გერასიმე (შარაშენიძე)

(გადამისამართდა გვერდიდან მიტროპოლიტი გერასიმე)

მიტროპოლიტი გერასიმე (ერისკაცობაში — გიორგი რევაზის ძე შარაშენიძე; დ.20 მაისი, 1958, თბილისი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსი, საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო–ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი. ანგელოზის დღე — 17 მარტი [ძვ. სტ. 4 მარტი] (ღირსი გერასიმე იორდანელის ხსენება); კათედრა ზუგდიდსა და ცაიშში, რეზიდენცია ზუგდიდსა და წალენჯიხაში.

მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მიტროპოლიტი
გერასიმე (შარაშენიძე)
დროშა
დროშა
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი
ეკლესია: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
 
განათლება: საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
დაბადების სახელი: გიორგი რევაზის ძე შარაშენიძე
დაბადება: 20 მაისი, 1958 (1958-05-20) (66 წლის)
თბილისი
ბერად აღკვეცა: 1997 წლის 28 ივნისი
დიაკვნად კურთხევა: 1997 წლის 20 ივლისი
მღვდლად კურთხევა: 1997 წლის 10 აგვისტო
ეპისკოპოსად კურთხევა: 1998 წლის 11 ოქტომბერი
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 2006 წლის 11 ივნისი
მიტროპოლიტობა ებოძა: 2007 წლის 3 ივნისი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მიტროპოლიტი გერასიმე, ერისკაცობაში გიორგი რევაზის ძე შარაშენიძე, დაიბადა 1958 წლის 20 მაისს თბილისში. 1965-1975 წლებში სწავლობდა თბილისის 55-ე საშუალო სკოლაში, 1975-1980 წლებში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროკავშირგაბმულობის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ, 1980-1992 წლებში, სპეციალობის მიხედვით მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე თბილისსა და მოსკოვში. 1992-1997 წლებში გიორგი შარაშანიძე სტიქაროსნად მსახურობდა მოსკოვის აღდგომის, შემდეგ კი წმიდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში. 1997 წლის მარტში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით განწესებულ იქნა ურბნისისა და რუისის ეპარქიაში. 1997 წლის 28 ივნისს ხაშურის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში მთავარეპისკოპოსმა იობმა იგი ბერად აღკვეცა და უწოდა სახელი გერასიმე. 1997 წლის 20 ივლისს აკურთხეს იეროდიაკვნად. 1997 წლის 10 აგვისტოს კი მღვდელმონაზვნად და დაინიშნა წრომის ამაღლების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად. 1998 წლის 17 იანვარს, უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა–კურთხევით მღვდელმონაზონი გერასიმე საგარეჯო–გურჯაანის ეპარქიაში სოფელ პატარძეულის ეკლესიის მოძღვრად დაინიშნა. 1998 წლის 18 თებერვალს საგარეჯო გურჯაანის მთავარეპისკოპოს აბრაამის მიერ დაინიშნა საეპარქიო საბჭოს მდივნად. 1998 წლის 29 მარტს ეკლესიაში ერთგული მსახურებისათვის, უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II–მ სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელ მონაზონი გერასიმე აღამაღლა იღუმენის ხარისხში და დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. 1998 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმ. სინოდის კრებაზე იღუმენი გერასიმე გამორჩეულ იქნა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ეპისკოპოსად. 2002 წლის 9 ივნისს ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი გერასიმე დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარედ, შემდგომ საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარედ. 2003 წლის ივლისიდან მეუფე გერასიმე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსია. 2003 წელს დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარედ. 2006 წლის 11 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 2007 წლის 3 ივნისს აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.

დაჯილდოებულია: საქართველოს, სერბეთის, საბერძნეთის, რუსეთის, უკრაინის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის საეკლესიო ორდენებით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გაზეთი "ღია ბოქლომი ", # 3, 12 მარტი, 2007 წელი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება