მირზა ნასრულა ხანი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მირზა ნასრულა ხანი (სპარს. میرزا نصرالله خان نایینی‎, 17 ოქტომბერი, 1840, ნაინი, ირანი — გ. 13 სექტემბერი, 1907, თეირანი, ირანი) — სპარსელი სახელმწიფო მოღვაწე, ირანის პირველი პრემიერ-მინისტრი ( 1906-1907). [1]

მირზა ნასრულა ხანი
მირზა ნასრულა ხანი
სპარს. میرزا نصرالله خان نایینی
ირანის მე-3 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 სექტემბერი1907 – 13 სექტემბერი 1907
მონარქი  მუჰამედ ალი შაჰი
წინამორბედიმირზა ალი ასღარ-ხან ამინ ალ-სულთანი
მემკვიდრეაჰმად მოსხირ ალ სალთანე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 აგვისტო 1906  – 17 თებერვალი 1907
მონარქი  მოზაფარ ალ-დინ შაჰი
წინამორბედიაბდულ მაჯიდ მირზა ეინ ოდ-დოვლა (როგორც სპარსეთის პრემიერ-მინისტრი)
მემკვიდრესოლთან ალი-ხან ვაზირ აფკჰამი

საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1902 – 1905
პრემიერ-მინისტრიმირზა ალი ასღარ-ხან ამინ ალ-სულთანი
აბდულ მაჯიდ მირზა ეინ ოდ-დოვლა
წინამორბედიაბდულ მაჯიდ მირზა ეინ ოდ-დოვლა
მემკვიდრემირზა აბდულ ვაჯაბ ხანი

დაბადებული17 ოქტომბერი 1840
ნაინი, ისპაჰანი, სპარსეთი
გარდაცვლილი13 სექტემბერი 1907 (66 წლის)
თეირანი, სპარსეთი
პოლიტიკური პარტიაირანის კონსტიტუციური პარტია
შვილებიჰასან პირნია
ჰოსეინ პირნია
რელიგიაისლამი, შიიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მირზა ნასრულა ხანი დაიბადა  რელიგიური ლიდერების ოჯახში, გაიზარდა ნაინში, ახალგაზრდობაში გადავიდა თეირანში, სადაც დაიწყო მუშაობა ქუჩის მწიგნობარად, განთავსდა რა სამთავრობო  შენობების გვერდით, ადგენდა სხვადასხვა სახის წერილებს წერა-კითხვის უცოდინართათვის. 1862 წელს  დაქორწინდა ხოსნიზე, მდიდარი ვაჭრის, მირზა თაგი აჯუდანის ასულზე, რის შემდეგაც მან შეძლო საჯარო სამსახურში დასაქმება.

ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, შემდეგ აზერბაიჯანის პროვინციებში დაბალი თანამდებობის პირი იყო, მსახურობდა თავრიზში, მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ იგი გახდა სპარსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირადი მდივანი. თანდათანობით დიდძალი ქონება დააგროვა.[2]

1898 წელს  დაიკავა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა და მოლაპარაკება გამართა ბრიტანელებთან ნავთობის კონცესიებთან დაკავშირებით. მისი ორი ვაჟი, ჰასან პირნია (1872-1935) და ჰოსეინ პირნია (1875-1948) ასევე პოლიტიკოსები გახდნენ და მონაწილეობა მიიღეს 1906 წლის სპარსეთის კონსტიტუციის შემუშავებაში (ინგლ. Persian Constitution of 1906.), რის შემდეგაც, 1906 წლის  7 ოქტომბერს მათი მამა სათავეში ჩაუდგა მეჯლისის მიერ დამტკიცებულ პირველ მთავრობას (იმ დროს მირზა ნასრულა ხანი ცდილობდა დაერწმუნებინა კონსტიტუციის წინააღმდეგ განწყობილი  ხალხთა მასები, რომ სპარსეთი კვლავ დარჩებოდა აბსოლუტურ მონარქიად). პრემიერ-მინისტრის რანგში მის მიერ გატარებული ერთ-ერთი პირველი ღონისძიება იყო არაერთი პოლიტპატიმრის გათავისუფლება. მოზაფარ ალ დინ შაჰ ყაჯარის  გარდაცვალების შემდეგ მიიღო რეგენტობა  და შექმნა ექსპერტთა კომისია, რომელსაც უნდა მოემზადებინა კონსტიტუციის დამატება, რათა საბოლოოდ დაზუსტებულიყოს ქვეყნის მმართველობის ფორმა.[3]

მირზა ნასრულა ხანი 1907 წლის 17 მარტს  პენსიაზე გავიდა, მისმა კაბინეტმა განაგრძო მუშაობა 1907 წლის 1 მაისამდე. ამ პერიოდში ქვეყანაში ვითარება დაიძაბა შეიხ ფაზლოლა ნურის ისლამური ინიციატივების გამო, რომელიც მოითხოვდა კონსტიტუციაში შეტანილი ყველა ცვლილების გადამოწმებას თეოლოგთა სპეციალური კომისიის მიერ. მას შემდეგ რაც ახალი პრემიერ-მინისტრი მირზა ალი ასღარ ხან ამინ ალ-სულთანი მოკლეს,  მირზა ნასრულა ხანმა კვლავ პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა 1907 წლის 31 აგვისტოს. ირანის პირველი პრემიერ-მინისტრი გარდაიცვალა გაურკვეველ ვითარებაში (ოფიციალურად ინსულტისგან), მაგრამ, ზოგიერთი ვარაუდით, მოწამლული იყო. ის დაკრძალეს თაჯრიშის შიიტურ მემორიალურ ტაძარში. მისი გადადგომის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტი მისმა უფროსმა ვაჟმა ჰასანმა დაიკავა, რომელიც წარუმატებლად ცდილობდა პარლამენტის დარწმუნებას  მამის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაწყებულიყო.[4]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Cyrus Ghani: Iran and the rise of Reza Shah. From Qajar collapse to Pahlavi rule. I. B. Tauris, London u. a. 1998, ISBN 1-86064-258-6, S. 78.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Jane Lewisohn, Flowers of Persian Song and Music: Davud Pirniā and the Genesis of the Golhā Programs, Journal of Persianate Studies, Vol. 1, No. 1, pp. 79–101 (2008)
  1. "شکوه معماری در خانه پیرنیا". www.beytoote.com. Retrieved 2021-12-03. (სპარს.)
  2. باقر عاقلی نخست‌وزیران ایران ص۲۶ (სპარს.)
  3. باقر عاقلی، نخست‌وزیران ایران ص ۳۲ (სპარს.)
  4. عبدالله مستوفی، زندگانی من، ص ۹۸ (სპარს.)