ გადაიტანთ სახელს, ვთქვათ foto.jpg, იქ არ გამოჩნდება. ამისთვის არის commons, მაგრამ როგორც აგიხსენით - commons-ში შეგიძლიათ ატვირთოთ მხოლოდ:
- ფოტო, რომელიც პიროვნებას თავად გადაუღეთ
- ფოტო, რომელიც ზოგადად თქვენ გადაიღეთ (არა მხოლოდ პიროვნება, არამედ - ლანდშაფტი, ქალაქის ქუჩა ან სხვა)
- რამე გრაფიკული ნამუშევარი, რომელიც თავად შექმენით (მაგალითად, რუკა, რომელიც შეიძლება კაცმა გამოიყენოს სხვადასხვაენოვან ვიკიპედიაში)
- ლოგო, რომელიც შექმენით
და ზოგადად - ნებისმიერი გრაფიკული მასალა, რომელზეც უფლებას თავად ფლობთ და თავად შექმენით. თუ თქვენ აიღეთ რამე სურათი, რომელზეც არ გაქვთ უფლება და მოაჭერით ნაწილი, ეს მაინც არ ნიშნავს, რომ ავტორი თქვენ ხართ. ეს არის და ეს.
სხვაენოვან ვიკიპედიაში სურათის ატვირთვა კი ცალკე პროცესია. იქ არის სპეციალური დამხმარე ინტერფეისი, რომელიც გავსებინებთ ყველა საჭირო ველს ზედმიწევნით, ასე, რომ, შესაძლოა, გაერკვიოთ კიდეც. --Henry McClean განხილვაწვლილი 16:57, 20 აგვისტო 2013 (UTC)
კარგი, მადლობა.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 16:59, 20 აგვისტო 2013 (UTC)
ერთი კითხვაც რა:
|
ამ თარგის დაედიტება შემიძლია?? განახლებაა საჭირო--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 11:04, 22 აგვისტო 2013 (UTC)
მარცხენა კუთხეში ზევით არის 3 ბმული. ერთია ხილვა, მეორე რედაქტირება (ბოლოში). და საერთოდ, პირდაპირ შედით თარგი:დინამო თბილისის შემადგენლობა და რედაქტირება ჩაუტარეთ. ოღონდ ფრთხილად. --Henry McClean განხილვაწვლილი 10:39, 22 აგვისტო 2013 (UTC)
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D_%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98_(%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9D_%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%98)#.E1.83.A8.E1.83.94.E1.83.9B.E1.83.90.E1.83.93.E1.83.92.E1.83.94.E1.83.9C.E1.83.9A.E1.83.9D.E1.83.91.E1.83.90_2013.E2.80.9314 ამის მიხედვით გავაკეთე ზუსტად --ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 11:04, 22 აგვისტო 2013 (UTC)
დამოწმდა --Henry McClean განხილვაწვლილი 11:08, 22 აგვისტო 2013 (UTC)
წეღან შემშლია ახლაა სწორი :|--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 11:36, 22 აგვისტო 2013 (UTC)
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98_%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90 - დიდი ხანია დამოწმება ჭირდება და ვერ ნახულობთ თუ ვერიცლით?--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 07:51, 23 აგვისტო 2013 (UTC)
არსებობს ასეთი გვერდი - სპეციალური:ბოლოცვლილებები. როგორც წესი, ყველა ვიხედებით მანდ და როდესაც რედაქტირებების რაოდენობა ივსება, ზოგიერთ სტატიას ვერ ვხედავთ. ამიტომ არ არის გამორიცხული გამოგვრჩეს. რაც შეეხება გზავნილების დაწერას - მომავალში დაწერეთ ჩემს განხილვაში, რათა მივიღო, თორემ იმასაც ვერ შევამჩნევ, რომ საკუთარ განხილვაში რაღაც დაწერეთ. --Henry McClean განხილვაწვლილი 08:09, 23 აგვისტო 2013 (UTC)
პასუხი მოგწერე ჩემს განხილვაში. იქვე სხვა ინფორმაცია მივაწერე. --Henry McClean განხილვაწვლილი 08:23, 23 აგვისტო 2013 (UTC) ჰენრი, რასაც მე ვაკეთებ ანუ ფეხბურთელების გვერდების დაედიტება და შექმნა ვის კომპეტენციაში შედის ფეხბურთელის აგენტის, გუნდის ადმინისტრაციის და საერთოდ კი მომწონს რასაც ვაკეთებ მაგრამ ფუჭად ვხარჯავ დროს თუ კაის ვაკეთებ, გული მტკივა ქართული გუნდების ადმინისტრაციებს რო არ აინტერესებთ ვიკიზე წესიერი გვერდი, უცხოური გუნდები აქცევენ ყურადღებას და მაინტერსებს ვისი კომპეტენციაა. მადლობა წინასწარ.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 12:39, 24 აგვისტო 2013 (UTC)
ეგეთი რაღაცეები ჩემს განხილვაში მომწერე (კიდევ კარგი, ახლა ბევრი რედაქტირება არ იყო და ვნახე, რომ რაღაც მოგიწერია საკუთარ განხილვაში). შენს კითხვას რაც შეეხება - ეს პრობლემა მხოლოდ სპორტს არ ეხება. ძალიან მტკივნეული საკითხია და შევეცდები, დაახლოებით აგიხსნა, რა ხდება ზოგადად ქართულ ვიკიში აქტიურობის მხრივ.
უდიდესმა პროცენტმა პრინციპში დღემდე არ იცის (საქართველოში) თუ რა არის ვიკიპედია. ვიღაცას ცნობათა ბიურო ჰგონია და ფორუმში რაღაც უცნაურ თხოვნებს გვწერენ (ერთხელ შ. ნათელაშვილის მისამართითაც კი დაწერეს წერილი-თხოვნა, გეგონება, ჩვენ მისი ოფისი ვიყოთ). Facebook-ს არ ვიყენებ, მაგრამ ვიხედები ქართული ვიკის გვერდზე და იქაც ვხედავ, რა უცნაურ თხოვნებს ტოვებენ ოლმე.
რა თქმა უნდა, გვქონდა პრეცედენტები, როდესაც პირდაპირი თანამშრომლობა გვქონდა ამა თუ იმ უწყებასთან, მაგრამ ასეთი, სამწუხაროდ, ცოტა იყო. იყო თითქოს ადრე საუბარი, რომ კულტურის სამინისტრო ჩაერთვებოდა ამ ამბებში და იაქტიურებდა, მაგრამ დიდი არაფერი მომხდარა მაშინ.
სამწუხარო ის არის, რომ ამდენი ხალხი ფლობს საჭირო ინფორმაციას, რომლითაც საჭიროა ვიკიპედიის შევსება და მათი ცოდნა უბრალოდ არ იდება ვიკიპედიაში. ცალკე ეტაპია მათთვის ვიკის პრინციპების ახსნა, მაგრამ ეს არ არის პრობლემა (თუკი თვითონ აითვისებენ), მთავარია, შემოვიდეს ხალხი.
ქართული ვიკის ერთ-ერთი პრობლემაა სწორედ მომხმარებელთა რაოდენობა. დაარსებიდან (2004 წლიდან) დღემდე 77.740 სტატიამდე ძლივს ავედით. ვიღაცეები გვემატებოდნენ, ვიღაცეები გვაკლდებოდნენ (ტრაგიკული მიზეზითაც). დახედე აბა რუსულ ან სხვაენოვან ვიკიპედიებს, ნახე რამდენად არიან წინ სტატიების რაოდენობით. მართალია, ხარისხსაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ არც ჩვენ გვაქვს დასაკვეხნად საქმე - გვაქვს ასეთი ტიპის უცნაური სტატიები:
დღესდღეობით უხეშად რომ ვთქვათ, ვიკიპედიაში მუშაობს 30-დან 40-მდე (ალბათ) მუდმივი რედაქტორი. ზოგი რამდენიმე დღით ქრება, ზოგი ჩემსავით აქ არის დღის რაღაც ნაწილის მანძილზე (და კიდევ რამდენიმე ვართ ასეთი). ეს არ არის საკმარისი. პრობლემა არა მხოლოდ რაოდენობაშია, არამედ განვითარებაში. ზოგჯერ რაღაც წინადადებას შეიტან განსახილველად და ხალხს საერთოდ ავიწყდება ან სხვები არ ერთვებიან დისკუსიაში. მაგალითად აი.
სამწუხაროდ, პრობლემა გვაქვს ერთმანეთთან გარკვეული კოლაბორაციისაც. მაგალითად, რაღაც სტანდარტებს დავამკვიდრებთ (ვთქვათ, ტექსტის ფორმატირების, რაღაც შაბლონების). რომელიმე მომხმარებელი მაგალითად, ერთი თვის მანძილზე არ შემოდის და მერე უკვირს, რატომ ვაკეთებთ ასე (ასეთიც მინახავს).
ერთ-ერთი დიდი პრობლემა, სამწუხაროდ, გახდა უმცროსკლასელთა ბოგინი ვიკიპედიაში. პრობლემა იმაშია, რომ მათი უმეტესობისთვის ეს გართობის საშუალებად იქცა. ამ ბოლო 3 და მეტი წლის მანძილზე უყვართ შემოსვლა (უმეტესწილად მაინც სკოლის პერიოდში და მათი ქმედებები ზუსტად ემთხვევა სასწავლო სემესტრების პერიოდს) და სტატიების გაფუჭება, ან უშინაარსო სტატიების შექმნა. ბოლო პერიოდში კი აქტიურად მომრავლდა გინებებით გაჯერებულებიც. ან ერთმანეთს გზავნილებს უგზავნიან ასე, ან ჩვენი მისამართითაც ისმის გინება. ისე, უბრალოდ, უმიზეზოდ. აი ასეა. იმის მაგივრად, რომ თავისი ინტელექტი გამოიყენონ კარგ საქმეში, ამაზე ცდებიან. სამწუხაროდ, არც მათზე უფროსებს აქვთ კარგად საქმე - 20 წელს გადაცილებული ხალხიც აკეთებს ამას. და წარმოიდგინე ახლა - ათობით ათასი ამდენი ადამიანი თავის რაღაც ცოდნას ჰაერში რომ ყრის, რა უნდა დაიწეროს ასეთ პირობებში? თითო მათგანს ვიკიპედიაში 1 ხარისხიანი სტატია მაინც რომ შემოეტანა (აქ იგულისხმება ე.წ. ესკიზიც, ანუ 3 გამართული წინადადებისგან შემდგარი საფუძველი), ახლა ბევრად წინ ვიქნებოდით.
მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ხალხს კვლავ არ ესმის, თუ რა არის ზოგადად ვიკიპედია (მარტო ქართული კი არა). ამიტომ არის, რომ ჰგონიათ, თითქოს აქ ხელფასს გვირიგებენ ამ საქმეში. კიდევ ერთი დამადასტურებელი ნიშანი იმისა, რომ არ იციან აქაურობის პრინციპი, არის ის, რომ აქტიურად გვაკრიტიკებენ, თითქოს ცოტა სტატიაა ან სტატიები უხარისხოა ან რაღაც სტატია არ წერია და უკვირთ, როგორ შეიძლება არ ეწეროს. იმიტომ არ წერია, რომ ყველაფერს ერთად გეგმად ვერ დავისახავთ. მაგალითად, მე დაგეგმილი მქონდა მუსიკალურ ჟანრებზე წერა. მაგრამ არ შემიძლია მხოლოდ ერთ თემაზე წერა, სხვაზე გადავერთვები. და ასე ნელ-ნელა ვასწორებ რაღაცეებს. ასე ვმუშაობ, ეს არის ჩემი პრინციპი. ეს არის თავისუფალი ენციკლოპედია და ამიტომ არის, რომ აქ ვერ დავეყუდებით და შეკვეთებზე ვერ ვიმუშავებთ. ვმუშაობთ, როგორც ვმუშაობთ და ის, რომ რომელიმე საკითხზე სტატია არ არის, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, მაგრამ ეს ჩვენი ბრალი, როგორც ასეთი არ არის. ალბათ მარტო იმის ბრალია რომ თავში 10 ცალი ტვინი არ გვიდევს და ტანზე 20 ხელი არ გვაბია :) ვიღაცისთვის ფიზიკაა პრიორიტეტული, ვიღაცისთვის ქიმია, ვიღაცისთვის - მედიცინა და როდესაც მცოდნე ადამიანი არ იხედება და არ წერს ამ საკითხზე, მარტო მე ან სხვა კომპეტენტურად ამაზე ვერ ვიმუშავებთ.
არ ვიცი, ამას ყველაფერს უბრალოდ შევაჯამებდი იმით, რომ საჭიროა, ქართულ ვიკიპედიას ჩამოუყალიბდეს სწორი იმიჯი და იცოდეს ხალხმა, რომ პირიქით, მან უნდა შეიტანოს წვლილი, რათა უკეთესი გახდეს აქაურობა და, სამწუხაროდ, როდესაც ზოგადად ქვეყანაში ერთმანეთის მოსმენის და კოლაბორაციის კულტურა შესუსტებულია, რთულია თუნდაც 1000 მუდმივი რედაქტორი შემოყარო აქ (არა და ინგლისურ ვიკიპედიაში მინიმუმ მაგდენი მაინც არის), რომელიც ამ საქმეს გააკეთებს იმაზე ფიქრით, რომ საერთო საქმეში შეაქვს წვლილი. რაც შეეხება კონკრეტული უწყებების ხალხს - ეგენი თუ გვიშველიან ასეთ საქმეებში, ვინაიდან გვჭირდება სპეციალისტების თვალი და აქტიურობა. მე პირადად არ მჯერა, რომ სპორტის სფეროდან მინიმუმ 5 კაცი მაინც არ არის, რომ დაგვეხმაროს თუნდაც ამ თემატიკის დახვეწაში ვიკიპედიაში.
მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში - წვლილი, რომელიც შენ შემოგაქვს, ვთქვათ, უკვე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეგ თემატიკაც ოდნავ მიყრუებულია ბოლო პერიოდში ვიკიპედიაში რედაქტირებების მხრივ. სპორტზე კი წერენ, მაგრამ საჭიროა მეტი და დახვეწა ყველაფრის. თუ ჩაერთვები აქტიურად და ამ თემატიკაზე იმუშავებ, უკვე რაღაც კი არა და მნიშვნელოვანი წვლილი იქნება.
