პერი მენსი
პიერ „პერი“ მენსი (ინგლ. Pierre "Perrie" Mans; დ. 14 ოქტომბერი 1940, იოჰანესბურგი; სამხრეთი აფრიკა) — სამხრეთაფრიკელი ყოფილი პროფესიონალი სნუკერისტი. დაიბადა იოჰანესბურგში. სამხრეთ აფრიკის ჩემპიონი სნუკერში გახდა 1965 წელს, რის შემდეგაც ამ პირველობაზე 19-ჯერ მოიგო. მისი ყველაზე დამახსოვრებადი მიღწევა იყო 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი — მაშინ მენსმა გადამწყვეტ მატჩში დათმო რეი რიარდონთა, 18:25. პერის სხვა მიღწევებს შორის იყო გამარჯვებები 1979 წლის მასტერსსა და 1977 წლის Pot Black Cup-ზე. სნუკერისტების რეიტინგში მისი უმაღლესი პოზიცია იყო მეორე (სეზონი 1979/1980). მან პროფესიონალური კარიერა გააგრძელა 1989 წლამდე, თუმცა მეინ-ტურიდან უკვე 1987 წელს წავიდა. პერი მენსი ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი სამხრეთაფრიკელი სნუკერისტია.
პერი მენსი
| ||
საერთო ინფორმაცია | ||
დაბ. თარიღი: | 14 ოქტომბერი 1940 | |
დაბ. ადგილი: | იოჰანესბურგი; სამხრეთი აფრიკა | |
მოქალაქეობა: | სამხრეთი აფრიკა | |
პროფესიონალური კარიერა: | 1961—1989 | |
უმაღლესი რეიტინგი: | № 2 |
თამაშის სტილი
რედაქტირებაპერი ცნობილი იყო თავისი შესანიშნავი შორი დარტყმებითა და თავისი დროის ერთ-ერთი უძლიერესი ცაცია სნუკერისტი იყო.
მიღწევები კარიერაში
რედაქტირება- სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატი ფინალისტი — 1978
- Pot Black Cup გამარჯვებული — 1977
- მასტერსი ჩემპიონი — 1979
- Australian Masters ფინალისტი — 1979
- South African Professional გამარჯვებული — 1965-1978, 1980-1984, 1989