მასტერსი (ინგლ. The Masters) — სნუკერის პროფესიონალური არარეიტინგული ტურნირი. ითვლება ყველაზე პრესტიჟულ არარეიტინგულ ტურნირად და ზოგადად სნუკერის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირად. 1974/75 წლების სეზონიდან მოყოლებული შეტანილია პროფესიონალური შეჯიბრებების სიაში. ტარდება ყოველწლიურად ლონდონში, ალექსანდრა-პალასში (1979-დან 2011 წლამდე — სპორტკომპლექს უემბლიში).

მასტერსი
ტურნირის ინფორმაცია
ჩატარების ადგილი Alexandra Palace
მდებარეობა ლონდონი
ქვეყანა ინგლისი
თარიღი 1975—დღემდე
ორგანიზაცია პროფესიონალური ბილიარდისა და სნუკერის მსოფლიო ასოციაცია
ფორმატი არარეიტინგული
საპრიზო ფონდი £ 600,000[1]
მიმდინარე ჩემპიონი ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი

პირველად ტურნირი მასტერსი გაიმართა 1975 წელს West Centre Hotel-ში, ლონდონში. მისი ორგანიზატორი იყო Benson & Hedges, რომელიც ტურნირის სპონსორად დარჩა 2004 წლამდე. 10 მონაწილიდან ფინალისტების პირველი წყვილი შეადგინეს ინგლისელმა ჯონ სპენსერმა და უელსელმა რეი რიარდონმა. დაძაბულ ორთაბრძოლაში, რომელიც დასრულდა გადამწყვეტი ფრეიმის შავ ბურთზე გადათამაშებით, სპენსერმა გაიმარჯვა. 1981 წელს ტერი გრიფიტსი 2323 მაყურებლის თვალწინ გახდა პირველი სნუკერისტი, რომელმაც მასტერსის მოგება პირველივე ცდიდან მოახერხა. ხოლო 1986 წელს კანადელმა კლიფ თორბერნმა მოხაერხა ზედიზედ მოპოვებული ტიტულების რეკორდის დამყარება — ის გახდა მასტერსის ზედიზედ ორგზის და საერთო ჯამში სამგზის ჩემპიონი.

1988 წლის მასტერსის ფინალისტს, მაიკ ჰალეტს, ძალიან არ გაუმართლა: იგი ფინალში სტივ დეივისს შეხვდა, რომელმაც მოწინააღმდეგე 9:0 გაანადგურა. თვითონ დეივისს იმ სეზონზე უკვე 6 ტიტული ჰქონდა მოგებული, ეს გამარჯვება კი ამავდროულად 23-ე „მშრალი“ მოგება გახდა.

საპრიზო ფონდი

რედაქტირება

მასტერსი არის ყველაზე პრესტიჟული არარეიტინგული ტურნირი და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ყველაზე „მდიდარი“ ტურნირი, თუმცა პირველად ჩატარებისას საპრიზო ფონდმა მხოლოდ 2000 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. 2012 წელს ტურნირის გამარჯვებულს გადაეცა 150 000 £, ხოლო ყველაზე მსხვილი ფულადი პრიზის მფლობელი გახდა მარკ უილიამსი: 2003 წელს მან მოიგო 210 000 ფუნტი სტერლინგი.

  • პირველი რაუნდიდან (1/8) ფინალამდე — მატჩები 6 გამარჯვებამდე
  • ფინალი — მატჩი 10 გამარჯვებამდე

გამარჯვებულები

რედაქტირება
წელი გამარჯვებული ფინალისტი ფინალური ანგარიში სეზონი
1975   ჯონ სპენსერი   რეი რიარდონი 9:8 1974/75
1976   რეი რიარდონი   გრემ მაილსი 7:3 1975/76
1977   დუგ მაუნტჯოი   რეი რიარდონი 7:6 1976/77
1978   ალექს ჰიგინსი   კლიფ თორბერნი 7:5 1977/78
1979   პერი მენსი   ალექს ჰიგინსი 8:4 1978/79
1980   ტერი გრიფითსი   ალექს ჰიგინსი 9:5 1979/80
1981   ალექს ჰიგინსი   ტერი გრიფითსი 9:6 1980/81
1982   სტივ დეივისი   ტერი გრიფითსი 9:5 1981/82
1983   კლიფ თორბერნი   რეი რიარდონი 9:7 1982/83
1984   ჯიმი უაიტი   ტერი გრიფითსი 9:5 1983/84
1985   კლიფ თორბერნი   დუგ მაუნტჯოი 9:6 1984/85
1986   კლიფ თორბერნი   ჯიმი უაიტი 9:5 1985/86
1987   დენის ტეილორი   ალექს ჰიგინსი 9:8 1986/87
1988   სტივ დეივისი   მაიკ ჰალეტი 9:0 1987/88
1989   სტივენ ჰენდრი   ჯონ პეროტი 9:6 1988/89
1990   სტივენ ჰენდრი   ჯონ პეროტი 9:4 1989/90
1991   სტივენ ჰენდრი   მაიკ ჰალეტი 9:8 1990/91
1992   სტივენ ჰენდრი   ჯონ პეროტი 9:4 1991/92
1993   სტივენ ჰენდრი   ჯეიმზ უოტანა 9:5 1992/93
1994   ალან მაკმანუსი   სტივენ ჰენდრი 9:8 1993/94
1995   რონი ო’სალივანი   ჯონ ჰიგინსი 9:3 1994/95
1996   სტივენ ჰენდრი   რონი ო’სალივანი 10:5 1995/96
1997   სტივ დეივისი   რონი ო’სალივანი 10:8 1996/97
1998   მარკ უილიამსი   სტივენ ჰენდრი 10:9 1997/98
1999   ჯონ ჰიგინსი   კენ დოერტი 10:8 1998/99
2000   მეთიუ სტივენსი   კენ დოერტი 10:8 1999/00
2001   პოლ ჰანტერი   ფერგალ ო'ბრაიენი 10:9 2000/01
2002   პოლ ჰანტერი   მარკ უილიამსი 10:9 2001/02
2003   მარკ უილიამსი   სტივენ ჰენდრი 10:4 2002/03
2004   პოლ ჰანტერი   რონი ო’სალივანი 10:9 2003/04
2005   რონი ო’სალივანი   ჯონ ჰიგინსი 10:3 2004/05
2006   ჯონ ჰიგინსი   რონი ო’სალივანი 10:9 2005/06
2007   რონი ო’სალივანი   დინ ჯუნხუი 10:3 2006/07
2008   მარკ სელბი   სტივენ ლი 10:3 2007/08
2009   რონი ო’სალივანი   მარკ სელბი 10:8 2008/09
2010   მარკ სელბი   რონი ო’სალივანი 10:9 2009/10
2011   დინ ჯუნხუი   მარკო ფუ 10:4 2010/11
2012   ნილ რობერტსონი   შონ მერფი 10:6 2011/12
2013   მარკ სელბი   ნილ რობერტსონი 10:6 2012/13
2014   რონი ო’სალივანი   მარკ სელბი 10:4 2013/14
2015   შონ მერფი   ნილ რობერტსონი 10:2 2014/15

მოთამაშეების მიხედვით

მოთამაშე სულ წელი
  სტივენ ჰენდრი 6 1989, 1990, 1991, 1992, 1993, 1996
  რონი ო’სალივანი 5 1995, 2005, 2007, 2009, 2014
  მარკ სელბი 3 2008, 2010, 2013
  პოლ ჰანტერი 2001, 2002, 2004
  სტივ დეივისი 1982, 1988, 1997
  კლიფ თორბერნი 1983, 1985, 1986
  ჯონ ჰიგინსი 2 1999, 2006
  მარკ უილიამსი 1998, 2003
  ალექს ჰიგინსი 1978, 1981
  შონ მერფი 1 2015

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Prize Money Breakdowns 2013/14. worldsnooker.com. World Professional Billiards and Snooker Association (1 May 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 30 May 2013.