დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატი სნუკერში

(გადამისამართდა გვერდიდან დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატი (სნუკერი))

დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატი სნუკერში (ინგლ. UK Snooker Championship) — სნუკერის პროფესიონალური რეიტინგული ტურნირი, მეტნაკლებად მნიშვნელოვანი და პრესტიჟული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ.

დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატი პირველად ჩატარდა 1977 წელს როგორც ტურნირი, რომელიც ღია იყო მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის. პირველი გათამაშებსი გამარჯვებული გახდა პეტსი ფეიგანი, რომელმაც ფინალში დუგ მაუნტჯოი დაამარცხა ანგარიშით 12:9 და მიიღო £ 2000.

წესები შეიცვალა 1984 წელს, როდესაც ტურნირზე მონაწილეობის უფლება მიიღო ყველა პროფესიონალმა (თუმცა 2005 წლამდე ამ ტიტულს მხოლოდ ბრიტანელები და ირლანდიელები იგებდნენ); აგრეთვე ტურნირმა მიიღო რეიტინგულის სტატუსი. მას შემდეგ დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატი ყველა სხვა ტურნირზე მეტ ქულას იძლევა, გარდა მსოფლიო ჩემპიონატისა, რა თქმა უნდა.

ტურნირზე ბევრი დასამახსოვრებელი ფინალი იყო. 1980 წელს შედგა პროფესიონალურ ტურნირებზე სტივ დეივისის 73 გამარჯვებიდან პირველი. 1981 წელს დეივისისა და ტერი გრიფიტსის ფინალი საკმაოდ სანახაობრივი იყო. დეივისმა 16:3 გაიმარჯვა, მთელი დარჩენილი სეზონის განმავლობაში კი ეს მოთამაშეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ (ზედიზედ ოთხი ფინალი) მათი მოულოდნელი მარცხის წინ, რომელიც 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ რაუნდზე განიცადეს. 1983 წელს ალექს ჰიგინსმა დაამარცხა დეივისი 16:15 მას შემდეგ, რაც პირველი სესია მშრალად წააგო — 0:7. ამ მატჩში დეივისის მარცხი თითქმის იმაზე უფრო მეტად ღირსშესანიშნავი გახდა, ვიდრე 1985 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დენის ტეილორთან დამარცხება. 1985 წელს უილი ტორნმა ნამდვილი სიმტკიცე გამოავლინა დეივისის წინააღმდეგ თამაშისას. იგი თავიდან 13:10-ს ლიდერობდა დღის სესიის სტარტისთვის, მაგრამ შემდეგ მარტივ ლურჯ ბურთულას ააცილა და დამარცხდა 14:16. ამ გამარჯვებამ დეივისი გამოაცოცხლა მსოფლიო ჩემპიონატზე მძიმე მარცხის შემდეგ. ტორნმა მას შემდეგ ჯერაც ვერ მოიგო ვერც ერთი რეიტინგული ტურნირი. 1988 წელს დუგ მაუნტჯოიმ მოახერხა სტივენ ჰენდრისთვის ძლიერი წინააღმდეგობის გაწევა და გამარჯვებისკენ ლტოლვის წყალობით მოახერხა ახალგაზრდა ტალანტის დამარცხება (16:12), აგრეთვე იგი გახდა რეიტინგული ტურნირის ყველაზე ხანდაზმული გამარჯვებული. უფრო მეტად გასაკვირი ისაა, რომ მანამდე მან მოიგო Mercantile Credit Classic და გახდა იმ დროისთვის ერთ-ერთი იმ ოთხი მოთამაშიდან, რომლებმაც მოახერხეს ზედიზედ ორი ტურნირის მოგება. 1989 წელს სტივენ ჰენდრიმ დეივისის დამარცხება ისევე მარტივად მოახერხა, როგორც ეს უკანასკნელი ახერხებდა რამდენიმე წლის წინ. შემდეგ წელს ჰენდრიმ კვლავ დაამარცხა დეივისი ანგარიშით 16:15. სტივმა აღნიშნა, რომ ჰენდრიმ გასაოცარი სიმტკიცე გამოავლინა. 1993 წელს უკვე თვითონ ჰენდრი დამარცხდა ფინალში 17 წლის რონი ო'სალივანთან. ო'სალივანი მაშინ დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა (ერთი კვირის შემდეგ მას 18 შეუსრულდა).

2005 წელს სტივ დეივისი 1990-იანების შემდეგ პირველად გავიდა დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატის ფინალში. ეს ფინალი მის კარიერაში მეასე გახდა. დეივისი შეხვდა დინ ჯუნხუის, რომელთანაც 6:10 დათმო. ამ ჩემპიონატზე დაფიქსირდა ფინალისტთა შორის ყველაზე დიდი ასაკობრივი სხვაობა (დეივისი 38 წლის, მოწინააღმდეგე მხოლოდ 18-ის). აღსანიშნავია ისიც, რომ უკანასკნელი 23-წლიანი გამოსვლების განმავლობაში დეივისმა ამ ტურნირზე ყველაზე მაღალი ბრეიკი გააკეთა — 145 ქულა. დღემდე სტივ დეივისს ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული ამ ტურნირის ტიტული — იგი დიდი ბრიტანეთის ექვსგზის ჩემპიონია. 2006 წელს სტივენ ჰენდრის, რომელიც ფინალში გავიდა, შეეძლო მისი მაჩვენებლის გამეორება, მაგრამ იგი პიტერ ებდონთან დამარცხდა 6:10.

