მარკ ენტონი სელბი (ინგლ. Mark Anthony Selby; დ. 19 ივნისი 1983, ლესტერი; ინგლისი) — ინგლისელი პროფესიონალი სნუკერისტი. სამგზის მსოფლიო ჩემპიონი და მსოფლიო რეიტინგის ლიდერი. არის ერთ-ერთი ათი სნუკერისტიდან, რომელთაც კარიერის განმავლობაში მოპოვებული აქვთ სამმაგი გვირგვინის სამივე ტურნირი, მათ შორის: 2014, 2016 და 2017 წლების მსოფლიო ჩემპიონატი, 2008, 2010, 2013 წლების მასტერსი და 2012, 2016 წლების ბრიტანეთის ჩემპიონატი.

მარკ სელბი
საერთო ინფორმაცია
მეტსახელი: ხუმარა ლესტერიდან (ინგლ. The Jester from Leicester)
დაბ. თარიღი: 19 ივნისი 1983
დაბ. ადგილი: ლესტერი; ინგლისი
მოქალაქეობა: ინგლისის დროშა ინგლისი
პროფესიონალური კარიერა: 1999—
უმაღლესი რეიტინგი: 1
ამჟამინდელი რეიტინგი: 1
საპრიზო თანხა: GB£ >4 500 000
უმაღლესი ბრეიკი: 147 (2-ჯერ)
სენჩერის რაოდენობა: 494
გამარჯვებები ტურნირებზე
სულ გამარჯვება: 27
მსოფლიო ჩემპიონატი: 3 (2014), (2016), (2017)
სხვა რეიტინგული ტურნირები: 13
დაბალრეიტინგული ტურნირები: 7
სხვა ტურნირები: 7

სელბი პროფესიონალი გახდა 1999 წელს, 16 წლის ასაკში. 2003 წელს პირველად გავიდა რეიტინგული ტურნირის ფინალში და იმავე 2002/2003 წლების სეზონში პირველად შევიდა საუკეთესო 32 სნუკერისტის სიაში, თუმცა მალევე დათმო პოზიციები და 2006/2007 წლების სეზონამდე მოწინავე ადგილებზე არ დაბრუნებულა. დამარცხდა 2002, 2003 და 2004 წლების მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციის ბოლო რაუნდში, ხოლო 2005 წელს წარმატებით განვლო კვალიფიკაცია და კრუსიბლის დებიუტი 1/16 ფინალში დაასრულა. 2007 წელს გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, სადაც დამარცხდა ჯონ ჰიგინსთან (13:18), რის შემდეგაც შევიდა ტოპ-16-ში. 2008 წლის დასაწყისში გაიმარჯვა მასტერსზე და მალევე მოიპოვა პირველი რეიტინგული ტურნირის: უელსის ღია პირველობა ტიტული. 2009/2010 წლების სეზონში მეორეჯერ მოიგო მასტერსი და შეასრულა პირველი მაქსიმალური სერია. 2011 წელს გაიმარჯვა შანხაი მასტერსზე და ამავე სეზონში პირველად გახდა მსოფლიო რეიტინგის ლიდერი. წარმატებული აღმოჩნდა 2012/2013 წლების სეზონი, რომლის განმავლობაშიც მოიპოვა სამმაგი გვირგვინის ორი ტიტული: მასტერსი და ბრიტანეთის ჩემპიონატი. 2014 წელს პირველად გაიმარჯვა მსოფლიო ჩემპიონატზე, რის შედეგადაც დაიბრუნა მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომრის პოზიცია. 2014/2015 წლებში გაიმარჯვა ორ რეიტინგულ ტურნირზე: გერმანიის მასტერსი და ჩინეთის ღია პირველობა. 2016 წელს დაიბრუნა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, ხოლო 2016/2017 წლების სეზონში გაიმეორა სტივენ ჰენრის და დინ ჯუნჰუის რეკორდი და გაიმარჯვა ხუთ რეიტინგულ ტურნირზე, მათ შორის ბრიტანეთის ჩემპიონატსა და მსოფლიო ჩემპიონატზე. შედეგაც გახდა მეათე სნუკერისტი, ვისაც სამი ან მეტი მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული აქვს და მეოთხე სნუკერისტი, რომელმაც კრუსიბლში ჩემპიონობის დაცვა მოახერხა.

სელბი 800 დღეზე მეტია რაც მსოფლიო რეიტინგში უცვლელად პირველ ადგილზეა და 6 სეზონია, რაც სეზონს ნომერ პირველად ასრულებს. 12 რეიტინგული ტურნირის გარდა, მოგებული აქვს 7 დაბალ რეიტინგული (რეკორდული რაოდენობა) და 4 პროფესიონალური ინვიტაციური ტურნირი. ამის გარდა სელბი წარმატებულია პულში, სადაც მან გაიმარჯვა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რვიან პულში და გახდა 2015 წლის ჩინური პულის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი. ამასთანავე გაიმარჯვა მსოფლიო ჩემპიონატში სნუკერში ექვსი წითლით. სელბი ცნობილია, როგორც რთული ოპონენტი სუსტი წერტილების გარეშე. კარიერის მანძილზე აქვს გაკეთებული 450-ზე მეტი სენჩერი-ბრეიკი, რითიც მეხუთე ადგილზეა ყველაზე სერიულ სნუკერისტებს შორის. 2010/2011, 2011/2012 და 2015/2016 წლების სეზონებში იყო ლიდერი ამ მაჩვენებლით. თავისი გამოსვლებით პროფესიონალურ ტურნირებზე სელბის ნაშოვნი აქვს 4 მილიონ ფუნტზე მეტი, ხოლო 2016/2017 წლების სეზონში მოიპოვა რეკორდული რაოდენობის თანხა ერთ სეზონში.

ადრეული წლები

რედაქტირება

მარკ სელბი დაიბადა ლესტერში, ცენტრალურ ინგლისში, რომლის მოსახლეობაც 300 ათასზე ნაკლებია. მარკი რვა წლის იყო, როდესაც დედამ ოჯახი მიატოვა და მას შემდეგ ის არ უნახავს[1]. ინგლისური პულის თამაში სელბიმ შვიდი წლის, ხოლო სნუკერის ცხრა წლის ასაკში დაიწყო. თავდაპირველად მარკი, მისი ძმა და მამა ერთად დადიოდნენ სნუკერის კლუბში, თუმცა იქაური მოთამაშეები ბრაზდებოდნენ, რადგან ასაკით უმცროს სელბისთან მარცხდებოდნენ და შედეგად მას 18 წლამდე ამ კლუბში შესვლა აუკრძალეს[1]. მოგვიანებით მარკმა მიიქცია მალკოლმ თორნის, ცნობილი სნუკერის მოთამაშე ვილი თორნის ძმის ყურადღება და მან სელბი საკუთარ კლუბში მიიწვია, სადაც მას ყოველდღე, სკოლის შემდეგ ვარჯიშის საშუალება მისცა[2]. მარკმა პოტენციალი გამოავლინა 15 წლამდე პრემიერ ლიგის მოგებით[3]. 1998 წელს დაიწყო გამოსვლა დიდი ბრიტანეთის ტურში, რომელიც იმ დროისათვის მეორე დონის პროფესიონალური ტური იყო[4]. 16 წლის ასაკში მარკს მამა გარდაეცვალა, ავთვისებიანი სიმსივნის დადგენიდან მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ. ამ ტრაგიკული მოვლენიდან ორი თვის შემდეგ სელბი პროფესიონალი სნუკერისტი გახდა[5][6]. მამის გარდაცვალების შედეგად წარმოქმნილი ფინანსური პრობლემების გამო მარკი და მისი ძმა იძულებული აღმოჩნდნენ საკუთარი სახლი დაეტოვებინათ[7].

სნუკერისტის კარიერა

რედაქტირება

1999/2000 წლების სეზონში სნუკერისტმა მიიღო მონაწილეობა რამდენიმე რეიტინგულ ტურნირში, თუმცა 1/32 ფინალურ სტადიებს მიღმა არ გასულა. ასეთი მიღწევები მარკს ჰქონდა: ბრიტანეთის ღია პირველობაზე, გრან-პრისა და ბრიტანეთის ჩემპიონატში, რომელშიც ტურნირის გამარჯვებულ: მარკ უილიამსთან დამარცხდა 0:9[8]. სეზონის ბოლოს სელბიმ რეიტინგში 122-ე ადგილი დაიკავა[9]. 2000 წელს მარკმა მოახერხა ჩინეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირში საუკეთესო 24 მოთამაშეს შორის მოხვედრა, თუმცა ამ სტადიაზე მას სტივ დევისმა ანგარიშით 5:0 სძლია. ამის გარდა 2000/2001 წლების სეზონში სელბის აღსანიშნავი მიღწევები არ ქონია[10].

ცუდი 2001 წლის შემდეგ, რომლის მანძილზეც ის რეიტინგულ ტურნირებზე არ მოხვედრილა, მარკმა მაღალი დონის სნუკერი აჩვენა 2002 წლის დასაწყისში. უელსის ღია პირველობაზე ის პირველად გავიდა რეიტინგული ტურნირის 1/16 ფინალურ სტადიაზე, დაამარცხა რა გზად ტოპ-32-ის წარმომადგენელი მაიკლ ჯადჯი, მაგრამ წააგო რეიტინგში მეათე ადგილზე მყოფ ჯო სვეილთან ანგარიშით 1:5. ჩინეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირში სელბიმ კვლავ ჯადჯი დაამარცხა და ვაილდქარდ რაუნდში შეხვდა მაშინ ჯერ კიდევ უცნობ, 14 წლის დინ ჯუნჰუის, რაც ამ უკანასკნელისთვის პირველი პროფესიონალური მატჩი იყო[11]. 1/16 ფინალურ სტადიაზე მარკმა შური იძია სვეილის წინააღმდეგ უელსში წაგების გამო და პირველად მოხვდა რეიტინგული ტურნირის 1/8 ფინალში. შემდეგ ორ მატჩში სელბიმ მაყურებლებს ნამდვილი სენსაცია შესთავაზა, დაამარცხა რა ჯერ მსოფლიო შვიდგზის ჩემპიონი სტივენ ჰენრი ანგარიშით 5:1, ხოლო შემდგომში იმჟამინდელი მსოფლიო ჩემპიონი რონი ო’სალივანი. კარიერაში პირველ ნახევარ-ფინალში მარკი ენტონი ჰემილტონთან დამარცხდა ანგარიშით 3:6. ამავე ტურნირზე მოხდა ცნობილი კურიოზი, როდესაც დღის რითმის დარღვევის გამო სელბი ჰენრისთან დაპირისპირების წინ დღის 2 საათის მაგივრად თამაშზე ღამის 2 საათზე გამოცხადდა[12].

შოტლანდიის ღია პირველობის პირველ რაუნდში მარკი დამარცხდა დევიდ გრეისთან ანგარიშით 3:5. ამის შემდგომ სელბიმ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი 1/64 ფინალიდან დაიწყო, რაც ნიშნავს, რომ მას კრუსიბლში მოსახვედრად ხუთი გამარჯვება სჭირდებოდა. მარკმა დაამარცხა ტომ ფორდი (10:9), ბიორნ ჰანევირა (10:8), ჯეისონ ფერგიუსონი (10:6) და ალფა ბორდენა (10:6) და მხოლოდ უკანასკნელი შეხვედრა დათმო დევიდ გრეის წინააღმდეგ ანგარიშით 7:10. 2001/2002 წლების სეზონის შედეგად სელბი პირველად მოხვდა რეიტინგში საუკეთესო 64 სნუკერისტს შორის[13][14].

2002/2003 წლების სეზონის ცუდი სტარტის შემდეგ, როდესაც სელბიმ ვერ განვლო პირველი ორი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი, მან პირველად კარიერაში მიაღწია სამმაგი გვირგვინის ტურნირის 1/16 ფინალს, სძლია რა ენტონი ჰემილტონს ბრიტანეთის ჩემპიონატის პირველ რაუნდში, დაძაბულ ორთაბრძოლაში 9:8. თუმცა, შემდგომ მატჩში მარკი დამარცხდა სტივენ ლისთან. მოგვიანებით, სელბი მოხვდა ორი ტურნირის: უელსის ღია პირველობისა და ირლანდიური მასტერსის დასკვნით ეტაპზე. ორივე მათგანში მარკმა დათმო პირველივე თამაშები პოლ ჰანტერთან (1:5) და სტივენ ჰენრისთან (2:5).

შოტლანდიის ღია პირველობაზე სელბიმ გაიარა საკვალიფიციო სტადიის ორი რაუნდი, შემდეგ დაამარცხა დომენიკ დეილი, ასევე სნუკერისები ტოპ-16-დან[14] პოლ ჰანტერი, მეთიუ სტივენსი, მეოთხედფინალში ალი კარტერი და ნახევარფინალში რეიტინგის მეხუთე ნომერი[14] კენ დოერტი. კარიერაში პირველ რეიტინგულ ფინალში მარკი დამარცხდა დევიდ გრეისთან, თანაბარ ბრძოლაში 7:9, რომელსაც ამ დრომდე ასევე არ ჰქონდა გამარჯვება რეიტინგულ ტურნირებზე. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 19 წლის სნუკერისტმა მეორედ ზედიზედ მიაღია ბოლო რაუნდს, სძლია რა გზად ჯასტინ ესტლი (10:3) და ტერი მერფი (10:8), თუმცა კვლავ 1/24 ფინალურ სტადიაზე დამარცხდა ტაილანდელ ჯეიმზ ვატანასთან (5:10) [15]. სეზონის დასრულების შემდეგ მარკი შეუერთდა საუკეთესო 32 სნუკერისტთა სიას[16].

რეიტინგში პროგრესის გამო 2003/2004 წლების სეზონში მარკმა ყველა ტურნირზე გამოსვლა 1/24 ფინალში დაიწყო, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან წარუმატებელი სეზონი ჰქონდა. სეზონის პირველ ნახევარში სელბიმ ვერ მოიგო ვერც ერთი მატჩი და მხოლოდ უელსის ღია პირველობაზე შეძლო ჯეიმზ ვატანას დამარცხება, თუმცა ვერ გაუწია წინააღმდეგობა სტივენ ჰენრის 1/16 ფინალურ სტადიაზე (1:5). მოთამაშეების ჩემპიონატზე დამარცხდა 17 წლის დინ ჯუნჰუისთან ანგარიშით 4:5. მესამე წელი ზედიზედ სელბი დამარცხდა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო სტადიაზე ლი ვოკერთან (2:10). შედეგაც მარკმა მთელ სეზონში ჩატარებული 9 მატჩიდან მხოლოდ 2-ში გაიმარჯვა[17], რის გამოც რეიტინგში დათმო პოზიციები და 36-ე ადგილზე გადაინაცვლა[18].

2004/2005 წლების სეზონის პირველ ტურნირ გრან-პრიზე სელბიმ წელიწად-ნახევრის განმავლობაში პირველად შეძლო რეიტინგული ტურნირის მეოთხედფინალში გასვლა დაამარცხა რა ნომერ 12[18] კრის სმოლი (5:4), ლეო ფერნანდესი (5:2), სნუკერისტი ტოპ-8-დან[18]: პიტერ ებდონი (5:3), მაგრამ ვერ გაუწია წინააღმდეგობა მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს[19], რონი ო’სალივანს, რომელთანაც თამაშში მარკმა ვერცერთი ფრეიმის მოგება ვერ მოახერხა (0:5). სეზონის დანარჩენ ტურნირებზე სელბის 1/16 ფინალური სტადიის მიღმა არ უთამაშია. ამ სტადიამდე კი ის ბრიტანეთის ჩემპიონატსა და ირლანიურ მასტერსზე მივიდა. მაიკ დანისა (10:2) და ჯო პერის (10:2) დაძლევის შედეგად მარკი პირველად გავიდა კრუსიბლში. პირველივე მატჩში სელბი დაუპირისპირდა მსოფლიო მეხუთე ნომერ[18] ჯონ ჰიგინსს. პირველმა სესიამ თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, რაზეც ანგარიშიც მეტყველებს: 5:4 მარკის სასარგებლოდ. თუმცა მეორე სესიაში სელბიმ 6 ფრეიმი დათმო ზედიზედ და შედეგაც 5:10 დამარცხდა[20]. განახლებულ რეიტინგში მარკმა სამი პოზიციით დაიხია უკან და მომდევნო სეზონს 39-ე ადგილზე შეხვდა[21].

2005/2006 წლების სეზონში მარკმა დაიწყო თამაშრომლობა მენეჯერ მუკეშ პარმართან. სეზონის პირველ ნახევარში სელბის გაუჭირდა ოპტიმალური სათამაშო ფორმის მოძებნა და სამ რეიტინგულ ტურნირს: გრან-პრის, ბრიტანეთის ჩემპიონატსა და მალტის თასს 1/32 ფინალურ სტადიაზე გამოეთიშა. ამის შემდგომ მარკმა მიაღწია უელსის ღია ჩემპიონატის 1/8 ფინალს, სძლია რა გზად ნილ რობერტსონსა (5:3) და სტივენ მაგუაიერს (5:3), რომელიც მსოფლიო რეიტინგში მესამე პოზიციაზე იყო[21] და დამარცხდა სტივენ ლისთან (2:5). ჩინეთის ღია პირველობაზე 1/16 ფინალში სელბიმ დათმო მხოლოდ გადამწყვეტ ფრეიმში მსოფლიო ჩემპიონატის მომავალ ფინალისტ[22]: პიტერ ებდონთან. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპებზე მარკმა დამაჯერებლად დაამარცხა ალექს ბორგი და რობერტ მილკინსი (ორივე ანგარიშით 10:4). ამ უკანასკნელმა სელბის წინააღმდეგ მაქსიმალური სერია შეასრულა. ამ გამარჯვებების შედეგად მარკი მეორე წელი ზედიზედ გავიდა კრუსიბლში და წინა წლის მსგავსად პირველ რაუნდში ჯონ ჰიგინსს დაუპირისპირდა. ამჯერად სელბიმ მოახერხა შურისძიება ანგარიშით 10:4. 1/8 ფინალში 22 წლის ლესტერელი სნუკერისტი დამარცხდა მსოფლიო ორგზის ჩემპიონ[23] მარკ უილიამსთან, რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდა და დაასრულა კიდევ მატჩი ანგარიშში საგრძნობი სხვაობით: 13:8[24]. ამ შედეგით მარკი პირველად გავიდა სამმაგი გვირგვინის ტურნირების 1/8 ფინალში და ეს სეზონი იყო პირველი, როდესაც მან ითამაშა ორი რეიტინგული ტურნირის 1/8 ფინალში. წარმატებული სეზონის შემდეგ სელბიმ რეიტინგში 28-ე ადგილზე აიწია, რითიც ტოპ-32-ს დაუბრუნდა[25].

2006-2007: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი

რედაქტირება

2006/2007 წლების სეზონი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც საკვანძო 23 წლის ინგლისელის კარიერაში. მან აღნიშნულ სეზონში შვიდი ტურნირიდან ხუთში 1/8 ფინალურ სტადიას მიაღწია. პირველ რეიტინგულ ტურნირ: ჩრდილო ირლანდიის ტროფიაზე სელბიმ დაძლია ტონი დრაგო (5:4) და ალისტერ კარტერი (5:2), შემდგომ კი გადამწყვეტ ფრეიმში დამარცხდა მსოფლიო ჩემპიონ[22] გრემ დოტთან (4:5). გრან-პრიზე მარკმა გაიარა ჯგუფური ეტაპი 3 გამარჯვებითა და 2 მარცხით, ხოლო 1/8 ფინალში დათმო ალან მაკმანუსთან ანგარიშით 1:5. სელბიმ აჩვენა მაღალი კლასის სნუკერი მასტერსის საკვალიფიკაციო ტურნირზე, სადაც მან წარმატებით აჯობა ბენ ვულასტონს (5:3), იან მაკკალახს (5:3), ჯო სვეილს (5:0) და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარ-ფინალისტ[26] მარკო ფუს (5:2), უკანასკნელ მატჩში კი დამარცდა სტიუარტ ბინჰემთან 2:6, ორი სენჩერის გაკეთების მიუხედავად. ასე ახლოს მასტერსთან მარკი აქამდე არ ყოფილა. ბრიტანეთის ჩემპიონატის გახსნით მატჩში სელბიმ დაამარცხა ჯონ პეროტი (9:1), თუმცა შემდეგ რაუნდში გამოეთიშა ასპარეზობას, დათმო რა მატჩი პიტერ ებდონთან ანგარიშით 6:9. მალტის თასზე მარკმა ვერ შეძლო საკვალიფიკაციო მატჩის მოგება, ის დამარცხდა მარკუს კემბელთან გადამწყვეტ ფრეიმში. უელსის ღია პირველობაზე სელბიმ მოუგო იან პირსს (5:0), მეთიუ სტივენსს (5:1), მაგრამ დამარცხდა იმჟამინდელი მასტერსის გამარჯვებულ[27] რონი ო’სალივანთან (1:5). მარკმა განვლო ჩინეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპი მარკ დევისის დამარცხებით (5:4) და ასევე წარმატებით ჩაატარა პირველი მატჩი ენტონი ჰემილტონის წინააღმდეგ (5:4), მაგრამ ვერაფერს გახდა მსოფლიო მეორე ნომერ[25] კენ დოერტისთან (1:5) [28].

2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატი

რედაქტირება

მსოფლიო ჩემპიონატისთვის საკვალიფიკაციო მატჩში მარკი რიკი უოლდენს დაუპირისპირდა. მას შემდეგ რაც პირველი სესიის შემდეგ სელბი მარცხდებოდა ანგარიშით 4:5 და მეორე სესიის დასაწყისსში 5:6, მან შეძლო ხუთი ფრეიმის ზედიზედ მოგება და მატჩის 10:6 დასრულება. ეს მარკისთვის ზედიზედ მესამე კრუსიბლში გამოსვლა იყო. პირველ მატჩში მსოფლიო რეიტინგის მეათე ნომერ[25] სტივენ ლის წინააღმდეგ სელბი აგებდა 0:5-ს, რის შემდეგ ზედიზედ რვა ფრეიმი დაასრულა თავის სასარგებლოდ, ბოლოს კი ანგარიშით 10:7 გაიმარჯვა[29]. 1/8 ფინალურ მატჩში წინა წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტ[22]: პიტერ ებდონის წინააღმდეგ მარკმა ანგარიშზე 5:4 გააკეთა სამი სენჩერი ბრეიკი ზედიზედ, რითიც გაიმეორე რონი ო’სალივანის და ჯონ ჰიგინსის მიღწევა, მოგვიანებით 10:7 ანგარიშზე კი კიდევ ორი სენჩერი შემოგვთავაზა ზედიზედ. საბოლოოდ სელბიმ მატჩი ანგარიშით 13:8 მოიგო, რითიც პირველად გავიდა სამმაგი გვირგვინის ტურნირების მეოთხედ-ფინალში[30]. ასევე პირველი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედ-ფინალი იყო ეს მარკის ოპონენტი ალი კარტერისათვის. მატჩის მიმდინარეობისას სელბიმ ანგარიშიდან 5:6 ზედიზედ ხუთი ფრეიმი მოიგო, შემდეგ ალიმ შეძლო და ანგარიში გაათანაბრა 11:11-მდე. უკიდურესად დაძაბულ მატჩში, რომელიც 9 საათზე მეტი გრძელდებოდა მარკმა საკუთარი თავის კონტროლის საოცარი უნარი გამოავლინა და გადამწყვეტ ფრეიმში 13:12 გაიმარჯვა[31]. ნახევარ-ფინალში 2005 წლის მსოფლიო ჩემპიონ[32] შონ მერფის წინააღმდეგ სამი სესიის შემდეგ ანგარიში 12:12 იყო. ასეთივე დაძაბული ბრძოლა გაგრძელდა მეოთხე სესიაშიც. 14:14-ს შემდეგ მერფი ორი ფრეიმით წინ წავიდა, თუმცა სელბი არ დანებდა, ზედიზედ სამი ფრეიმი მოიგო და საბოლოოდ ანგარიშით 17:16 კარიერაში მეორედ გავიდა რეიტინგული ტურნირის ფინალში[33]. ფინალში მარკი რეიტინგნის მეოთხე ნომერ ჯონ ჰიგინსს შეხვდა, რომელთანაც აქამდე მსოფლიო ჩემპიონატში ორჯერ იყო დანაპირისპირები. პირველი ორი სესიის შემდეგ ჯონი იმარჯვებდა 12:4, თუმცა მესამე სესიაში სელბიმ ყველა, ექვსისე ფრეიმი მოიგო და ანგარიშში სხვაობა ორამდე შეამცირა. მეოთხე სესიის დასაწყისში ტაბლოზე 13:14-იც კი დაფიქსირდა, მაგრამ თამაშის ბოლო სტადიაზე მარკმა ვეღარ გაუძლო ზეწოლას და ჯონმაც ფენომენალურად ითამაშა, რომ მატჩი მოგებამდე მიეყვანა: 18:13[34]. მეორე ადგილზე გასვლისთვის სელბიმ 110 000 ფუნტი მიიღო, რაც მისი აქამდე გამომუშავებული საპრიზო თანხის დაახლოებით ერთ მესამედს შეადგენდა, ხოლო დასკვნით ინტერვიუში ჰიგინსმა განაცხადა, რომ მარკი ჩემპიონატის ყველაზე პროგრესული მოთამაშე იყო[35]. ამასთანავე წარმატების შედეგად სელბი პირველად შეუერთდა ტოპ-16-ს და რეიტინგში 11-ე ადგილზე ამოყო თავი[36]. ლის, ებდონის, კარტერისა და მერფის დამარცხებისათვის სელბის ჟურნალისტებისგან სეზონის საუკეთესო მოთამაშის წოდება მიენიჭა.

