დავით კერესელიძე
დავით კერესელიძე (დ. 9 ივნისი, 1959 , თბილისი) — ქართველი დიპლომატი, საქართველოს ელჩი დანიისა და ნორვეგიის სამეფოებში და ისლანდიის რესპუბლიკაში.
ბიოგრაფია
რედაქტირება1976–1981 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის სპეციალობით. 1978-1980 სწავლობდა წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მეორად ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1983 წლამდე მუშაობდა საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში მეცნიერ-თანაშრომლად. 1983-1988 წლებში გაიარა მოსკოვის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში ასპირანტურის კურსი საერთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების განხრით. მიღებული აქვს დოქტორის წოდება.
დიპლომატიურ სამსახურში შესვლამდე ეწეოდა კომერციულ საქმიანობას: იყო საქართველოს საგარეო ვაჭრობის ასოციაცია „გრუზიმფექსის“ დირექტორი (1989–1990) და შპს „ტრანსსერვისის“ კომერციული დირექტორი (1991–1993).
დიპლომატიური კარიერა
რედაქტირება1993 წლიდან შევიდა დიპლომატიურ სამსახურში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეკავა სხვადასხვა თანამდებობები:
- საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის მრავალმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილების უფროსი (1993-1994)
- საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (1994-1996).
- საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპულიკაში, დესპანი (1996-1999)
- საერთაშორისო ეკონომიკისა და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი (1996-2006)
- 2006 წლის 1 ივნისიდან არის საქართველოს ელჩი დანიისა და ნორვეგიის სამეფოებში და ისლანდიის რესპუბლიკაში.
კონფერენციებსა და მოლაპარაკებებში მონაწილება
რედაქტირებააქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან კონფერენციებსა და მოლაპარაკებებში, მათ შორის:
- გაეროსა და გაეროს აზიისა და ოკეანიის ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური კომისიის ფარგლებში უმაღლესი დონის მოსამზადებელი შეხვედრები
- შავი ზღვის ეკონომიკური ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების, მაღალი თანამდებობის პირთა და შესაბამისი სტრუქტურების ოფიციალური შეხვედრები.
- 1997-2005 შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის საქართველოს მმართველის მოვალეობის შემსრულებელი
- 1996–2006 საქართველოს შავი ზღვის საერთაშორისო ცენტრის დირექტორთა საბჭოს დირექტორი (ათენი)
- ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთსადენებისა და კასპის გაზსადენის პროექტების მოლაპარაკებები – ჯგუფის წევრი – ანკარა, თურკეთი – 1999 წელი;
- კასპის გაზსადენის პროექტების მოლაპარაკებები – ჯგუფის წევრი – აშხაბადი, თურქმენეთი – 2000 წელი;
- კასპის გაზსადენის პროექტების მოლაპარაკებები – ჯგუფის წევრი – თბილისი, საქართველო – 2000 წელი;
ენები
რედაქტირებაინგლისური, ფრანგული, რუსული.