სოფია კოვალევსკაია

რუსი მათემატიკოსი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სოფია კოვალევსკაია (რუს. Со́фья Васи́льевна Ковале́вская; დ. 15 იანვარი, 1850, მოსკოვი — გ. 29 იანვარი/10 თებერვალი, 1891, სტოკჰოლმი) — რუსი ფიზიკოსი.

სოფია კოვალევსკაია
დაბ. თარიღი 3 (15) იანვარი, 1850[1]
დაბ. ადგილი მოსკოვი, რუსეთის იმპერია[2] [3] [4] [5] [6]
გარდ. თარიღი 10 თებერვალი, 1899(1899-02-10)[3] [7] [5] [8] [9] [10] [11] [12] [13] (49 წლის)
გარდ. ადგილი Hedvig Eleonora parish, შვედეთი[5] [9]
დასაფლავებულია ნორა ბეგრავნინგსპლატსენი[14] [15] [16]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 შვედეთი
საქმიანობა მათემატიკოსი[17] [18] , ფიზიკოსი, რომანისტი, უნივერსიტეტის პროფესორი, communard და მწერალი[18]
მუშაობის ადგილი სტოკჰოლმის უნივერსიტეტი[3]
ალმა-მატერი გეტინგენის უნივერსიტეტი, სტოკჰოლმის უნივერსიტეტი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი[3] , ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი და Miguel Hernández University of Elche
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
მეუღლე ვლადიმერ კოვალევსკი[19] [4] [3] [20]
მამა Vasily Vasilyevich Korvin-Krukovsky[4]
დედა Yelizaveta Korvin-Krukovskaya
შვილ(ებ)ი Sofia Kovalevskaya[6]
ჯილდოები Knight of the French Order of Academic Palms
ხელმოწერა

ლიტერატურა

რედაქტირება

სოფია კოვალევსკაია დაიბადა 1850 წლის 15 იანვარს, მოსკოვში, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტის, ვასილ-კრუკოვსკის ოჯახში. კოვალევსკაიას ბავშვობა გატარებული აქვს სოფელ პოლობინოში. ამავე სოფელში აქვს მიღებული საშინაო განათლება. მშობლებს მისი აღზრდა სურდათ როგორც მაღალი საზოგადოების შესაფერისი პიროვნება, თუმცა კოვალევსკაიას სულ სხვა მიმართულება აინტერესებდა: იგი გატაცებული იყო ბიძასთან, კორვინ-კრუკოვსკისთან მათემატიკურ თემებზე საუბრით. ამპერიოდში სოფიას ოჯახში დადიოდნენ მათემატიკის პროფესორი ლავროვი და ფიზიკის პროფესორი ტირტოვი. 14 წლის გოგონამ ტირტოვის ყურადღება მალევე მიიქცია, ხოლო შემდგომ კოვალევსკაიას ტირტოვის რჩევით დააწყებინეს უმაღლესი მათემატიკის შესწავლა. 18 წლის ასაკში სოფი კოვალევსკაია ფიქტიური ქორწინებით შეუღლდა ვლადიმერ კოვალევსკაიასთან (შემდგომში პალეონტოლოგიის ფუძემდებელი). ქორწინების შემდეგ, 1868 წელს „ცოლ-ქმარი“ საცხოვრებლად პეტერბურგში გადავიდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ გაემგზავრნენ ევროპაში და ცალ-ცალკე დსახლდნენ. კოვალევსკაია მცირე პერიოდით ცხოვრობდა დასთან, ხოლო შემდგომ იგი გათხოვდა ფრანგ ჟაკლარზე. ცნობილია, რომ ცოლ-ქმარი აქტიურად იბრძოდნენ პარიზის კომუნის დასაცავად.

1870 წელს კოვალევსკაია გგადავიდა ბერლინში, რათა მოესმინა გამოჩენილი გერმანელი ფიზიკოსის, ვაიერშტრასის ლექციები. თუმცა მას ევ ვერ შეძლო: ამ პერიოდში ბერლინის უნივერსიტეტში ქალები ლექციებზე არ დაიშვებოდნენ. ამ მიზეზით ვაიერშტრასმა კოვალევსკაიას კერძო მომზადება დაიწყო. შემდგომში ვაიერშტრასი წერდა:

რაც შეეხება კოვალევსკაიას მათემატიკურ განათლებას, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩემი მოწაფეედიდან ძალზე ცოტას შეეძლება გაუსწორდეს მის ნიჭს, მუყაითობას, სიბეჯითეს და მეცნიერებით გატაცებას.

1874 წელს სოფია კოვალევსკაიას მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1874 წელს იგი მეუღლესთან ერთად ბრუნდება რუსეთში და დასახლდა პეტერბურგში. 1878 წელს შეეძინა ქალიშვილი სახელად სოფია, თუმცა მისი ეს „ბედნიერი პერიოდი“ ხანმოკლე აღმოჩნდა — ვლადიმერ კოვალევსკაიამ ფინანსური გაკოტრების ნიადაგზე თავი მოიკლა (1883). ამავე წელს სოფია ჯერ ბერლინში გაემგზავრა, ხოლო შემდგომ პარიზში. 1883 წელს იგი ხდება სტოკჰოლმის უნივერსიტეტის დოცენტი, ხოლო ორი წლის შემდგომ პროფესორი.

1891 წელს ზამთრის არდადეგებზე კოვალევსკაია იტალიაში გაემგზავრა. იტალიიდან დაბრუნებისას იგი გაცივდა და დაავადდა ფილტვების ანთებით. ფილტვების ანთება მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. სოფია კოვალევსკაია გარდაიცვალა ამავე წლის 29 იანვარს/10 თებერვალს, 41 წლის ასაკში. იგი დაკრძალულია სტოკჰოლმში. ხუთი წლის მოგვიანებით რუს ქალთა თაოსნობით და სახსრებით მას საფლავზე დადგეს ძეგლი.

მოღვაწობა

რედაქტირება

გერმანიაში ყოფნის პერიოდში კოვალევსკაიამ გამოაქვეყნა 3 ნაშრომი. პირველი ნაშრომი „კერძოწარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლებების თეორიისათვის“ ეხებოდა ამავე განტოლებების საფუძვლებს და წარმოადგენდა ვაიერშტრასის გამოკვლევების განზოგადებას უფრო რთული შემთხვევისათვის. მეორე ნაშრომი ეხებოდა შემდეგ პრობლემას: სატურნის რგოლის ფორმას. ამ ნაშრომში ავტორი ავითარებდა ლაპლასის გამოკვლევებს და თვიდა, რომ ეს რგოლები წარმოადგენდა სითხეს. მესამე ნაშრომი „აბელის ინტეგრალების ზოგიერთი კლასის დაყვანა ელიფსურ ინტეგრალებზე“ ავტორი ამჟღავნებს მათემატიკური ანალიზის ურთულესი თეორიების ღრმა ცოდნას.

1874 წელს გამოქვეყნდა კოვალევსკაიას ფიზიკური სტატია: „კრისტალის გარემოში სინათლის აგრდატეხის შესახებ“. ბერლინში ყოფნის პერიოდში მან დაწერა ნაშრომი სახელად „უძრავი წერტილის მახლობლობაში მყარი სხეულის ბრუნვის ამოცანა“. ნახსენები ნაწარმოები დაწერილი იყო ფრანგულ ენაზე და სწორედ ამიტომ მალევე გახდა ხელმისაწვდომი პარიზის მეცნიერებათა აკადემიისათვის.

მეცნიერულ მოღვაწეობასთან ერთად იგი ლიტერატურულ მოღვაწეობასაც ეწეოდა. მას შექმნილი აქვს მრავალი საინტერესო ნაწარმოები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პარკაძე ვ., ფიზიკოსი ქალები, გვ. 27-30, თბ., 1988.
  1. Большая российская энциклопедияМосква: Большая российская энциклопедия, 2004.
  2. Ковалевская Софья Васильевна // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1973. — Т. 12 : Кварнер — Конгур. — С. 356.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Ковалевская, Софья Васильевна // Русский биографический словарьСПб: 1903. — Т. 9. — С. 20–21.
  4. 4.0 4.1 4.2 Ковалевская, Софья Васильевна // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1895. — Т. XVа. — С. 499–500.
  5. 5.0 5.1 5.2 Sonja Kovalevsky — 1917.
  6. 6.0 6.1 Swedish Census 1890Riksarkivet.
  7. MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  8. Encyclopædia Britannica
  9. 9.0 9.1 Hedvig Eleonora kyrkoarkiv, Död- och begravningsböcker, SE/SSA/0006/F I/14 (1890-1893), bildid: 00012484_00072 — გვ. 73.
  10. Babelio — 2007.
  11. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  12. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  13. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  14. Kowalevski, SOPHIESvenskagravar.se.
  15. Sten nr 587 – Sophie Kowalevskinorrabegravningsplatsen.se.
  16. KULTURGRAVAR.SE STOCKHOLMS LÄN Norra begravningsplatsen Solna sydvästra delen Sonja Kovalevskykulturgravar.se.
  17. Catalog of the German National Library
  18. 18.0 18.1 Czech National Authority Database
  19. Б. П. Ковалевский, Владимир Онуфриевич // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1895. — Т. XVа. — С. 501.
  20. Ковалевский, Владимир Онуфриевич // Русский биографический словарьСПб: 1903. — Т. 9. — С. 21–22.