ადგილი მსოფლიო რეიტინგში

რედაქტირება
სეზონი ადგილი
1999/00 დებიუტი
2000/01 122
2001/02 95
2002/03 56
2003/04 29
2004/05 36
2005/06 38
2006/07 28
2007/08 11
2008/09 4
2009/10 7
2010/11 9
2010/11. 1-ლი გადათვლა 9
2010/11. მე-2 გადათვლა 6
2010/11. მე-3 გადათვლა 4
2011/12 3
2011/12. 1-ლი გადათვლა 1
2011/12. მე-2 გადათვლა 1
2011/12. მე-3 გადათვლა 1
2012/13 1
2013/14 1
2014/15 1

გამარჯვებები ტურნირებზე

რედაქტირება

რეიტინგული ტურნირები

რედაქტირება

სხვა ტურნირები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Mark Selby exclusive: 'I could never bring myself to ask my mum: why did you leave me as a kid?'. uk.sports.yahoo.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-12. ციტირების თარიღი: 2017-05-07.
  2. Mark Selby - Player Of The Month. worldsnooker.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-30. ციტირების თარიღი: 2017-05-07.
  3. Mark Selby. Pro Snooker Blog. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-06. ციტირების თარიღი: 2017-05-07.
  4. Mark Selby - Season 1998-1999. CueTracker. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-25. ციტირების თარიღი: 2017-05-07.
  5. Mark Selby dedicates World Championship title to late father. BBC Sport (6 мая 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 7 May 2014.
  6. Snooker World Championship: Mark Selby toasts his maiden win... with Iron Maiden. The Independent (6 May 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 7 мая 2014.
  7. Mark Selby takes tough route to summit as snooker star reveals dad's dying wish was to see him become world champion. dailymail.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-12. ციტირების თარიღი: 2017-05-07.
  8. Mark Selby - Season 1999-2000. CueTracker. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-25. ციტირების თარიღი: 2017-05-07.
  9. 2000/2001 Ranking List. CueTracker. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-05. ციტირების თარიღი: 2020-09-12.
  10. Mark Selby - Season 2000-2001. CueTracker. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-25. ციტირების თარიღი: 2017-05-07.
  11. Ding Junhui - Season 2001-2002. CueTracker. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-25. ციტირების თარიღი: 2017-05-07.
  12. World Snooker Player Profiles. sportinglife.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-16. ციტირების თარიღი: 22 снежня 2007.
  13. Mark Selby - Season 2001-2002. CueTracker. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-25. ციტირების თარიღი: 2017-05-07.
  14. 14.0 14.1 14.2 Embassy World Rankings issued after the Embassy World Championship 2002. worldsnooker.com. Сусветная асацыяцыя прафесійнага більярда і снукера. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2002-06-04. ციტირების თარიღი: 10 студзеня 2013.
  15. Mark Selby - Season 2002-2003. CueTracker. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-25. ციტირების თარიღი: 2017-05-08.
  16. Embassy World Rankings issued after the 2003 Embassy World Championship. worldsnooker.com. Сусветная асацыяцыя прафесійнага більярда і снукера. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2003-06-08. ციტირების თარიღი: 24 чэрвеня 2013.
  17. Mark Selby - Season 2003-2004. CueTracker. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-26. ციტირების თარიღი: 2017-05-08.
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 The Official Rankings for the 2004/2005 Season. Embassy Snooker. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-12-04. ციტირების თარიღი: 25 мая 2012.
  19. Джонс, Клайв; Уорэн, Дэн (3 мая 2004). „O'Sullivan wins World crown“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 24 сакавіка 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  20. Mark Selby - Season 2004-2005. CueTracker. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-26. ციტირების თარიღი: 2017-05-08.
  21. 21.0 21.1 Official ranking list for the 2005/06 season. worldsnooker.com. Сусветная асацыяцыя прафесійнага більярда і снукера. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-11-05. ციტირების თარიღი: 24 ліпеня 2013.
  22. 22.0 22.1 22.2 „Dogged Dott wins epic world final“. BBC Sport. 2 мая 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-02. ციტირების თარიღი: 27 кастрычніка 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  23. „Mark Williams“. worldsnooker.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-16. ციტირების თარიღი: 2017-05-08.
  24. Mark Selby - Season 2005-2006. CueTracker. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-26. ციტირების თარიღი: 2017-05-08.
  25. 25.0 25.1 25.2 Official Rankings. worldsnooker.com. Сусветная асацыяцыя прафесійнага більярда і снукера. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-29. ციტირების თარიღი: 2017-05-08.
  26. „Ebdon beats Fu in last-frame epic“. BBC Sport. 29 красавіка 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-06. ციტირების თარიღი: 2017-05-10. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  27. SAGA Insurance Masters 2007. Snooker.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-10. ციტირების თარიღი: 2017-05-10.
  28. Mark Selby - Season 2006-2007. CueTracker. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-27. ციტირების თარიღი: 2017-05-10.
  29. Selby completes amazing comeback. BBC Sport. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-14. ციტირების თარიღი: 2017-05-10.
  30. Sizzling Selby knocks out Ebdon. BBC Sport. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-14. ციტირების თარიღი: 2017-05-10.
  31. Selby finally shakes off Carter. BBC Sport. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-14. ციტირების თარიღი: 2017-05-10.
  32. Chowdhury, Saj (2 мая 2005). „Qualifier Murphy wins world title“. BBC Sport. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-22. ციტირების თარიღი: 2017-05-10. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  33. Selby pips Murphy to world final. BBC Sport. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-02. ციტირების თარიღი: 2017-05-10.
  34. Higgins beats brave Selby in epic. BBC Sport. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-21. ციტირების თარიღი: 2017-05-10.
  35. Murphy and Selby join Championship Snooker. Matchroom Sport (6 лютага 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-26. ციტირების თარიღი: 2017-05-10.
  36. Hot Shot. BBC Leicester. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-23. ციტირების თარიღი: 2017-05-10.