გრძელი გამომივიდა, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო. --Henry McClean განხილვაწვლილი 13:27, 24 აგვისტო 2013 (UTC)
მძიმე სიტუაციაა, ჩემს გარშემოც არ არის ბევრი ვიკიპედიის მომხმარებელი, მომხმარებლები ალბათ ფიქრობენ რომ ვიკიპედიას თავისი მწერლები და ადმინები ყავს და იმათი მოვალეობაა, ცოტა პიარი რომ გაუკეთდეს ამ საქმეს მგონი გამოჩნდებიან ისეთები ვისაც დააინტერესებთ, მეც გული მტკივა სხვა ქვეყნის ვკიპედიაზე ამდენი სტატიაა და ჩვენთან რაც არის იმის ევსებაც არ ხდება, აქ სტატიების წერა არც ისე დიდი ხნის წინ დავიწყე დინამოს ფეხბურთელებიდან შემდეგ ქართველებზე გადავედი და ეხლა ვცდილობ შევავსო დინამოს მთელი შემადგენლობა შემდეგ დანარჩენზე გადავალ, აწი შევეცდები უქმე დრო აქ გავატარო(შევეშვა არაფრის მომცემ გასართობ საშუალებებს), ქართული ვიკიპედიის გვერდზე(ფესბუქზე) თუ დაიდება პოსტები სადაც აუხსნიან ვითარებას, სტატიის დაედიტების ხერხებს ზედაპირულად მაინც მემგონი მეტი მსურველი იქნება, რამდენიმეს ვუთხარი ჩემი ჩასწორებული სტატიების შესახებ და სურვილიც გაუჩნდათ მაგრამ ალბათ რონახეს რო არც ისე მარტივია ხელი აიღეს, რაც შენ თქვი ოფიციალური დაწესებულებების ჩარევაც კარგი იქნება, დინამოს ადმინისტრაციას მივწერდი შემოთავაზებით თვითნ ექნათ ეს ყოველივე, მაგრამ საიტზე რომ შევედი ინფორმაცია ვიკპედიიდან იყო დაკოპირებული, რომელი ფეხბურთელის სტატიაც არ იყო იმათი ინფო შეუვსებელი იყო, მოკლედ ნამდვილად ცუდი მდგომარეობაა კარგია შენ და შენნაირები მაინც როარიან თუნდაც მცირე რაოდენობით, თუ რამე იდეა მომივა ამ ამბის გაპიარებისთვის მაქსიმალურად შევეცდები სხვა ხალხიც ჩავრთო, ჩემი სიახლოვიდან დავიწყებ. მაგალითად ჩემმა დამ რომ ნახა რას ვაკეთებდი გაუჩნდა სურვილი ინფოსმაციის დამატების და ხელს შევუუწყობ აქტიური მომხმარებელი გახდეს, უნდა გაიგოს ხალხმა რომ ამითი წვლილი შეაქვს საერთო საქმეში და ხელს უწყობს ამ თემით დაინტერესებულებს- ქართველისთვის ეს უფრო დიდი მოტივაცია იქნება ვიდრე რაიმე პრიზი(ჩემი აზრით), პლუს ვიცნობ ხალხს რომელიც ინფორმაციის ნაკლებობის გამო რუსულ ვიკიპედიას იყენებს.რაც შეეხება სპორტის სფეროს ვიცნობ ისეთ ხალხს და ვიცი ისეთი ადგილები სადაც შეიძლება ამისი ახსნით შემოგვიერთდებან და წვლილს შეიტანენ, იმედია ასე იქნება.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 16:17, 24 აგვისტო 2013 (UTC)
ინსტრუქციებს დრო და დრო დებენ მგონი იქ, მაგრამ ეგ საქმეს ჯერ-ჯერობით არ შველის. ასე თუ ისე, ხალხიც ნელა გვემატება, მაგრამ ამ წლის 1 იანვრიდან საოცარი აქტიურობა დაიწყო და რამდენიმე შემოგვემატა იმთავითვე, ისეთი, აქტიური რომ არის დღესაც. ამიტომ მთლად უიმედოდაც არ ვართ. ნამდვილად კარგი იქნება, თუ ვინმეს გაუწევ აგიტაციას. --Henry McClean განხილვაწვლილი 16:49, 24 აგვისტო 2013 (UTC)
- ჰენრი, ბრავო! ზუსტად ის თქვი, რაც ამდენი ხანია მახრჩობს და სადაც შანსი მაქვს, ყველგან ვიძახი! ასლამაზიშვილი, შესანიშნავი მიდგომა გაქვს, ფეისბუკზე თუ ხარ, ელ-ფოსტაზე მომწერე როგორ გნახო. — მიხეილ მიწერა 17:48, 24 აგვისტო 2013 (UTC)
სანდო მომხმარებელი
რედაქტირებასალამი. გილოცავ, ახლა ჩაგირთე სანდო მომხმარებლის სტატუსი, ნამდვილად იმსახურებ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან, შენი წვლილი ავტომატურად დამოწმებული იქნება, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გაკისრებს. წარმატებები! — მიხეილ მიწერა 14:00, 25 აგვისტო 2013 (UTC)
- მადლობა, ვცდილობ ყველაფერი სწორად ვქნა გადაუმოწმებელ ინფორმაციას არ ვწერ არც რამეს ვურევ, გავამართლებ იმედებს, ამის ჩართვა თქვენც გაგიადვილებთ საქმეს და მეც : ))--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 14:51, 25 აგვისტო 2013 (UTC)
((
რედაქტირებამართლა რა ცუდი სიტუაციაა http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98_%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%98_(%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9D_%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%98) 1913 წელს შექმნილი გუნდია, ფეხბურთი ფოთიდან შემოვიდა, ფინანსურად არ აქცევენ ყურადღებას კარგი,მაგრამ ხოშეიძლება რომელიმე ისტორიის მცოდნემ შეავსოს, სირცხვილია ეს და გული მწყდება, შევეცდები შევავსო. უბრალოდ გულის ტკივილი გამოვხატე (( და ეს ცისფერ ველში რო იწერება ჩემი ტოპიკები როგორ გავასწორო მითხარით— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ასლამაზიშვილი (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - . .
როგორ და აბზაცის თავში ცარიელ ადგილს ნუ ტოვებ. შენ წერ ასე
მართლა რა ცუდი სიტუაციაა
ამიტომ უნდა დაწერო ასე
მართლა რა ცუდი სიტუაციაა --Henry McClean განხილვაწვლილი 15:43, 25 აგვისტო 2013 (UTC)
დაუსრულებელი
რედაქტირებათუ ვთქვათ, აკეთებ სტატიას (რომელიც გრძელია) ან თარგს, რომლის გაკეთებასაც ცოტა დიდი ხანი სჭირდება, ასეთი რაღაც ჩაუსვი:
{{subst:L}}
მაგრამ ნუ დაგავიწყდება ამოღება, როდესაც დაასრულებ მუშაობას. ეს არის თარგი, რომელიც სხვას მიუთითებს, რომ იმ წამს მუშაობ სტატიაზე/თარგზე და ჯერ დაუსრულებელია და უნდა ოდნავ მუშაობა გაცადონ. გაითვალისწინე, რომ ამ თარგის სტატიაში/მომავალ თარგში დატოვება მხოლოდ 1 კვირით შეიძლება.
ეს თარგი არის კარგი იმით, რომ დიდი სტატიის შექმნის შემთხვევაში, არავინ ჩაერევა შენს ნაწერში და არ მოხდება რედაქტირებების კონფლიქტი (როდესაც შენ დაწყებული გაქვს და ამ დროს სხვას შეაქვს ცვლილებები და შენი ამასობაში ჩატარებული ცვლილებები იკარგება). --Henry McClean განხილვაწვლილი 16:11, 26 აგვისტო 2013 (UTC) გავითვალისწინებ, მადლობა ინფორმაციისთვის.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 16:13, 26 აგვისტო 2013 (UTC)
ხელპ
რედაქტირებაhttp://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98:%E1%83%96%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90 - ეს დავაედიტე ყველაფერი სწორად და ვიზუალი არ ჩაჯდა რა შეცდომაა დამეხმარეთ რა ((--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 07:55, 27 აგვისტო 2013 (UTC)
მე მგონი რაღაც ეშველა. :) --JABA 1977 03:52, 27 აგვისტო 2013 (UTC)
- აქვე ერთი თხოვნა მაქვს [[:თარგი:ზესტაფონის შემადგენლობა]] ასე თუ დაწერ მიიღებ ასეთ ბმულს და აღარ მოგიწევს ლინკის დადება. პლუს ხელმოწერაც ნუ გავიწყდებათ. :) --JABA 1977 03:54, 27 აგვისტო 2013 (UTC)
მაპატიე ჯაბა ვჩქარობდი გუშინ და დამავიწყდა თუ გადახედავ არ მეშლება ეგ, რჩევისტვის მადლობა.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 07:55, 27 აგვისტო 2013 (UTC)
- არაფერი საპატიებელი არაა. :) ზემოთაც ვნახე შენი ხელმოუწერელი პოსტი და მაგიტომ დაგიწერე. იმედია საწყენად არ მიიღებ. --JABA 1977 10:26, 27 აგვისტო 2013 (UTC)
ნუ იყენებ ამ თარგებში პარამეტრს საფეხბურთო გუნდის მოთამაშე (საერთოდ, საიდან მოიტანე, ვერ გამიგია). უნდა იყოს ფეხბურთის გუნდის მოთამაშე. --Henry McClean განხილვაწვლილი 08:00, 27 აგვისტო 2013 (UTC
- შემადგენლობის სექციიდან დავაკოპირე პირდაპირ და ეგ იყო შეცდომა ეტობა, უმაღლესი ლიგის სხვა გუნდების თარგებიც უნდა გავაკეთო და მაგის არაცოდნა აღარ შემიშლის ხელს. თუ რამე და გკითხავთ : ))--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 08:06, 27 აგვისტო 2013 (UTC)
არაა პრობლემა. ფერებს ჩავამატებ მერე, გუნდის ოფიციალური ფერების მიხედვით. ზედა პანელის (სათაურის უკანა ფონი) ფერი ერთი იქნება და წარწერის (გუნდის სახელი) მეორე. --Henry McClean განხილვაწვლილი 08:07, 27 აგვისტო 2013 (UTC)
- გორის დილის თარგის შექმნისას დროულად დამეხმარე ვფიქრობდი საიდან მეპოვა ლურჯის და ბორდოსფერის კოდები, ეხლა რომლებსაც ვაპირებ იმათ მართო შემადგენლობის ჩასწორება უნდა, თუ მივედი იქამდე რომ თავიდან ქნება შესაქმნელი მოგმართავ.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 08:11, 27 აგვისტო 2013 (UTC)
მეტალურგი რუსთავი (საფეხბურთო კლუბი) ეს შეამოწმეთ რა, განახლებას ვაპირებ ბევრია მაქ ჩასამატებელი.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 10:59, 27 აგვისტო 2013 (UTC)
და თარგი:უმაღლესი ლიგის კლუბები აქ შემავალ გუნდებს გადახედეთ და დასამოწმებელი დაამოწმეთ, ხელი რომ არ შემეშალოს.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 11:04, 27 აგვისტო 2013 (UTC)
ჯერ არაფერი დაგიწერია მანდ და რატომ ითხოვ დამოწმებას? --Henry McClean განხილვაწვლილი 23:54, 27 აგვისტო 2013 (UTC)
როგორ არ არის მერანი მარტვილი (საფეხბურთო კლუბი) აი მაგალითად ეს დასამოწმებელია, კიდე 1 თხოვნა მაქვს ნიკა საბანაძე ამას ნიკოლოზად გადაუკეთე რა, უნდა განვაახლო.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 08:14, 28 აგვისტო 2013 (UTC)
'როგორ არაო' წერ - და რანაირად, როდესაც შენ მერანზე არ გითხოვია? შენ მოიწერე