2009 წელს დინ ჯუნხუიმ დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატი კარიერაში მეორედ მოიგო. დღემდე იგი ერთადერთი არაბრიტანელი სნუკერისტია, რომელმაც ერთზე მეტჯერ მოიგო ეს ტურნირი.

სხვადასხვა დროს დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატს ასპონსორებდა სხვადასხვა ფირმები, როგორებიცაა Coral, Tennents, Royal Liver Assurance, Liverpool Victoria, Travis Perkins, Maplin Electronics, Pukka-Pies, 12bet.com და ამჟამად williamhill.com. ამ ტურნირს ტელევიზიაში პირდაპირ ეთერში აშუქებს BBC. ტარდება წლის ბოლოს (როგორც წესი, დეკემბრის დასაწყისში ან შუა რიცხვებში).

დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატზე დაფიქსირებულია 11 მაქსიმალური ბრეიკი: ორ-ორჯერ სტივენ ჰენდრისა (1995 და 1999) და რონი ო’სალივანის (2007 და 2014), თითოჯერ უილი თორნის (1987 — პირველი მაქსიმუმი ამ ტურნირზ), პიტერ ებდონის (1992), ნიკ დაისონის (2000), დინ ჯუნხუის (2008), ჯონ ჰიგინსის (2012) და მარკ სელბის (2013).

გამარჯვებულები

რედაქტირება
წელი გამარჯვებული ფინალისტი ანგარიში სეზონი
არარეიტინგული
1977   პეტსი ფეიგანი   დუგ მაუნტჯოი 12:9 1977/78
1978   დუგ მაუნტჯოი   დევიდ ტეილორი 15:9 1978/79
1979   ჯონ ვირგო   ტერი გრიფითსი 14:13 1979/80
1980   სტივ დეივისი   ალექს ჰიგინსი 16:6 1980/81
1981   სტივ დეივისი   ტერი გრიფითსი 16:3 1981/82
1982   ტერი გრიფითსი   ალექს ჰიგინსი 16:15 1982/83
1983   ალექს ჰიგინსი   სტივ დეივისი 16:15 1983/84
რეიტინგული
1984   სტივ დეივისი   ალექს ჰიგინსი 16:8 1984/85
1985   სტივ დეივისი   უილი თორნი 16:14 1985/86
1986   სტივ დეივისი   ნილ ფუდსი 16:7 1986/87
1987   სტივ დეივისი   ჯიმი უაიტი 16:14 1987/88
1988   დუგ მაუნტჯოი   სტივენ ჰენდრი 16:12 1988/89
1989   სტივენ ჰენდრი   სტივ დეივისი 16:12 1989/90
1990   სტივენ ჰენდრი   სტივ დეივისი 16:15 1990/91
1991   ჯონ პეროტი   ჯიმი უაიტი 16:13 1991/92
1992   ჯიმი უაიტი   ჯონ პეროტი 16:9 1992/93
1993   რონი ო’სალივანი   სტივენ ჰენდრი 10:6 1993/94
1994   სტივენ ჰენდრი   კენ დოერტი 10:5 1994/95
1995   სტივენ ჰენდრი   პიტერ ებდონი 10:3 1995/96
1996   სტივენ ჰენდრი   ჯონ ჰიგინსი 10:9 1996/97
1997   რონი ო’სალივანი   სტივენ ჰენდრი 10:6 1997/98
1998   ჯონ ჰიგინსი   მეთიუ სტივენსი 10:6 1998/99
1999   მარკ უილიამსი   მეთიუ სტივენსი 10:8 1999/00
2000   ჯონ ჰიგინსი   მარკ უილიამსი 10:4 2000/01
2001   რონი ო’სალივანი   კენ დოერტი 10:1 2001/02
2002   მარკ უილიამსი   კენ დოერტი 10:9 2002/03
2003   მეთიუ სტივენსი   სტივენ ჰენდრი 10:8 2003/04
2004   სტივენ მაგუაიერი   დევიდ გრეი 10:1 2004/05
2005   დინ ჯუნხუი   სტივ დეივისი 10:6 2005/06
2006   პიტერ ებდონი   სტივენ ჰენდრი 10:6 2006/07
2007   რონი ო’სალივანი   სტივენ მაგუაიერი 10:2 2007/08
2008   შონ მერფი   მარკო ფუ 10:9 2008/09
2009   დინ ჯუნხუი   ჯონ ჰიგინსი 10:8 2009/10
2010   ჯონ ჰიგინსი   მარკ უილიამსი 10:9 2010/11
2011   ჯად ტრამპი   მარკ ალენი 10:8 2011/12
2012   მარკ სელბი   შონ მერფი 10:6 2012/13
2013   ნილ რობერტსონი   მარკ სელბი 10:7 2013/14
2014   რონი ო’სალივანი   ჯად ტრამპი 10:9 2014/15

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება