ბრეიკი (სნუკერი)
ბრეიკი (ინგლ. snooker break), ან „სერია“ — ქულების საერთო რაოდენობა, რომელიც სნუკერის მოთამაშემ დააგროვა ზედიზედ, წესების დარღვევის გარეშე, მაგიდასთან ერთხელ მისვლის დროს, ერთი ფრეიმის (პარტიის) განმავლობაში. ამგვარად, ბრეიკის მინიმალური მნიშვნელობა შეიძლება იყოს 1[1] ქულა, ხოლო მაქსიმალური — 147 ქულა. თეორიულად, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ბრეიკი შეიძლება იყოს 148—155 ქულა (იხ. მაქსიმალური ბრეიკი).
სენჩერი-ბრეიკი
რედაქტირებაიმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე აკეთებს სერიას, რომელიც 100-ის ტოლია ან მასზე მეტია, ამგვარ ბრეიკს უწოდებენ სენჩერი-ბრეიკს (ინგლ. cеntury break ან „ასიანი სერია“). ასიანი სერიის შესრულება თამაშის მაღალი პროფესიონალიზმის დონის მაჩვენებელია. სენჩერი-ბრეიკების რაოდენობით აბსოლუტური რეკორდსმენი არის ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი რონი ო’სალივანი, რომელმაც სენჩერი 940-ზე მეტჯერ გააკეთა. მოთამაშეებისთვის განსაკუთრებით საპატიოა ე.წ. „100+“ სიაში მოხვედრა — ეს არის სია იმ სნუკერისტებისა, რომლებსაც 100 და მეტი სენჩერი აქვთ გაკეთებული კარიერის განმავლობაში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ მიუხედავად იმისა, რომ ერთი წითელი ბურთის ჩაგდება უკვე ბრეიკია, ზოგადად მას არ მიიჩნევენ ბრეიკად.