მანდატი (ლათ. mandatum — დავალება) — უფლებამოსილება, დავალება, ვისიმე რწმუნებულების დამადასტურებელი დოკუმენტი. დეპუტატის უფლებამოსილების შესამოწმებლად არჩევითი ორგანო (პარლამენტი, კონფერენცია, საბჭო, საკრებულო, ყრილობა) ირჩევს სამანდატო კომისიას.

საერთაშორისო სამართალში მანდატი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აღნიშნავდა ანტანტის ამა თუ იმ სახელმწიფოს უფლებამოსილებას, ერთა ლიგის სახელით განეხორციელებინა მართვა-გამგეობა იმ ტერიტორიაზე, რომელიც ომში დამარცხებულ სახელმწიფოს ჩამოერთვა. ამ ტერიტორიას ეწოდებოდა სამანდატო ტერიტორია.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება