აბდულ მაჯიდ მირზა ეინ ოდ-დოვლა
აბდულ მაჯიდ მირზა ეინ ოდ-დოვლა (სპარს. عبدالحسین میرزا فرمانفرما, დ. 30 მარტი, 1845, თეირანი — გ. 15 აპრილი, 1927, თეირანი) — ირანელი სახელმწიფო მოღვაწე, ირანის პრემიერ-მინისტრი (ვეზირი) სულთან აჰმად შაჰის დროს (1904—1906, 1915— 1909 და 1917—1918 წწ.).[1]
აბდულ მაჯიდ მირზა ეინ ოდ-დოვლა | |
სპარს. عبدالحسین میرزا فرمانفرما | |
ირანი პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 დეკემბერი 1917 – 20 მაისი 1918 | |
მონარქი | აჰმედ შაჰ ყაჯარი |
წინამორბედი | მირზა მოჰამედ ალი ხანი ალა უს-სალთანე |
მემკვიდრე | მირზა ჰასან ხან მუსტოვფი ალ-მემალიქი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 მაისი 1915 – 18 აგვისტო 1915 | |
მონარქი | აჰმედ შაჰ ყაჯარი |
წინამორბედი | ჰასან პრინია |
მემკვიდრე | მირზა ჰასან ხან მუსტოვფი ალ-მემალიქი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 იანვარი 1904 – 5 აგვისტო 1906 | |
წინამორბედი | მირზა ალი ასღარ-ხან ამინ ალ-სულთანი |
მემკვიდრე | მირზა ნასრულა ხანი |
დაბადებული | 30 მარტი 1845 თეირანი სპარსეთი |
გარდაცვლილი | 15 აპრილი 1927 თეირანი ირანი |
მამა | სულთან მუჰამედ მირზა |
ბიოგრაფია
რედაქტირებააბდულ მაჯიდ მირზა ეინ ოდ-დოვლა დაიბადა უფლისწულ სულთან მუჰამედ მირზას ოჯახში.
1891 წელს ნასერ ალ დინ შაჰის ბრძანებით დაინიშნა თავრიზის გამგებლად.
1904-1906 წლებში გახლდათ სპარსეთის პრემიერ-მინისტრი. რუსეთის სახელმწიფო ბანკის მიერ შაჰისთვის მიცემული სესხის დასაბრუნებლად იმპორტის გადასახადების შეგროვების მიზნით, მან მიმართა რეპრესიებს ვაჭრების წინააღმდეგ. მის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა გამოიწვია ვაჭართა მასიური პროტესტი და დემონსტრაციები მისი პოლიტიკის წინააღმდეგ . პროტესტის მონაწილეები გამოდიოდნენ საჯარო მოწოდებებით კონსტიტუციის და საპარლამენტო წარმომადგენლობის შემოღებაზე. 1906 წლის ივლისში აბდულ მაჯიდ მირზა ეინ ოდ-დოვლა იძულებული გახდა გადამდგარიყო და იმავე წლის აგვისტოში შაჰმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ირანში საპარლამენტო სისტემის შემოღების შესახებ.[2]
1908 წელს თავრიზში დაიწყო აჯანყება შაჰის ძალაუფლების წინააღმდეგ. შაჰმა თავრიზში რაჰიმ ხანის მეთაურობით გააგზავნა 25000-კაციან რაზმი, რომელმაც ქალაქს ყველა მხრიდან ალყა შემოარტყა. ქალაქი იზოლირებული აღმოჩნდა გარე სამყაროსგან.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ა.იზვოლსკიმ დაავალა საბლინს, „კატეგორიულად“ ეცნობებინა შაჰისთვის, რომ მისი ჯარების ქმედებები საფრთხეს უქმნიდა თავრიზის მოქალაქეებს და უცხოეთის საკონსულოებს. საჭირო იყო შაჰს სასწრაფოდ დაევალებინა ეინ ოდ-დოვლასთვის ქალაქში საკვების შეტანა. იზვოლსკი წერდა:
რუსეთმა შაჰს ოცდაოთხი საათი მისცა გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ საბლინის დემარშის გადამწყვეტმა ტონმა დაარწმუნა მოჰამად ალი იმავე დღეს განეცხადებინა თანხმობა.
1908 წელს მუჰამედ ალი შაჰი რუსეთის იმპერიაში გაიქცა. პრემიერ-მინისტრი იძულებული გახდა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან წასულიყო.[3][4]
პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე, ინგლის-რუსეთის მიერ ირანის ოკუპაციის დროს 1915 წლის ივლისიდან აგვისტომდე და შემდეგ 1917 წლის ივნისიდან 1918 წლის მაისამდე, აბდულ მაჯიდ მირზა ეინ ოდ-დოვლა კვლავ პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. ირანი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1917 წლის დეკემბერში ახალი საბჭოთა მთავრობა აღიარა. ამით ისარგებლა ეინ-ოდ-დოვლამ და გააუქმა მეფის მთავრობასთან დადებული ყველა შეთანხმება და შესთავაზა რუსეთის ახალ ხელმძღვანელობას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის რეფორმირება.[5]
აბდულ მაჯიდ მირზა ეინ ოდ-დოვლა გარდაიცვალა 1927 წლის 15 აპრილს. დაკრძალულია ქალაქ ყუმში.[6][7]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Mozaffar, Azodi, Persia. The Qajar Dynasty GENEALOGY.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek, Staatsbibliothek zu Berlin, Bayerische Staatsbibliothek et al. Record #133430790 // გერმ. მონაცემთა ბაზა — 2012—2016.
- ↑ شرح حال، عباس میرزا ملکآرا، تهران، ۱۳۲۵.(სპარს.)
- ↑ F. R. C. Bagley, “New Light on the Iranian Constitutional Movement,” in Qajar Iran 1800-1925: Studies Presented to Professor L. P. Elwell-Sutton, ed. E. Bosworth and C. Hillenbrand, Edinburgh, 1983, pp. 48-64.
- ↑ Казем-заде Ф. Борьба за влияние в Персии Дипломатическое противостояние России и Англии. М., 2004.(რუს.)
- ↑ N. R. Keddie, “Iranian Politics 1900-1905: Background to Revolution,” Middle Eastern Studies 5, 1969, 1, pp. 3-31; 2, pp. 151-67; 3, pp. 234-50.
- ↑ A. Destrée, Les fonctionnaires belges au service de la Perse, Acta Iranica 13, Tehran and Liège, 1976.