ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მიხალ შიმეჩკა ( სლოვაკ. Michal Šimečka დ. 10 მაისი, 1984, ბრატისლავა) — სლოვაკი ჟურნალისტი, მკვლევარი და პოლიტიკური აქტივისტი. 2022 წლიდან სოციალ-ლიბერალური პარტიის პროგრესული სლოვაკეთის თანადამფუძნებელი და ლიდერი. სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე 2023 წლის 25 ოქტომბრიდან.[1] ყოფილი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი (2022—2023) და ევროპარლამენტის წევრი (2019-2023), ფრაქციის განახლებული ევროპის ვიცე-პრეზიდენტი (20202021).[2]

მიხალ შიმეჩკა
სლოვაკ. Michal Šimečka
დაბადების თარიღი 10 მაისი, 1984(1984-05-10) (40 წლის)
დაბადების ადგილი ბრატისლავა
მოქალაქეობა  სლოვაკეთი
განათლება კარლის უნივერსიტეტი, Nuffield College და St Antony's College
მამა Martin Milan Šimečka

ბიოგრაფია

რედაქტირება

მიხაილ შიმეჩკა დაიბადა 1984 წლის 10 მაისს ბრატისლავაში, ჩეხოსლოვაკიაში.[2] იგი არის ჟურნალისტის მარტინ მილან შიმეჩკას ვაჟი (დ. 1957) და ფილოსოფოსის, მწერლისა და დისიდენტის მილან შიმეჩკას (დ. 1930 — გ.1990) შვილიშვილი.

შიმეჩკა სწავლობდა პრაღის კარლის უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებებსა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2006 წელს და მიიღო ბაკალავრის ხარისხი. 2008 წელს დაასრულა ოქსფორდის უნივერსიტეტის სენტ-ანტონის კოლეჯი და მოიპოვა რუსული და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების მაგისტრის ხარისხი, ამის შემდეგ 2012 წელს გადავიდა ნუფილდის კოლეჯში, სადაც პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობების განხრით მიიღო დოქტორის ხარისხი.[3]

შიმეჩკა 2002 წლიდან 2004 წლამდე იყო სლოვაკური გაზეთის SME-ის რეპორტიორი, ხოლო 2004 წლიდან 2006 წლამდე — Financial Times-ის.[3] 2007 წლიდან 2010 წლამდე მუშაობდა პოლიტიკური რისკების ანალიტიკოსად Exclusive Analysis-ში ლონდონში.[3] 2010 წელს მიხაილ შემეჩკა მიიწვიეს პრაღის კარლის უნივერსიტეტში ლექტორად, 2011 წელს კი — ბრატისლავაში, J. A. Comenius University-ში.[3]

2011-2014 წლებში შიმეჩკა ევროპარლამენტში იყო მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში. 2013 წლიდან ის მუშაობს ბრიუსელში ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრში. 20152017 წლებში მას უკავია პრაღის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელის და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ლუბომირ ზაორალეკის მრჩეველის პოზიცია.[3]

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

2017 წელს შიმეჩკამ დააფუძნა „პროგრესული სლოვაკეთის“ პარტია, გახდა საბჭოს წევრი. 2019 წელს კი იგი აირჩიეს თავმჯდომარის მოადგილედ.[3]

2019 წელს ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების საფუძველზე აირჩეული იქნა დეპუტატად.[4] შიმეჩკა პარლამენტში მსახურობდა სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (2019–2022). დამატებით ის არის უკრაინა-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტში, საპარლამენტო დელეგაციებში და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში. შემჩკა ასევე არის ევროპარლამენტის ლგბტ უფლებების საკითხებში [5] და ევროპარლამენტის ტრადიციული უმცირესობების, ეროვნული თემებისა და ენების ინტერჯგუფის წევრი. 2022 წლის 18 იანვრიდან კი ევროპარლამენტის ბიუროს წევრი.[2]

2020 წლის 12 იანვრიდან 2021 წლის 18 ოქტომბრამდე შემეჩკა იკავებდა საპარლამენტო გუნდის „განახლებული ევროპა“ თავჯდომარის, დაცანა ჩალოშას, მოადგილის პოზიციას. 2019 წლის ნოემბერში შიმეჩკა აირჩიეს ევროკავშირის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების მექანიზმის ჩამოყალიბების საკითხებში მომხსენებლად.[6] 2020 წლის ოქტომბერში მან წარმოადგინა წინადადება იმ მექანიზმის შესახებ, რომელიც აერთიანებს რამდენიმე ინსტრუმენტს კანონის უზენაესობისა და ევროპული ღირებულებების დაცვის მონიტორინგისთვის,რასაც ევროპარლამენთში უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.[7] შიმეჩკა ამტკიცებდა, რომ ევროკავშირმა უფრო მეტი უნდა გააკეთოს ევროკავშირის დაფინანსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ საბრძოლველად და დაწერა: „ჩვენ ვიხდით,რათა წვდომა გვქონდეს ბაზარზე, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ ბოროტად გამოიყენოთ თანხები — ეს უნდა დასრულდეს“.[8] 2022 წლის 7 მაისს იგი აირჩიეს პროგრესული სლოვაკეთის პარტიის თავმჯდომარედ, მან შეცვალა ირენა ბიჰარიოვა მიიღო რა 152 ხმა შესაძლო 156 ხმიდან.[9]

2023 წლის 30 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, „პროგრესულმა სლოვაკეთმა“ 32 მანდატი მიიღო. 16 ოქტომბერს შიმეჩკამ დატოვა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, ხოლო 24 ოქტომბერს დატოვა ევროპარლამენტი.[2] 25 ოქტომბერს დამფუძნებელ კრებაზე შიმეჩკა აირჩიეს ოპოზიციიდან სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. ფარული კენჭისყრით შიმეჩკას მხარი 92 — მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი იყო 29, ხოლო 21 — მა თავი შეიკავა.[1]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ცხოვრობს ბრატისლავაში თავის პარტნიორ, მოცეკვავე სონა ფერიენჩიკოვასთან (დ. 1987) და მათ ქალიშვილ ტანიასთან ერთად (დ. 2020 წ).[10][11][12]

  1. 1.0 1.1 Belej Majerčínová, Adriána. (2023-10-25) Pellegriniho zvolili za predsedu NR SR, v rozprave mu Matovič tvrdo vynadal. Menovanie vlády sa posúva. Pravda. ციტირების თარიღი: 2023-10-25
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Michal Šimečka. European Parliament. ციტირების თარიღი: 2023-10-26
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Curriculum vitae. European Parliament. ციტირების თარიღი: 2023-10-26
  4. EP election in Slovakia: Official results confirm the victory of pro-EU forces. SME (2019-05-26). ციტირების თარიღი: 2023-09-30
  5. Members. The European Parliament's LGBTI Intergroup. ციტირების თარიღი: 2023-09-30
  6. German Sirotnikova, Miroslava. (2020-11-10) "Mr Rule of Law Seeks to Fix Europe's Crisis in Values". ციტირების თარიღი: 2023-09-30
  7. Eszter Zalan. (2020-10-08) Massive MEP majority for better rule-of-law mechanism. ციტირების თარიღი: 2023-09-30
  8. Šimečka, Michal. (2020-09-24) How to break the taboo about EU funding and the rule of law. ციტირების თარიღი: 2023-09-30
  9. Progresívne Slovensko si zvolilo nového predsedu, Šimečka dostal hlas od takmer všetkých delegátov. SITA (2022-05-07). ციტირების თარიღი: 2023-09-30
  10. Soňa Ferienčíková (1987, Bratislava). Divadelný ústav. ციტირების თარიღი: 2023-09-30
  11. Michal Šimečka: Bol to strašný rok, pre mnohých asi najťažší, aký sme zažili. Mal však tri momenty, za ktoré budem navždy vďačný (2021-01-03). ციტირების თარიღი: 2023-09-30
  12. Prvý rozhovor zo súkromia predsedu PS: Aký je Michal Šimečka otec a pri čom relaxuje? Toto všetko prezradila jeho partnerka (2023-09-19). ციტირების თარიღი: 2023-10-26
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიხალ_შიმეჩკა“-დან