თარგი:უმაღლესი ლიგის კლუბები აქ შემავალ გუნდებს გადახედეთ და დასამოწმებელი დაამოწმეთ, ხელი რომ არ შემეშალოს
ანუ რას ითხოვ, ვინც შედის, ყველა დავამოწმოთ? რატომ არის ასეთი აუცილებელი, ჩაასწორებ - დავამოწმებთ. Medgeorgia-მ იმუშავა ბოლოს და კიდევ ჩემმა რობოტმა და არაფერია მანდ არასანდო (ორივეში). --Henry McClean განხილვაწვლილი 08:20, 28 აგვისტო 2013 (UTC)
ვერ მიგახვედრე რამინდოდა (( ანუ მაგ თარგში შემავალი გუნდების გვერდებს გადახედეთ და რომელიც დასამოწმებელია დაამოწმეთთქო მინდოდა მეთქვა, ბოდიში შეცდომისთვის.აწი პირდაპირ დავაედიტებ, ნიკა საბანაძის გვერდს ნიკოლოზ საბანაძე რო დავარქვა ვერ ვიზამ მაგას ?--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 10:11, 28 აგვისტო 2013 (UTC)
- დავამოწმე, რისი დამოწმებაც შეიძლებოდა. შეგიძლია არედაქტირო, სანდო მომხმარებლის სტატუსი გაქვს და შენს წვლილს არ დასჭირდება დამოწმება, ავტომატურად იქნება შემოწმებული--შოთა [UT] 10:40, 28 აგვისტო 2013 (UTC)
მადლობა შოთა, ვიცი ჩემი სტატუსის შესახებ, უბრალოდ თუ სხვას აქვს ჩასწორებული და შემოწმება ჭირდება მაგას თქვენი დასტური შველის მხოლოდ--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 10:52, 28 აგვისტო 2013 (UTC) ფანკლუბის გვერდის გაკეთება არ შეიძლება? არის ასეთი ქართული სპორტის ქომაგები და შეიძლება თუ არა მაგათი გვერდის შექმნა.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 07:44, 29 აგვისტო 2013 (UTC)
დავით თარგამაძე ეს გვერდი დაამოწმეთ რა.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 23:31, 29 აგვისტო 2013 (UTC)
მერამდენედ გწერ:
- არ არის საჭირო ყოველ შესწორებაზე ვიღაცამ ირბინოს და გადაამოწმოს შენი ნაწერი, ხალხი ათასი საქმით არის ვიკიში დაკავებული.
- ამ განხილვას ქრონიკულად სხვებთან მიმოსაწერად ნუ იყენებ. ბოლო-ბოლო იმას მისწერე, ვისაც ბოლოს მისწერე. საკუთარ განხილვაში წერა არ გაძლევს გარანტიას, რომ ვინმე ნახავს.
ამასთან - სტატიაში აბზაცებს შორის 2 ცარიელ სტრიქონს ნუ იყენებ. 1 საკმარისია იმისთვის, რომ ვიზუალურად ყველაფერს ერთი სტანდარტი ჰქონდეს. აქაც -თ მპასუხობ, გამოტოვე ერთი სტრიქონი, თორემ შენი ნაწერი მიკრულია ჩემსაზე. --Henry McClean განხილვაწვლილი 05:55, 30 აგვისტო 2013 (UTC)
დაედიტების მერე ეგრევე არასდროს მითქვამს ეგ თქვენთვის, პლუს არის გვერრდები დაუმოწმებელი რომლებიც თვეების წინ დავაედიტე, საქართველოს ნაკრების წევრებისაა და მეტად მაინტერესებს, მესმის რო საქმე აქვს ყველას მაგრამ ესეც ხო მათი კომპეტენციაა, უბრალოდ მინდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობის სექციაში რაც დარჩა ყველაფერი ჩავასწორო და რო გადავხედე ბევრი დაუმოწმებელი შემხვდა(თუდაც ჩემივე დიდი ხნის წინ ჩასწორებული). ჩემს განხილვაში აღარ დავწერ, გასაგებია.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 07:44, 30 აგვისტო 2013 (UTC)
თარგი:საქართველოს_ფუტსალის_სუპერ_ლიგა ლიგაში შემავალი გუნდების თარგი სხვანაირად კეთდება როგორც მივხვდი და დამეხმარეთ რა, როგორ ვქნა.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 14:19, 3 სექტემბერი 2013 (UTC)
როდესაც ხედავ, თუ ვინ არის ხაზზე, მიწერე რომელიმე რედაქტორს და საკუთარ განხილვაში ნუ წერ, კიდევ ერთხელ გთხოვ. დაწყებულ დისკუსიას აქ ვაგრძელებთ, მაგრამ ცალკე თემაზე - სხვის განხილვაში. --Henry McClean განხილვაწვლილი 14:54, 3 სექტემბერი 2013 (UTC) კი შოთა სწორია, მადლობა. ჰენრი გავითვალისწინებ აწი.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 20:07, 3 სექტემბერი 2013 (UTC)
წყარო
რედაქტირება- "გუგლი" წყარო არ არის.
- შეგახსენებ -
ბმული პირდაპირ გვერდზე (არა საიტზე, არამედ გვერდზე, რომლიდანაც სურათი აიღეთ)
მიაქციე ამას ყურადღება.--Henry McClean განხილვაწვლილი 08:11, 29 აგვისტო 2013 (UTC)
გარდა ამისა, სწორად მიუთითე, თუ შეიძლება, ბმულები. google.ge და რაღაც გრძელი კუდი რომ მოჰყვება, ეგ გუგლის ქეშია და სინამდვილეში ეგ გვერდი არის:
http://goli.ge/forum/index.php?showtopic=1123
--Henry McClean განხილვაწვლილი 08:23, 29 აგვისტო 2013 (UTC) კარგი, უბრალოდ ეგ სურათი ტორპედოს ოფიციალური საიტიდან ჰქონდათ მაგათ და იმ საიტზე ეგ სურათი აღარ დევს თან ვჩქარობდი.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 11:49, 29 აგვისტო 2013 (UTC)
სურათი
რედაქტირება- thumb ან მინი ნუ დაგავიწყდება პარამეტრებში. თუ მაგას არ გამოიყენებ, სურათის ქვეშ ვერ აისახება წარწერა (უკვე ჩაგისწორე)
- საერთოდ, უმჯობესია, შემოტანილ ფოტოზე ზევიდან წარწერები არ იყოს (აი ის წითლად რომ ჰქონდა). მოვაშორე და ზევიდან გადავაწერე არსებულ ფაილებს, კონტრასტიც შევუცვალე, ოდნავ გამოკვეთილი გახდა. თუ არ გექნება წარწერების გარეშე, არა უშავს - შენი ატვირთე და მე შევცვლი. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:39, 30 აგვისტო 2013 (UTC)
მადლობა, ბევრი ვიფიქრე რატომ არ ეწერებოდა, მაგ წარწერებს მოვაშორებ აწი თუიქნება.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 16:04, 30 აგვისტო 2013 (UTC)
სტრიქონები
რედაქტირებაკიდევ ერთხელ - სექციებს შორის, გთხოვ, დატოვო 1 ცარიელი სტრიქონი და არა ორი. ეს ვიკიპედიის სტანდარტებს გვერდს უვლის და შემდეგ სტატიაში არ აისახება კარგად. სტანდარტია ერთი სტრიქონი, რის შედეგად ყველა სექცია საბოლოოდ ასახულ სტატიაში ლამაზად ზის ერთმანეთზე. --Henry McClean განხილვაწვლილი 06:33, 5 სექტემბერი 2013 (UTC)
გავითვალისწინებ, მე მეგონა მნიშვნელობა არ ქონდა.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 06:35, 5 სექტემბერი 2013 (UTC)
აქვს, ეგეც, ასე ვთქვათ, ფორმატირების სფეროში შედის. --Henry McClean განხილვაწვლილი 06:37, 5 სექტემბერი 2013 (UTC)
დამავიწყდა იმის დამატება, რომ ეგ მოვლენა (2 სტრიქონის გამოტოვება) რატომღაც ავტომატურად ხდება სექციის შექმნისას (როდესაც რედაქტირების პანელში ირჩევ ====-ების ჩამატებას. მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში გამოიყენება 1 ცარიელი სტრიქონი, რატომღაც ისმევა 2, რაც, შესაბამისად, ხელით ხდება შესასწორებელი. --Henry McClean განხილვაწვლილი 07:27, 5 სექტემბერი 2013 (UTC)
აუცილებლად მივაქცევ ყურადღებას.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 07:34, 5 სექტემბერი 2013 (UTC)
გელრედომი
რედაქტირებადასაწყისისთვის ნორმალურია, უბრალოდ ფრჩხილებში არნემი არ სჭირდებოდა (სხვა სტატიაში ასე იყო და გასაგებია, იქიდან გადაგიყვანა ასეთის შექმნაზე). მომავალში გაითვალისწინე მცირე რამ - 'გახლავთ' და 'გახლდათ' ვიკიპედიაში არ ვიყენებთ, ვინაიდან საგაზეთო-ლიტერატურული სტილია. გამოიყენე 'არის' და 'იყო'. --Henry McClean განხილვაწვლილი 10:49, 8 სექტემბერი 2013 (UTC) ოქეი ː )) --ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 11:30, 8 სექტემბერი 2013 (UTC)
ჰენრი ბარემ აქ ხარ, Pro Evolution Soccer 2014 ამისი ქართული გვერდი რო შევქმნა სათაურად როგორ დავაწერო და როგორი თარგი ჭირდება სად ვნახოʔ--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 15:23, 8 სექტემბერი 2013 (UTC)
ვახ ეხლა მივხვდი რამხელა საზრუნავ გაქვთ ადმინებს, თარგები შევქმენი და გუნდების გვერდებში ვსვამდი, შემთხვევით იყო თუ ვანდალიზმი ვერ მივხვდი ირაკლი ბრჟაზე გნახავ ეწერა გუნდის გვერდში :/ ისე ფეხბურთის სფეროში ვინც იყო თარგების შექმნა არ იცოდა ნეტა?? უკრაინულზე წავაწყდი კაი თარგებს და გადდამოვაქართულე.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 12:13, 9 სექტემბერი 2013 (UTC)
დნიპრო არენა
რედაქტირებადნიპრო არენას სურათი უკვე დევს Commons-ში, შეგეძლო დაგეკოპირებინა ფაილის სახელი უბრალოდ. გადახედე შენს მიერ ბოლოს ატვირთულ ფაილებს საერთოდ. მაგალითად, შედიხარ
https://en.wikipedia.org/wiki/File:Dnipro_Arena.JPG
თუ იქ სურათის ქვეშ წერია
This is a file from the Wikimedia Commons. Information from its description page there is shown below.
