მაქსიმ კოვალევსკი
მაქსიმ კოვალევსკი (უკრაინ. Maxim Maksimovich Kovalevsky; დ.1851, ხარკოვის გუბერნია — გ. 1916, პეტროგრადი) — რუსი მეცნიერი, ისტორიკოსი, იურისტი, სოციოლოგი და საზოგადო მოღვაწე, რუსეთის მასონთა ერთ-ერთი ლიდერი, პირველი სახელმწიფო სათათბიროს და სახელმწიფო საბჭოს წევრი. პეტერბურგის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (29.03.1914; წევრ-კორესპონდენტი, 1899 წ.).[1][2]
მაქსიმ კოვალევსკი | |
რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს წევრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1906 – 1916 | |
ლესგაფტის უნივერსიტეტის მე-2 რექტორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1910 – 1911 | |
წინამორბედი | პეტრე ლესგაფტი |
მემკვიდრე | ნიკოლაი მოროზოვი |
რუსეთის იმპერია I სახელმწიფო სათათბიროს წევრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
27 აპრილი 1906 – 8 ივლისი 1906 | |
დაბადებული | 8 სექტემბერი 1851 ხარკოვის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 5 აპრილი 1916 (64 წლის) პეტროგრადი რუსეთის იმპერია |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული რეფორმების პარტია |
განათლება | ხარკოვის უნივერსიტეტი (1871) |
სამეცნიერო ხარისხი | სახელმწიფო სამართლის დოქტორი (1880) |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებამაქსიმ კოვალევსკი დაიბადა უკრაინელ დიდგვაროვანთა ოჯახში 1851 წლის 27 აგვისტოს (8 სექტემბერს). ბავშვობა გაატარა ხარკოვის მახლობლად მდებარე მამულში.
1868 წელს ხარკოვის მე-3 გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ხარკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. 1872 წელს დაამთავრა უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. დ. კაჩენოვსკის ინიციატივით დატოვეს უნივერსიტეტში ევროპული სახელმწიფოების სამართლის დეპარტამენტში მას შემდეგ, რაც წარადგინა ნაშრომი „ავსტრიის და ჩეხეთის ეროვნული ოპოზიციის კონსტიტუციური გამოცდილების შესახებ“ .
1872-1876 წლებში სწავლა განაგრძო საზღვარგარეთ, ჯერ ბერლინში, შემდეგ პარიზში, სადაც ლექციებს ესწრებოდა ფრანგულ კოლეჯში, პოლიტიკურ მეცნიერებათა უმაღლეს თავისუფალ სკოლაში და ლონდონის ქარტიის სკოლაში. მეცადინეობდა ბრიტანეთის მუზეუმში.
იცნობდა მარქსს, რომელმიც კოვალევსკის მოიხსენიებდა თავისი „მეცნიერი მეგობრების“ რიცხვში. თავად კოვალევსკი წერდა: [3]
საქმიანობა რუსეთში
რედაქტირებასამაგისტრო დისერტაციის დაცვის შემდეგ, 1877 წლის სექტემბრიდან 1887 წლამდე ასწავლიდა მოსკოვის უნივერსიტეტში, ატარებდა კურსს საზღვარგარეთის სახელმწიფო დაწესებულებების ისტორიის შესახებ; 1878 წლიდან — იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი. 1880 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ინგლისის სოციალური სისტემა შუა საუკუნეების ბოლოს“.
1879 წლის აპრილში მან მონაწილეობა მიიღო მოსკოვში ზემსკის პირველი კონგრესის მუშაობაში.
1879-1880 წლებში ვ. მილერთან ერთად გამოსცემდა ჟურნალს "კრიტიკული მიმოხილვა", თანამშრომლობდა ჟურნალთან "სამართლებრივი ბიულეტენი", გაზეთებთან „წესრიგი“ და „ზემსტვო“. მოაწყო სამი ეთნოგრაფიული ექსპედიცია კავკასიაში: 1883 წელს — ვ. მილერთან, 1885 წელს — ი. ივანიუკოვთან, 1887 წელს —ს.გამბაროვთან ერთად. შეგროვებული მასალები საფუძვლად დაედო მის სამეცნიერო განვითარებას ტომობრივი ურთიერთობის სფეროში. 1887 წელს დაჯილდოვდა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ეთნოგრაფიისა და სტატისტიკის განყოფილებების დიდი ოქროს მედლით.
საზღვარგარეთ მოღვაწეობის პერიოდი
რედაქტირება1887 წელს, განათლების მინისტრის ი. დელიანოვას ბრძანებით, იგი გაათავისუფლეს უნივერსიტეტიდან და მას შემდეგ ცხოვრობდა საზღვარგარეთ, ძირითადად ლონდონში, პარიზში, ნიცას მახლობლად ბოლიე-სიურ-მერში მდებარე ვილა ბატავაში. უნივერსიტეტებისა და კერძო ფონდების მოწვევით კითხულობდა ლექციებს სტოკჰოლმში, ოქსფორდში, ბრიუსელში, ჩიკაგოში და სხვა ქალაქებში.
1901 წელს ე. დე რობერტისთან და ი. გამბაროვთან ერთად პარიზში დააარსა საზოგადოებრივ მეცნიერებათა რუსული უმაღლესი სკოლა, სადაც სწავლობდნენ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ლექციებს კითხულობდნენ სხვადასხვა ორიენტაციის მეცნიერები და პოლიტიკოსები (ს. მურომცევი, პ. სტრუვე, გ. პლეხანოვი, ვ. ლენინი, გ. ტარდე).
რომანი სოფია კოვალევსკაიასთან
რედაქტირება1888 წელს მაქსიმ კოვალევსკი მიიწვია ლორანის ფონდმა (შვედეთი)ლექციების წასაკითხად. პირველ ლექციას ესწრებოდა მისი მოგვარე სოფია კოვალევსკაია (დაქვრივდა 1883 წლის აპრილში ქმრის თვითმკვლელობის შემდეგ). მათ ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდათ.
1888 წლის დეკემბერში მაქსიმ კოვალევსკი დაესწრო პარიზის მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ საზეიმო ღონისძიებას, სადაც სოფია კოვალევსკაიას მიენიჭა ბორდენის და მათემატიკოს პიერ ლორანის პრემია. მიუხედავად გულწრფელი გრძნობებისა, სოფია კოვალევსკაიას არ სურდა მათი ურთიერთობის დაუყოვნებელი დაკანონება. 1890 წელს, რივიერას გასწვრივ ერთობლივი მოგზაურობის შემდეგ, მაქსიმი და სოფია ცოტა ხნით დაშორდნენ და ქორწილი 1891 წლის ზაფხულისთვის დანიშნეს. კოვალევსკებმა ახალი წელი გენუაში აღნიშნეს, ხოლო 1891 წლის 10 თებერვალს სოფია კოვალევსკაია მძიმე პნევმონის შედეგად გარდაიცვალა.[4][5]
რუსეთში დაბრუნება
რედაქტირება1905 წლის აგვისტოში, რევოლუციის დროს, კოვალევსკი დაბრუნდა რუსეთში და აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1905 წლის სექტემბერში მან მონაწილეობა მიიღო მოსკოვში ზემსტვოს და ქალაქის ლიდერების კონგრესში. ის გახდა დემოკრატიული რეფორმების პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელშიც ასევე შედიოდნენ ვ.კუზმინ-კარავაევი და ს.ურუსოვი. აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა გაზეთებთან.
1906 წელს აირჩიეს პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ხარკოვის გუბერნიიდან. იგი გახლდათ სამანდატო კომისიის თავმჯდომარე, იყო ოთხი სხვა კომისიის წევრი, დუმაში 62-ჯერ გამოვიდსხვადასხვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. 1906 წლის ივლისში ხელმძღვანელობდა სათათბიროს დელეგაციას ლონდონის მე-14 საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე. პირველი მოწვევის სათათბიროს დაშლის შემდეგ, მაქსიმ კოვალევსკიმ უარი განაცხადა ხელი მოეწერა ვიბორგის მიმართვაზე.
1907 წელს აკადემიური ორგანიზაციებიდან და უნივერსიტეტებიდან არჩეულ იქნა სახელმწიფო საბჭოს წევრად.
1905-1916 წლებში გახლდათ პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი. ასევე ასწავლიდა პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და ქალთა უმაღლეს კურსებზე. ორგანიზება გაუწია ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის შექმნას. 1910 წლიდან ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტი გახდა პეტროგრადის კერძო უნივერსიტეტი. ამ ინსტიტუტის ფარგლებში კოვალევსკიმ სოციოლოგ ე.დე რობერტისთან ერთად რუსეთში სოციოლოგიის პირველი კათედრა დააარსა, გადალახა რა განათლების მინისტრის წინააღმდეგობა, რომლის მიხედვითაც სოციოლოგიის კათედრას შეეძლო საგანმანათლებლო დაწესებულების კომპრომეტირება მოეხდინა. 1910 წლიდან კოვალევსკი გახლდათ პეტროგრადის კერძო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი. მისი პირველი მოსწავლეები იყვნენ შემდგომში მსოფლიო დონის სოციოლოგები: ა. სოროკინი, კ. ტახტარევი, ნ. კონდრატიევი, ნ. ტიმაშევი.
1908 წლიდან კოვალევსკი გახლდათ პეტერბურგის პედაგოგიური აკადემიის პრეზიდენტი, ხოლო 1914 წლიდან — პეტერბურგის იურიდიული საზოგადოების თავმჯდომარე.
კოვალევსკი აქტიურად მონაწილეობდა ომის საწინააღმდეგო მოძრაობაში, იყო სამშვიდობო საზოგადოების პეტერბურგის ფილიალის თავმჯდომარე.
ფ. ბროკჰაუზის და ი. ეფრონის "ახალ ენციკლოპედიურ ლექსიკონში" იგი გახლდათ პოლიტიკურ და იურიდიულ მეცნიერებათა განყოფილების თანაავტორი.[6] გარდა ამისა, მან მონაწილეობა მიიღო ძმები ა. და ნ. გრანატების "ენციკლოპედიური ლექსიკონის" შექმნაში.
კოვალევსკის სახელთან არის დაკავშირებული 1912 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ საზოგადოებაში სოციოლოგიის განყოფილების ჩამოყალიბება.
1912 წელს მაქსიმ კოვალევსკი წარადგინეს ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში.
იგი გახლდათ პროგრესული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, 1912-1914 წლებში — მისი ცენტრალური კომიტეტის წევრი.
გარდაიცვალა პეტროგრადში 1916 წლის 23 მარტს (5 აპრილი). დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრის ნიკოლსკის სასაფლაოზე. დაკრძალვის ცერემონიაში 100 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.[7][8]
მასონთა ლოჟის წევრი
რედაქტირება1888 წლის 14 მარტს პარიზის „კოსმოსის“ ლოჟაში წარდგენილი იყო შეგირდის, ოსტატის თანაშემწის და მაგისტრის ხარისხზე. 1906 წლიდან — მოსკოვში საფრანგეთის დიდი აღმოსავლეთის“ აღორძინების“ ლოჟის დამფუძნებელი წევრი, მისი პატივცემული ოსტატი და პირველი მეურვე. თითქმის ამავე დროს გახდა საფრანგეთის დიდი აღმოსავლეთის სანკტ-პეტერბურგის ლოჟის "პოლარული ვარსკვლავი" და საფრანგეთის დიდი ლოჟის "ფენიქსის" დამაარსებელი და პატივცემული ოსტატი. 1908 წლის ნოემბრიდან — 18 - იანელთა საბჭოს პირველი მცველი.[9][10]
ლიტერატურა
რედაქტირება- Андреев А. Ю. КОВАЛЕВСКИЙ Максим Максимович // Императорский Московский университет: 1755—1917: энциклопедический словарь / составители А. Ю. Андреев, Д. А. Цыганков. — М.: Российская политическая энциклопедия (РОССПЭН), 2010. — С. 335—336. — 894 с. — 2000 экз. — ISBN 978-5-8243-1429-8. (რუს.)
- Волков В. А., Куликова М. В., Логинов В. С. Московские профессора XVIII — начала XX веков. Гуманитарные и общественные науки. — М.: Янус-К; Московские учебники и картолитография, 2006. — გვ. 129—130. — 300 გვ. — 2000 экз. — ISBN 5—8037—0164—5.(რუს.)
- Гуревич П. В. Максим Максимович Ковалевский // Правоведение. — 1971. — № 5. — გვ. 127—130.(რუს.)
- Долгова Е. А. Документы Русского социологического общества имени М. М. Ковалевского (1916—1923 гг.) // Социологические исследования. 2011. № 6. გვ. 135—143.(რუს.)
- Карпачёв С. П. М. М. Ковалевский (1857—1916) // Масонство и масоны: Сб. статей. Вып. 1 / Отв. ред. С. П. Карпачёв. — М.: Эра, 1994. — გვ. 76—90. (რუს.)
- Ковалевский, Максим Максимович // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 ტ. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.(რუს.)
- Ковалевский Максим Максимович // Антология мировой политической мысли : В 5 т. / [Нац.-обществ. науч. фонд, Акад. полит. науки] ; Ред.-науч. совет: Г. Ю. Семигин (пред.) и др. — М. : Мысль, 1997-. — Т. 4: Политическая мысль в России, вторая половина XIX—XX в. / [Ред.-сост. З. М. Зотова, Е. Л. Петренко; Предисл. Б. Н. Бессонова]. — М. : Мысль, 1997. — 829,[1] с. ISBN 5-244-00870-6
- Кони А. Ф. М. М. Ковалевский в законодательной деятельности. — Санкт-Петербург, [1916].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Quoted from: Vadim B. Kuznetsov. The Kowalewsky Property. American Mathematical Soc., 2002. Page 18.
- ↑ Е. А. Косминский Изучение истории западного Средневековья (რუს.)
- ↑ Воспоминания о К. Марксе и Ф. Энгельсе. Часть 2. — М.: Политиздат, 1983.(რუს.)
- ↑ Т. Г. Семенкова. Ковалевская Софья Васильевна и Ковалевский Максим Максимович // Вестник Финансовой академии : журнал. — 2000. — № 2. — С. 59—70. (რუს.)
- ↑ Quoted from: Andrzej Walicki. A History of Russian Thought: From the Enlightenment to Marxism. Stanford University Press, 1979. Pages 367–368.
- ↑ Ольшанка, слобода Харьковской губернии // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
- ↑ Могила М. М. Ковалевского на Никольском кладбище Александро-Невской лавры
- ↑ Максим Максимович Ковалевский : биобиблиографический указатель / авт. предисл., сост. проф. Е. Н. Богдашина ; библиогр. ред. С. Б. Глибицкая. – Харьков : ХНУ имени В. Н. Каразина, 2021. – 196 с. // Максим Максимович Ковалевский : биобиблиографический указатель. — 2021. — 196 с. — ISBN 978-966-285-723-8.
- ↑ Алешкин А. Масоны «думской ложи»
- ↑ Петроград. Ложа «Феникс» ВЛФ (რუს.)