დავით თარგამაძე (დ. 22 აგვისტო, 1989, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, თამაშობდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში (2011–2014), ნახევარმცველის პოზიციაზე.

დავით თარგამაძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
დავით თარგამაძე
დაბადების
თარიღი
22 აგვისტო, 1989 (1989-08-22) (35 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 1.68 მ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
სამტრედია
ნომერი 30
ახალგაზრდული კარიერა
1998-2006 დინამო თბილისი
2006-2008 ფრაიბურგი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2008–2010 ფრაიბურგი 14 (0)
2010–2012 ალექსანდრია 12 (0)
2012–2016 შახტარი დონეცკი 24 (4)
2012–2014   მარიუპოლი 51 (5)
2015–2016   ალაექსანდრია 10 (0)
2018 საბურთალო 7 (1)
2019 სიონი ბოლნისი 26 (1)
2020 შევარდენი 1 (1)
2020– სამტრედია 4 (1)
ეროვნული ნაკრები
2007-2008 საქართველო 19 წლ. 6 (1)
2009 საქართველო 21 წლ. 2 (0)
2011–2014 საქართველო 20 (2)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 16 აგვისტო, 2020

თამაშობდა თბილისის „დინამოში“, სანამ გადავიდოდა გერმანულ „ფრაიბურგში“ 2006 წელს. „ფრაიბურგის“ ძირითად გუნდში მისი დებიუტი შედგა 2009 წლის 17 მაისს ობერჰაუზენის „როტ-ვაისთან“ მატჩში.[1] კლუბის მაისურით მონაწილეობა მიიღო 8 მატჩში.[2] 2010 წლის ზაფხულში გადავიდა უკრაინის „ოლექსანდრიაში“.

2011 წლის 30 დეკემბერს დონეცკის „შახტარმ“ა საკუთარ საიტზე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით გუნდში თარგამაძე გადავიდა.[3] იმავე წელს იჯარით შეუერთდა მარიუპოლის „ილიჩევეცს“, სადაც დაჰყო 2014 წლამდე. 2015-2016 წლებში იჯარით თამაშობდა „ალექსანდრიაში“.

სანაკრებო

რედაქტირება

თარგამაძე გამოდიოდა საქართველოს 19 და 21 წლამდელთა ნაკრებებში. 2009 წელს, ახალგაზრდულ ნაკრებში ჩაატარა სამი მატჩი.[4]

ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი 2011 წლის 10 აგვისტოს, სტუმრად პოლონეთთან 0-1 წაგებულ მატჩში შედგა. თარგამაძე თამაშში, ალექსანდრე გურულის ნაცვლად 50-ე წუთიდან ჩაერთო და ყვითელი ბარათიც დაიმსახურა. მონაწილეობდა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამ მატჩში. თბილისში საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, მე-19 წუთზე სტანდარტული სიტუაციიდან გახსნა ანგარიში.

2012 წლის 24 მაისს თურქეთის ნაკრებთან, ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩის 51-ე წუთზე თარგამაძემ ანგარიში 1-2 გახადა, თუმცა საბოლოოდ თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა, ანგარიშით 1-3 გაიმარჯვა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Player profile. Football-Lineups.com.
  2. (გერმანული) Player profile. Fußballdaten.de.
  3. David Targamadze signed for Shakhtar!. shakhtar.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-14. ციტირების თარიღი: 2012-07-17.
  4. Player profile. PlayerHistory.com.