ამ შემთხვევაში, ქართულ ვიკიში არაფერს ტვირთავ. აიღე ფაილის სახელი (Dnipro_Arena.JPG) და ჩასვი აქ. მორჩა. --Henry McClean განხილვაწვლილი 18:26, 9 სექტემბერი 2013 (UTC)
მაგას ვაკვირდები სულ, უბრალოდ ეხლა ვერ შევამჩნიე ქომონსზე რო იყო ატვირთული.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 18:33, 9 სექტემბერი 2013 (UTC)
მეტეორის სტადიონზეც იგივე სიტუაციაა. ეს ორი ფაილი, სხვებზე ჯერ არ ვნახე დუბლიკატები. --Henry McClean განხილვაწვლილი 18:37, 9 სექტემბერი 2013 (UTC)
თხოვნა
რედაქტირებასალამი. ახლა რაღაც სტატიებში შევამჩნიე, რომ ესენი წერია ქვევით სანავიგაციო თარგებთან {{fb start}} და {{fb end}}. თხოვნა მექნება, ამოშალო, თუ ნახავ და ერთმანეთზე მიატყუპო ნავდაფები (ანუ თუ რამდენიმეა და მათ შორის სტრიქონი იქნება ცარიელი, სტრიქონი გააუქმე). რაღაც უშნოდ აჩვენებს ეგეთ თარგებს და თან ეკრანის ცენტრში კუმშავს და სრულ ზომაზე არ შლის. --Henry McClean განხილვაწვლილი 12:37, 10 სექტემბერი 2013 (UTC)
მოკლედ მე რო დავიწყე კეთება ეგრე იყო პირველი თარგი საიდანაც გადმოვიღე ეგ და ვფიქრობდი საჭიროც მასე იყო გავითვალისწინებ აწი, ჯობია მთლიანად იყოს, უმაღლესი ლიგის თარგი იყო პირველი რომელიც მე მასე ვნახე, ჩავასწორებ სხვებსაც.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 18:14, 11 სექტემბერი 2013 (UTC)
სტატიაზე მაქვს საუბარი, ალბათ, მიხვდი. თვითონ თარგში ეგ არ არის. --Henry McClean განხილვაწვლილი 18:36, 11 სექტემბერი 2013 (UTC)
მივხვდი, სტატიაში იყო ანუ მასე ჩასმული, თარგების კეთება რო დავიწყე შესაბამისად კლუბების გვერდებშიც ვსვამდი.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 21:40, 11 სექტემბერი 2013 (UTC)
გაჩა
რედაქტირებაგამარჯობა. გაჩა გასაგებია, არის Me and My Monkey-ს წევრი. მაგრამ - როგორც სოლო-შემსრულებელს, ბევრი ნაშრომი აქვს? ბევრ წყაროშია მითითებული? თუ არ იქნება მომავალ სტატიაში მოყვანილი საკმარისი წყარო, სამწუხაროდ, მის არსებობს აზრი არ ექნება.
საერთოდ ყველა ქართული ჯგუფის სოლო წევრებზე არ ვწერთ სტატიებს - ვინაიდან მათზე, როგორც ცალკე პიროვნებებზე წყაროების სიმწირე არის. --Henry McClean განხილვაწვლილი 14:00, 14 სექტემბერი 2013 (UTC)
ცალკე ქმნიდა მუსიკას, ასევე პროდიუსერია, არ არის ბევრი წყარო, მაგრამ როგორც გავარკვიე გარკვეული წილი აქვს შეტანილი ქართული ელექტრონული მუსიკის განვითარებაში, ახლა მარტო მოღვაწეობს აღარ არის ჯგუფის წევრი, მგონი ღირს გვერდის შექმნა.თუ არ წაიშლება გვერდი დიდ ინფორმაციასაც დავამატებ.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 14:05, 14 სექტემბერი 2013 (UTC)
მაგასთან დაკავშირებულ ბლოგებს გადახედე ან რაღაც მეტი ინფორმაცია მოიყვანე, ეს მწირია, სამწუხაროდ. უნდა იყოს სადმე, დარწმუნებული ვარ. ელექტრონული მუსიკოსია და მაშინ მაგის მიქსების და ეგეთი რაღაცეების ჩამონათვალი იქნებ მოიყვანო. --Henry McClean განხილვაწვლილი 14:12, 14 სექტემბერი 2013 (UTC)
ეგეთი მუსიკოსი არ გვყოლია ჯერ, აპოლო რეკორდსთან აქვს კონტრაქტი, სადაც ადრე ჯეიმს ბლეიქი და ალექს თვინსი მუშაობდნენ,უცხოურ ბაზაზე შეიძლება ყველაზე წარმატებულ ქართველად ჩაითვალოს:|--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 14:15, 14 სექტემბერი 2013 (UTC)
ჰო და მოიყვანე ეს ჩამონათვალი. დარწმუნებული ვარ, სადღაც იქნება მითითებული, თუ რამე სეტები აქვს ჩაწერილი, ან ცალკე სიმღერები. დისკოგრაფიის სახით დაწერე, გადახედე სხვა მუსიკოსების სტატიებში როგორ წერია ზოგადად. აქ უფრო ტექსტის ფორმატირების მხარეზე გეუბნები (სტრიქონებზე დალაგებაზე და კლასიციფირებაზე). --Henry McClean განხილვაწვლილი 14:18, 14 სექტემბერი 2013 (UTC)
შეძლებისდაგვარად ყველაფერი ჩავამატე, http://randsrecords.greedbag.com/buy/remember-50/ , http://www.residentadvisor.net/review-view.aspx?id=11230.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 14:28, 14 სექტემბერი 2013 (UTC)